"უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი |
marine |
Feb 15 2017, 02:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...
"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე". /არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 17 2018, 09:49 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მისი [მამა იუსტინეს] სიტყვებით, წმიდა წინამორბედი იყო ყველაზე უბედური ადამიანი მსოფლიოში. იგი ხომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა დედასთან ერთად უდაბნოში გავიდა, ხოლო როცა დედა გარდაეცვალა, თავად იქვე დარჩა, და ღმერთი მას თავისი ანგელოზებით იფარავდა.
ყველაფერი სუფთა იყო - მოწმენდილი ცაც და ციდან წამოსული წვიმაც, მიწაც და ქვებიც, და არ იცოდა მან ცოდვა, ღმერთის ანგელოზივით ცხოვრობდა სხეულში. და მაშინ მოდის მასთან ხალხი ცოდვების აღიარებით. ეს ადამიანები ახვავებენ წინამორბედის წინაშე საკუთარ ცოდვებს, რომლებიც ბორცვს ქმნიან, მერე ეს ბორცვი მთასავით იზრდება და არ შეუძლია წინამორბედს ამ ცოდვების გაძლება. ხომ იცით, როგორიც ცოდვები აქვთ ადამიანებს და როგორ ცოდვებს დაატარებენ გულით. და აი, წინამორბედს ეწყება სასოწარკვეთა: "უფალო, ეს არის ადამიანი, რომელიც შენ შეჰქმენი? ეს არის შენი ხელთქმნილი?" წინამორბედმა დანთქმა იწყო. ხალხის მასა კი მოდის და მოდის აღსარებისთვის - კიდევ რამდენი ცოდვა უნდა დაახვავონ? და როცა უკვე წინამორბედს გაძლება აღარ შეუძლია, უცებ მას ღმერთი ეუბნება: "აი, ტარიგი ღვთისა, ამ ცოდვილებს შორის ერთადერთი, რომელმაც ყოველთა და ყოვლისა ცოდვები იტვირთა". და აი, ყველაზე უბედური ადამიანი ყველაზე ბედნიერი ხდება. დიდება შენდა უფალო! ე. ი. შესაძლებელია ამ ცოდვებისგან და, საერთოდ, ყველა ცოდვისგან გამოხსნა". /"კანდელი" N1, 2018, გვ.10/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი