![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
![]() პიროვნება: - ხუფუ, ხეოფსი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 2589-2566 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - IV დინასტიის III ფარაონი. ააშენა დღემდე მოღწეული საოცრება - ხეოფსის პირამიდა. ვებ გვერდი: http://en.wikipedia.org/wiki/Khufu ![]() პიროვნება: - ამენემჰეტ III ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1849-1800 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - XII დინასტიის ფარაონი. მას მიაწერენ ძველი ეგვიპტის მეორედ გაფურჩქვნის პერიოდს. ბერძნები თვლიდნენ, რომ მან ააშენა უზარმაზარი შენობა ფაიუმეში, "ლაბირინთი", რომელიც სტრაბონის მიერ არის აღწერილი. სავარაუდოდოდ მის დროს არის შექმნილი ცნობილი მათემატიკური პაპირუსი "რაინდა". ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Amenemhat_III ![]() პიროვნება: - ჰამურაბი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1792-1750 ქვეყანა: - ბაბილონი მნიშვნელოვანი ფაქტები: - დინასტიის VI მეფე. დღემდე მოაღწია მისმა წერილობითმა (ქვაზე) კანონებმა . ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Hammurabi პიროვნება: - ლაბარდა I ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1680-1650 ქვეყანა: - თურქეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ხეთების I მეფე. ხეთების ძველი სამეფოს დამაარსებელი მცირე აზიაში ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Labarna_I პიროვნება: - ხათუსილი I ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1650-1620 ქვეყანა: - თურქეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ხეთების II მეფე. გაგრძელა დაპყრობითი ომები და გააფართოვა სამეფო სირიამდე ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Hattusili_I ![]() პიროვნება: - იაჰმეს I ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1584-1559 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - ფარაონი. XVIII დინასტიის და ახალი სამეფოს დამაარსებელი. გააძლიერა ქვეყანა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Ahmose_I ![]() პიროვნება: - თუტმოს III ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1502-1448 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - XVIII დინასტიის VI ფარაონი. მსოფლიოში I ცნობილი დამპყრობი და სამხედრო გენია. იწოდება – ძველი მსოფლიოს ნაპოლეონად ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Thutmose_III ![]() პიროვნება: - ამენჰოტეპ III ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1405-1369 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - XVIII დინასტიის IX ფარაონი. ფარაონ ტუტმოს IV შვილი და ფარაონ ეხნატონის მამა. ითვლება ყველაზე დიდ ფარაონ-მშენებლად და ყველაზე მშვიდობისმოყვარე ფარაონად. მხოლოდ ერთხელ ილაშქრა ნუბიაში. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Amenhotep_III ![]() პიროვნება: - ეხნატონი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1368-1351 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - XVIII დინასტიის IX ფარაონი-რეფორმატორი. ცოლად ყავდა ნეფერტიტი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Akhenaten პიროვნება: - სუფილულიუმა I ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1380-1335 ქვეყანა: - თურქეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ხეთების უდიდესი მეფე. დაიწყო ეგვიპტესთან ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Suppiluliuma_I პიროვნება: - მურსილი II ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1368-1351 ქვეყანა: - თურქეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ხეთემის მეფე. სუფილულიუმ I ვაჟი. მან წარმატებით გააგრძელა მისი საქმეები ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Mursili_II -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
აკაკი ხოშტარიას სასახლე
უწინდებური სილამაზე მხოლოდ იმიტომ აქვს დაკარგული, რომ რესტავრაცია დიდი ხნის მანძილზე არ ჩატარებია. კარმიდამო ყველა სეზონზე მწვანეა, მაგრამ ჩანს, რომ ასი წლის წინანდელი ბაღისგან ისიც შორსაა. ქვის ლომიც გაშავებულა და მის მოდარაჯეობაში მრისხანება აღარ იკითხება. კედლების მორთულობა შემორჩენილია, მაგრამ შეკეთება მასაც სჭირდება. ამის მიუხედავად, სასახლე მაინც ლამაზია. ეს სასახლე 1915 წელს ააგო ქველმოქმედმა ფინანსისტმა აკაკი ხოშტარიამ. ამბობენ, დედამისს აუგო და იმდროინდელი ფასებით, საკმაოდ ძვირადაც. აკაკი ხოშტარია 1873 წელს დაიბადა. ის ქველმოქმედი ბანკირი იყო. ეხმარებოდა სოფელს. ასევე, ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლას აფინანსებდა. აუქციონზე შეიძინა დავით სარაჯიშვილის სახლი და პარიზში გადასვლის წინ ქართველ ხალხს გადასცა. იქ დღემდე მწერალთა კავშირია. ჟორდანიას მთავრობას ოთხი გემი შეუძინა და ქართული ფლოტი წელში გამართა. პირველმა გახსნა საქართველოში საპნის ქარხანა, პირველი ქართველი, ვინც ირანში საბანკო საქმიანობა დაიწყო. ფლობდა უზარმაზარ ქონებასა და მრავალ საწარმოს, რომელიც გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურმა მთავრობამ მიითვისა. 1924 წელს 43 წლის მეუღლე მინადორა გარდაეცვალა. თეირანში დულაბის რუსულ სასაფლაოზე დაკრძალა. აკაკიმ აკლდამა ააშენებინა, რომელიც თურმე ირანში ქართული სასულიერო არქიტექტურის ერთადერთი ნიმუშია. თვითონ 1931 წელს 59 წლისა პარიზში გარდაიცვალა და პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრალეს, სადაც მარსელ პრუსტი, ონორე დე ბალზაკი, ვინჩენცო ბელინი, აისედორა დუნკანი, ამედეო მოდილიანი და სხვა ცნობილი ადამიანები განისვენებენ. აკაკი ხოშტარიას დედა სუჯუნის წმინდა გიორგის ტაძარშია დაკრძალული". /"კარიბჭე" N1, 2018, გვ.44/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 06:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი