სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია? |
მნათე |
Nov 2 2008, 11:48 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ყველასთვის ცნობილია, რომ ქრისტიანული თეოლოგია სიყვარულს სულიწმიდის ნიჭად განიხილავს, რწმენასთან და სასოებასთან ერთად... მაშასადამე ის არ არის ადამიანის პიროვნული თვისება, უფრო სწორედ ის არ წარმოადგენს მთლიანად ადამიანური ბიოლოგიის ნაყოფს და პიროვნებაში მის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სულიწმიდის მოქმედება ცხადია მისივე ნებასთან ერთად, რომელიც გარკვეული მზაობის შემდეგ მიეცემა ადამიანს... მიემადლება, ეჩუქება და რაც გინდათ ის დაარქვით, მერე მეტყვით კათოლიკურ ტერმინებს იყენებო
მაგრამ იმავდროულად სიყვარულის გრძნობა არსებობს ყოველ ადამიანში, როგორც გრძნობა, როგორც ემოცია და როგორც ქიმიური ნივთიერება... რა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ნიშან-თვისებები და არსობრიობა ახლავს სულიწმიდისეულ სიყვარულსა და სიყვარულს, რომელიც ბუნებით გრძნობად დაგვყვა? ჩემს აზრს შემდეგ შემოგთავაზებთ... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
marine |
Dec 14 2017, 11:41 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“არქიმანდრიტმა იონა კიეველმა (XXს.) ბევრი განსაცდელი და დევნა დაითმინა კაცთაგან. მას სცემდნენ, თმით ათრევდნენ, წვერს აგლეჯდნენ... ერთხელ, როცა თავის კელიაში დამწუხრებული იესოს ლოცვას იმეორებდა, მასთან მაცხოვარი შემოვიდა. უფალი კუნძზე ჩამოჯდა, რომელიც იონას მაგიდის მაგივრობასაც უწევდა. მამა იონა ცრემლთა ფრქვევით დაემხო მის ფერხთა წინაშე, შემდეგ მოიკრიბა ძალა და იესოს მიმართა:
- უფალო, გავბედავ და შეგეკითხები: როცა ძველ აღთქმაში გთხოვეს, გამოსცხადებოდი, უპასუხე: "არავის ძალუძს იხილოს ჩემი სახე და ცოცხალი დარჩეს"... რატომ მოხვედი ჩემთან, უდიდეს ცოდვილთან? მაცხოვარმა უპასუხა: - იმიტომ, რომ შენ შეიყვარე ადამიანები ისე, როგორც მე შევიყვარე.” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 05:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი