ვისწავლოთ ბიბლია, რჩევები და სწავლებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისწავლოთ ბიბლია, რჩევები და სწავლებები |
აკაკი |
Jul 26 2010, 11:04 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
წერილთა შესწავლა - საჭირო წესი მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის
* * * რამოდენიმე რჩევა ბიბლიის კითხვისათვის
|
marine |
Dec 11 2017, 02:17 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სწავლის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა ასევე კითხვა. ჩემო შვილებო, ყოველი თავისუფალი წუთი გამოიყენეთ კითხვისათვის. ყოველდღე, სულ ცოტა, ნახევარი საათი დაუთმეთ ბიბლიის კითხვას. უნდა ისწავლოთ სწორად კითხვა, სასულიერო ლიტერატურა და ბიბლია სხვანაირად უნდა წაიკითხოთ, ვიდრე გასართობი ლიტერატურა ან მეცნიერული ნაშრომები. უფრო გრძნობით, ვიდრე გონებით, უფრო გულით, ვიდრე ტვინით, უფრო ნელა და დამშვიდებით, ვიდრე აღტყინებით და კრიტიკული თვალით.
ბიბლია იკითხეთ როგორც ერთი მთლიანი და ნუ ჩაეკირკიტებით პირველსავე გაუგებას, გირჩევთ გაუგებარი გამოტოვოთ და განაგრძოთ კითხვა, გარწმუნებთ, თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და ერთგულებას, თუ თქვენს ლოცვებში ღმერთს სთხოვთ გაუგებარი აგიხსნათ, მაშინ დროთა განმავლობაში გაუგებარიც გაგეხსნებათ და გასაგები გახდება. იკითხეთ ისევ და ისევ თავიდან. დამიჯერეთ, თქვენ სულ უფრო ახალს და ახალს აღმოაჩენთ მასში, იმ ადგილებშიც კი, სადაც ადრე რაიმე საინტერესო ვერ შეამჩნიეთ. ბიბლია - ეს სიცოცხლის წიგნია, მისი სიღრმე და მრავალმხრივობა განუზომელი და მიუწვდომელია, ის არის ყოველი ქრისტიანის ყოველდღიური სახელმძღვანელო". /ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი