საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
ნათია |
Jun 7 2007, 09:27 PM
პოსტი
#21
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.? ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს. თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Jan 15 2018, 01:01 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფერისცვალება
"მაცხოვრის ფერისცვალების დღე იდგა, 1977 წლის 6 აგვისტო. მამა პაისი კაფსალის კელიაში მოვიდა, სადაც მე ვცხოვრობდი და სტუმრად ორი ღვთისმეტყველების მასწავლებელი მყავდა. ღამისთევის ლოცვაზე მამა პაისი გულის შემმუსვრელად გალობდა. ნატრაპეზევს მამა პაისი თავის კელიაში წასასვლელად ემზადებოდა. მზე ჯერ არ ამოსულიყო. დამშვიდობებისას დავინახე, სახე უბრწყინავდა - თეთრ სინათლეს აფრქვევდა. ეს ნათელი თვალს არ გჭრიდა, სქელ ნისლში გამჭოლი ავტომანქანების ფარების შუქს ჰგავდა. ვიფიქრე, ეს ნათელი ალბათ ნიჭია, რომელიც ღმერთმა მას ფერისცვალების დღესასწაულის გამო მოუვლინა ზეციდან-მეთქი. ჩემს სტუმრებს ვთხოვე, მამა პაისი წინასწარმეტყველ ელიას კელიამდე მიეცილებინათ. უკან მობრუნებულებმა მკითხეს, - ეს რა ნათელი ადგა მამა პაისის სახეზეო. ბერი სხვანაირი ნათლით ბრწყინავდა, როგორც მზე და ვარსკვლავები... მამა პაისისთვის არაფერი გვითქვამს. ისე წავიდა იმქვეყნად, ვერც კი შეიტყო, რომ ჩვენ, უღირსებმა, ვიხილეთ იგი ფერისცვალების ნათელში". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი