ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
ზურა |
Jan 4 2007, 06:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
მშვიდობა თქვენდა,
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებდა და განსაკუთრებით ჩვენი მაცხოვარის, უფალ იესო ქრისტეს შობის მოახლოებას! თემის სათაური ალბათ ზუსტად შეესაბამება იმ გრძნიბებს, რისი გადმოცემაც მსურს გფარავდეთ სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის მადლი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - გელათის მონასტერი. ვარსკვლავმრიცხველთა თაყვანისცემა - ათონი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - სუზდალი XVI ს. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტინის ბრძანება აეღწერათ მთელი მოსახლეობა. ეს აღწერა პირველი იყო, კვირინოსის მმართველობისას სირიაზე. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თვითოეული თავის ქვეყანაში. ________________________ ქრისტეს შობის ხატი - სერბეთი იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეას, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდებოდა ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და იყო ორსულად. ________________________________________ ახალშობილის თაყვანის ცემა (ქრისტეს შობა) - გერმანია XVს მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. ________________________________________________ ქრისტეს შობა - ფრესკა უბისის ეკლესიაში იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წამოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით ___________________________________________ Нараджэнне Хрыстова - ბელორუსია 1746 უთხრა მათ ანგელოზმა: ''ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: ''იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგეზე მწოლარეს'' __________________________________ ქრისტეს შობის ხატი - ბულგარეთი -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
marine |
Jan 11 2018, 06:55 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანძე - სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით.
უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი