მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Feb 9 2016, 07:58 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"?
"მაშინ ოცნებაც იყო იოლი, თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით, როცა მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით". 2007 წ. "თითქოს გამეხსნა ყველა იარა, ასე მეგონა, მე პატარა ვარ, წავიდა მამა - თავი კი არა, მთელი სამყარო მეპატარავა!" იანვარი, 2016 წ. /თემურ ჩალაბაშვილი/ ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი მამა “გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით.” /ფრიდონ გელაშვილი/ სულსპეტაკი და გულბავშვი მამა მოულოდნელად გამისუდარდა, მე დამაობლა თვემ თებერვლისამ და უმამობა მექცა სულ დარდად. ცხოვრება მაშინ იოლი იყო, თან ვიგულებდი როდესაც მამას, მოგონებებით დაღლილ თვალთაგან ტკივილნარევი ცრემლები მნამავს. * * * ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას, მამი, გნატრულობ გადამეტებით და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი, ახლა მე ვეძებ თავგამეტებით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 25 2018, 06:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დავიწყებული ფული
წლები მემატება და შენ გემსგავსები მამა. ხან ერთ ჯიბეში ვპოულობ დავიწყებულ ფულს, ხან მეორეში… დედა სერიალებმა მიიჯაჭვეს, თან მას ფული მგონი არასოდეს დავიწყნია, არც დაკარგვია. წლები მემატება და აღარც მე ვწუხვარ ჩემს მოუწყობელ ცხოვრებაზე, მამა. ვცდილობ აღვიდგინო როდიდან დაგემსგავსე. გახსოვს, კაკასხიდთან რომ ჩამოვხდით, სანამ ზეკრის გზას ფეხით დავადგებოდით, ყველა ჯიბეში ეძებე ფული, ისე დიდხანს, დაბნეულად ჩხრიკე, ეძებე, პიჯაკის წინა ჯიბეებში, გულის ჯიბეში, არ დაგრჩენია შარვლის წინა, უკანა ჯიბეც, ისევ ხელახლა ჯიბეები, ისევ თავიდან. ვიფიქრე, ამას საგანგებოდ ხომ არ აკეთებს, რომ მძღოლმა გვითხრას, წადით, წადით კაცო, ოღონდ თავი დამანებეთ! ასეც მოხდა და ისე შემრცხვა, ისე გავწითლდი, ვიფიქრე, როცა პიჯაკს შიგნით მაისურის მკლავი ავუკეცე, წავუკოტავე, სამგზავრო ფულიც რატომ მაშინ არ მოვიძიე. წლები გადის. მეც შენსავით მელოდება მძღოლი ფულისთვის, მეც შენსავით ვეძებ მამა ყველა ჯიბეში. და თუ ვპოულობ დავიწყებულს, დინჯად დავყურებ. მეც შენსავით, უფულოდ მსურს სიცოცხლე, მამა და მეც შენსავით, კაცივით მიყვარდება მამა, სამშობლო. /ცირა ყურაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი