მღვიძარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიძარება |
marine |
May 27 2016, 12:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ღირს აკაკი კავსოკალიველს ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე, მან უპასუხა: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!
თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ სტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს, ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგამ". "წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან". "ბევრი ძილისგან ჩვენი გონება სუქდებაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 13 2017, 07:11 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუკი ხორციელი მღვიძარება, მნიშვნელოვანია ერისკაცთათვის, მით უფრო აუცილებელია ის ბერ-მონაზონთათვის, რათა უფრო მეტი დრო გაატარონ უფალთან და სათანადოდ იზრუნონ სულზე."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ "მღვიძარება - სულიერი სიფხიზლე" "როგორც წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი განმარტავს, მღვიძარება გულისხმობს გულმოდგინებას ყველა კეთილ საქმეში, კერძოდ - საეკლესიო და სასენაკო კანონების დაუზარელ შესრულებას, ლოცვის დროს ყურადღებას, ყოველი სიტყვის, საქმის, აზრისა და გრძნობის გულმოდგინე განხილვას, საკუთარი თავისადმი უკიდურეს უნდობლობას; განუწყვეტელ ლოცვას და საღმრთო წერილის კითხვას; გულის დაცვას, ბევრი ძილის, ნებივრობის, ამაოდმეტყველების, ხუმრობისა და მახვილსიტყვაობისგან თავის შეკავებას, მეტანიებისა და სხვა მოღვაწეობის სიყვარულს, მარადიულ სიკეთეთა ხსოვნას, მათ წყურვილსა და მოლოდინს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი