პატიმრობაში მყოფნი და ეკლესიის აზრი, "საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატიმრობაში მყოფნი და ეკლესიის აზრი, "საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა" |
marine |
Jul 24 2017, 02:03 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
- #6 საპყრობილეში, სადაც თქვენ შედიხართ, ბევრი სამუდამო მსჯავრდადებულია, არიან ისეთებიც, რომლებიც 24-25-წლიანი სასჯელს იხდიან. როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ეკლესიასთან, მოძღვართან?
- ამ ადამიანების აღსარება ისეთი ცოცხალი რწმენითა და განცდითაა ნათქვამი, მრევლში რომ ერთეულებს გააჩნიათ. მათი გულიდან წამოსული და სიტყვით გამოთქმული სინანული არც მოჩვენებითია და არც ვალის მოხდის მიზნით ნათქვამი. ჩემმა სულიერმა შვილმა, მამუკა რატიშვილმა ასეთი წერილი მომწერა: "ჩემო სულიერო მოძღვარო, ღმერთმა დაგლოცოთ... მინდა გაგიმხილოთ, რაც ასე მტანჯავს და მაწვალებს. მთელი ჩემი ცხოვრება ცოდვებით არის დამძიმებული, სულ თითებზე ჩამოსათვლელი იქნება ის შეცოდებანი, რომლებიც მე არ ჩამიდენია. ათეისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეკლესიაში ან ვინმეს დასანახად შევდიოდი, ან ისეთ შემწეობას ვთხოვდი უფალს, რაც არ უნდა მეთხოვა. დროდადრო სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, მაგრამ ამქვეყნიურ სიამეებს აყოლილი მის ჩახშობას ვცდილობდი. ვქურდობდი, ვლოთობდი, უწესოდ ვცხოვრობდი, ვავაზაკობდი და არ ვფიქრობდი, რომ ადამიანი მხოლოდ ამისთვის არ იყო მოვლინებული. ერთი პერიოდი მონასტერში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულით სურდათ ჩემი სიკეთე, არ უნდოდათ, რომ ავაზაკურად მეცხოვრა, მაგრამ ისინი არაეკლესიურნი იყვნენ და თანადგომა არ გამოიჩინეს ჩემი გადაწყვეტილებისადმი. მე ისევ ძველ გზას დავადექი... პეტრეპავლობის მარხვა მოდიოდა, როცა საეკლესიო ჟურნალ "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემოგვიგზავნეს. წასაკითხი არაფერი მქონდა და ვიფიქრე, დროს მოვკლავ-მეთქი. დღესაც არ ვიცი, რა იყო ის, რამაც გული და სული შემიძრა... უფალმა სწორედ ის მომივლინა, რაც ასე მჭირდებოდა. მარხვას შევუდექი და მოწევას თავი დავანებე. ლოცვა დავიწყე. არ სჯეროდათ ჩემი, რომ მართლა გულით ვლოცულობდი... ლოცვის დროს ვტიროდი, მაგონდებოდა განვლილი ცხოვრება და მრცხვენოდა... ერთდროულად ამომიტივტივდა ყველაფერი: როგორ განვიკითხავდი, როგორ დავცინოდი, ზემოდან დავყურებდი სხვებს, როგორ ვაგინებდი და შეურაცხვყოფდი მშობლებს... დედას, რომელიც დარსა თუ ავდარში მოდიოდა ციხეში, ჩემთვის რაიმე რომ შემოეგზავნა... მე ცოდვილს კი სხვისი ტანჯვის და შეურაცხყოფის მეტი რა მაქვს გაკეთებული? მრცხვენია, თურმე ამაოდ მიცხოვრია. არადა, უწინ ვამართლებდი ჩემს ცხოვრებას. მენანება ის წლები, მეცოდება ჩემი თავი და ვკითხულობ - რატომ არავინ გამოჩნდა ჩემს დასახმარებლად? ესეც უფლის ნება იყო და იმიტომ. ღმერთმა დაუშვა ის, რომ ჩემებურად, მცდარად მეცხოვრა და მერე შემედარებინა ჩემი წარსული და აწმყო. პირველად პეტრეპავლობის მარხვაში შეგხვდით. დამლოცეთ და როდესაც ოლარი გადამაფარეთ, ვერ აგიხსნით, რა გრძნობა დამეუფლა. ალბათ გახსოვთ ჩემი პირველი აღსარება - ცრემლს ვერ ვიკავებდი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ლაპარაკი აღარ შემეძლო. მხოლოდ თქვენ გხედავდით, მამაო. შვება ვიგრძენი. ბევრს ჰგონია, იმიტომ შევიცვალე, ასე რომ მიჭირს ციხეში. მე აქ მესამედ ვარ და მშვენივრად ვიცი აქაური ცხოვრება. ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე, არჩევანის წინაშე დამდგარი როგორ მოვიქცეოდი, რომ ეთქვათ ჩემთვის - გაგიშვებთ და სხვებივით იცხოვრეო... ჩემი ერთადერთი სურვილია, აქედან გასული მონასტერში წავიდე. უფლის გზანი შეუცნობელია, თუ ღირსი ვიქნები, ალბათ ღმერთი დაუშვებს ამას და შევძლებ, რომ ცოდვით დამძიმებული სული გადავირჩინო, ღმერთს ვემსახურო და ვიცხოვრო ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც იესოს სახეა მიწაზე. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ინება, ამდენი ხნის შემდეგ მეგრძნო მისი მადლი და გზის სისწორე, რომელიც სულის გადარჩენაში დამეხმარება. ისიც უფლის ნება იყო, რომ ჩემმა ახლობელმა "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემომიგზავნა. ერთ-ერთ მათგანში ლარგვისის მონასტერი აღმოვაჩინე და გავიფიქრე, სასჯელს რომ მოვიხდი, იქ წავალ-მეთქი. პატარა არ ვარ, რომ ვერ განვსაზღვრო ის, თუ რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს ამ გზაზე, ეს ვინმეს აყოლით არ გადამიწყვეტია. ისიც კარგად ვიცი, რომ მძიმე ჯვარი იქნება ეს ჩემთვის. ამიტომ ძალიან მინდა ეს დრო, ვიდრე ციხეში ვარ, უფლის შეწევნით და თქვენი დახმარებით მაქსიმალურად გამოვიყენო, ვისწავლო და გავიგო ის, რაც მონასტერში გამომადგება. ახლა ძალიან მიჭირს. ისიც კარგად მესმის, რომ ხშირად ვერ ახერხებთ ჩვენთან, თქვენს სულიერ შვილებთან ციხეში შემოსვლას. არადა, როგორ მინდა, ხშირად მოდიოდეთ. თქვენი დანახვა ყოველთვის მამშვიდებს. ხშირად ლოცვა მიჭირს, ყურადღება მეფანტება, მაგრამ ვიხსენებ თქვენს დარიგებას და თავს შევუძახებ ხოლმე - გაუძელი! ჩემო მოძღვარო, ილოცეთ ჩემი ტანჯვითა და ცოდვებით დამძიმებული სულისთვის. ღმერთი იყოს თქვენი ოჯახისა და მრევლის მფარველი!" /დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 25 2018, 11:44 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გადასახლებაში ისე დავსნეულდი, აღარ მეგონა, ოდესმე კიდევ თუ ვნახავდი საქართველოს. ვადამდე 3 წლით ადრე სტალინმა გამათავისუფლა. მას საიდუმლოდ მივწერე წერილი, რომ უსამართლოდ ვისჯებოდი. პატიმართა ბანაკიდან კრემლში ასეთი წერილის გაგზავნა ძნელიც იყო და საშიშიც, რადგან უკეთუ ბანაკის უფროსობას ჩაუვარდებოდა ხელში, დაღუპვა არ ამცდებოდა.
მიშველა ღმერთმა და ჩემმა წერილმა სტალინამდე მიაღწია", - მოუყოლია ოჯახის წევრებისთვის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ [ეფრემ მეორეს]. სტალინისთვის გასაგზავნი წერილის კრემლის ფოსტაში ჩაგდება მას ბანაკიდან განთავისუფლებული რუსი პატიმრისთვის უთხოვია. "ვინაიდან ქაღალდის შოვნა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა, წერილის შავი პირი არყის ხის ქერქზე დავწერე ფანქრით, მერე დიდი წვალებით ქაღალდის ერთი თაბახის ფურცელიც ვიშოვე და უმაღლეს მთავარსარდალს ასეთი შინაარსის წერილი გავუგზავნე: "მოსკოვი, კრემლი, პირადად სტალინს. გთხოვთ, გამოითხოვოთ საქართველოდან ჩემი ბრალდების საქმე, რათა გადაისინჯოს იგი, და თუ მე დამნაშავე აღმოვჩნდები, თქვენგან მოკვეთილი მარჯვენა ხელი არ მეტკინება". სტალინისთვის ასეთი შინაარსის ბარათის გაგზავნა მეტად სარისკო იყო ბანაკიდან განთავისუფლებული პატიმრისთვისაც - თუ წერილს უპოვიდნენ, კვლავ სასჯელი ელოდა, მეუფეს კი დახვრეტა არ ასცდებოდა. მას შემდეგ, რაც 1944 წლის 21 ივნისს ბრალდების საქმე ხელახალი შესწავლისთვის გამოითხოვეს საქართველოდან, ბანაკმა ეპისკოპოსი ეფრემი სასწრაფოდ გაათავისუფლა დარჩენილი სასჯელისგან." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი