IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მზე ღვთისმეტყველებაში, "მზეო სიმართლისაო"
marine
პოსტი Oct 31 2017, 10:01 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც მზე აღემატება ზეციურ მოვლენას, ისე აღემატება ღვთისმეტყველი ყველას ღვთივკურთხეული თავისი ღვაწლით".

/ღირსი სვიმეონ მეტაფრასტი/


"და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შვიდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსვრილებასა ერისა თვისისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს" (ეს. 30, 26).



დღე, რომელიც მსოფლიო დროს "დააკლდა"
მზე გაჩერდა?!

ასწლეულები ილევა, რწმენისგან დაცლილ უკანასკნელ საუკუნეს კი, რომელიც მიზეზს არ უშვებს, როგორმე თავი ღვთის არარსებობაში დაირწმუნოს, სულ უფრო ნაკლები არგუმენტი რჩება საამისოდ. წმინდა წერილი არავითარ ეჭვს აღარ ტოვებს - მასში გადმოცემული ყველა ამბავი რომ რეალობაა, მეცნიერულადაც აბსოლუტურად დასტურდება.

აი, ერთი მათგანიც:
ეს ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მოხდა. აქაურმა მკვლევარებმა და ასტრონავტებმა, რომლებიც სივრცის შემსწავლელ პროგრამაზე მუშაობდნენ, განიზრახეს დაედგინათ, რა პოზიციაზე იქნებოდა 1000 წლის შემდეგ მზე, მთვარე და სხვა პლანეტები. "ამის ცოდნა საიმისოდ გვინდა, რომ ზუსტად განვსაზღვროთ თითოეული თანამგზავრის ორბიტა მათი არსებობის მანძილზე და მომავალში თავიდან ავიცილოთ მათი შესაძლო შეჯახებაო", - ირწმუნებოდა კომპანია "კერტის ენჯირინგის" პრეზიდენტი და ამ პროგრამის კონსულტანტი ჰაროლდ ჰილი.

მკვლევარნი იმგვარ კომპიუტერზე მუშაობდნენ, რომელიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით სწვლობდა როგორც ერთი საუკუნის შემდგომ, ისე საუკუნის წინათ მომხდარ მოვლენებს.

კომპიუტერმა ერთ დღესაც ყველასთვის მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა და მონიტორზე დაიწერა: "პროგრამა არასწორია ან მასში შეტანილი ფაქტები და შედეგები ურთიერთს გამორიცხავენ..."

როდესაც სპეციალისტებმა კომპიუტერი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ყველა მონაცემი სწორად იყო შეტანილი, პროცესის ხელმძღვანელი მყის დაინტერესდა, - მაინც, რა ხდებაო. ყოვლად საოცარი, ირეალური პასუხი მიიღო - წარსულს ერთი დღე აკლია!

რა არ იღონეს, როგორ არ ითვალეს და იჭყლიტეს ტვინი მეცნიერებმა, მაგრამ მიზეზს მანამ ვერავინ მიხვდა, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა, მორწმუნე ქრისტიანმა, არ გაიხსენა წმინდა წერილის ის მონაკვეთი (ისუ ნავეს წიგნი), სადაც ყოველი "საღად მოაზროვნე" ურწმუნოსთვის წარმოუდგენელი რამ წერია: "უთხრა უფალმა ისუს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერც ერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ" (ისუ ნავეს ძე 10,8).

როგორც ბიბლიიდან გახსოვთ, ისუ ნავე იმის გამო წუხდა, რომ ბინდდებოდა, მტრის დასამარცხებლად კი დღის სინათლე იყო აუცილებელი.

"მაშინ ელაპარაკა ისუ უფალს იმ დღეს და თქვა: მზეო, დადექ, და მთვარევ! და დადგა მზე და არ განძრეულა მთვარე. განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში? "იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,12-13).

"ძლიერი იყო ომში ისუ ნავეს ძე. როგორ განდიდდა, როცა ხელები აღაპყრო. განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და იქმნა ერთი დღე ვითარცა ორი?" (ზირ. 46,1-5).
- აი, დღე, რომელიც საუკუნეს აკლია! - წამოიძახეს მეცნიერებმა და კვლავ გადაწყვიტეს, ის დღეები გამოეთვალათ, რომელიც ამ დღემდე განვლო დედამიწამ.
როგორც გაირკვა, დრო, რომელიც ისუ ნავეს ძეს ბრძოლისას აკლდებოდა, 23 საათი და 20 წუთი იყო და არა მთელი დღე.

მიღებული პასუხის მიახლოებითობამ, უფრო ზუსტად, 40 წუთის ნაკლებობამ, მეცნიერებს ინტერესი გაუცხოველა და მათ წმინდა წერილის ტექსტები უფრო გულმოდგინედ გადაიკითხეს. და უფრო გაოცდნენ: იქ სწორედ ასე წერია: "მზე თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,13) და არა მთელი დღე.
ეს იყო უცხადესი დასტური იმისა, რომ წმინდა წიგნებში შემთხვევით არაფერი დაწერილა და თვით უმნიშვნელო სიტყვაშიც კი საგანძური იმალება (იოანე ოქროპირი).

ეს თითქოს უმნიშვნელო სიტყვა "თითქმის", როგორც აღმოჩნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ დღეს მეცნიერები იმ 40 წუთს ვერ შეაჯერებენ, ორბიტის გამოთვლისას იგივე შეცდომა ათასობით წლის მანძილზეც განმეორდება. მსგავსი პროექტებისთვის, სადაც წამებიც კი ფასეულია, 40 წუთი, რაღა თქმა უნდა, ძალზე ბევრია.

როდესაც ამ "დაკარგული" დღის აღმომჩენმა მორწმუნე მეცნიერმა გაიხსენა, რომ ძველი აღთქმა არა მხოლოდ მზის გაჩერების, მისი უკუსვლის ამბავსაც მოგვითხრობს, მავანმა იგი შეშლილად ჩათვალა, ყველაზე ეჭვიანებმა კი ბიბლიის პარალელური ადგილების მიმანიშნებელი სისტემის მეშვეობით ადვილად მიაგნეს "მეოთხე მეფეთას", სადაც იხილეს: "უთხრა ეზეკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი?

თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ათი საფეხურით წინ ჩავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?

თქვა ეზეკიამ: უკან დაბრუნდეს ჩრდილი. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და დააბრუნა უფალმა ჩრდილი ათი საფეხურით" (4 მეფ. 20,8-11).
მხოლოდ ჩრდილი დააბრუნა თუ მასთან ერთად მზეც? კერძოდ რომელ სასწაულზე ეკითხებოდნენ ეზეკია წინასწარმეტყველს ბაბილონის ელჩები?

ეზეკიას განკურნებისას უფალმა მზე ზენიტში დააბრუნა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავდა, რომ მისთვის "ცხოვრების საღამო" თავისი "ჩრდილით" ჯერაც შორს იყო...
ეს სასწაული მხოლოდ მათთვის იყო ხილული, ვინც მას შეესწრო თუ ასტრონომიულ სასწაულს ჰქონდა ადგილი? სწავლულებმა ამ კითხვაზე პასუხი "ესაია წინასწარმეტყველის წიგნში" იპოვეს, სადაც ამ მოვლენის დამატებით დეტალურ აღწერაში წამოჭრილი კითხვის პირდაპირი განმარტებაა მოცემული:
"და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ: "აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია საფეხურზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, საფეხურზე, რომელიც უკვე ჩავლილი ჰქონდა" (ეს. 38,4-8).
თავად მზის მობრუნების საკითხი ნეტარმა თეოდორიტემ, ძველი აღთქმის ტექსტების საუკეთესო კომენტატორმა, ამგვარად ახსნა: "მზესთან დაკავშირებული სასწაული მსოფლიო მასშტაბით მოხდა, რადგან მზის უკან დაბრუნების შესახებ ყველამ შეიტყო".

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კიბის ათი საფეხური, რომელიც ზევით, პირდაპირ ახაზ მეფის ოთახში ადიოდა, ზუტად 40 წუთს შეადგენს. ამგვარად, 23 საათი და 20 წუთი, რომელიც უფალმა წინასწარმეტყველსა და წინამძღოლს, ისუ ნავეს აჩუქა და 40 წუთი, რომელიც წინასწარმეტყველ ეზეკიას მისცა, ერთიანობაში უდავოდ ის დღეა, რომელიც მსოფლიო დროს კლია.
ამ სასწაულის შესახებ მატიანე შემდეგს გვიამბობს: ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე ქრისტემდე 480 წლით ადრე წერდა, რომ ზოგმა ეგვიპტელმა მოგვმა უჩვენა ჩანაწერები, თუ როგორ გაგრძელდა დღე-ღამე 24 საათით.
უძველეს ჩინურ ხელნაწერებში პირდაპირაა მითითებული, რომ ეს მოვლენა მოხდა იმპერატორ იოს ეპოქაში, ჩინური გენეალოგიური ნუსხა კი იუწყება, რომ ხსენებული იმპერატორი სწორედ ისუ ნავეს თანამედროვე იყო.
ბერძნული, ეგვიპტური და ჩინური წყაროების გარდა მზის გაჩერების ისტორიულ ფაქტს ადასტურებს მექსიკური, ფინური, იაპონური, პერუული და მრავალი სხვა ხალხის ისტორიული წყაროც.

მაგალითისთვის, პირველყოფილ ამერიკელ ინდიელთა ყოფის ცნობილმა კვლევარმა ლ. კინგსბორომ დაასკვნა, რომ მექსიკელებს აქვთ უძველესი გადმოცემა მზის შესახებ, რომელიც "უძრავად იდგა მთელი დღის მანძილზე, და ეს სწორედ "შვიდი კურდღლის წელიწადს" - ისუ ნავეს პალესტინაში ბრძოლის ჟამს მოხდა.
მსგავსი მარგალიტები ისტორიამ უამრავი იცის, მაგრამ მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერული აღმოჩენა ერთი მიზნითაა დაშვებული: დამოწმდეს ის ღვთაებრივი გამოცხადებანი, რომლებზეც წმინდა წერილი მოგვითხრობს."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jan 25 2018, 07:24 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თბილი ალერსით მზე ხელებს მხვევდა"

"თოვლი თეთრ ბაფთას მზეს აყვედრებს, ცრემლებად დნება"

"დავრჩით უშენოდ, მზემ მხნეობა შემოგვითვალა"

"კოპები კუშტად შეკრულან, ხელმომჩრდილავი მზისაო"

"დედა, სატრფო და დობილი თანასწორია მზისაო,
შენ თუ გინათებს იგივ მზე, ჩემსას რას ერჩი მგლისაო".

"უცებ გაწვიმდა, თვალებცრემლიანი თბილი გაზაფხული მზის სარკმლიდან ისევ ტკბილად გაგიღიმებს."

"მზეს მივაფიცხო მთლად დაჟანგული ბებერი ძვლები"

"როგორც მნათი მზე, სიყვარულის თბილ სხივებს აფრქვევს"

"როცა მზეა მთა-ბარისთვის მაყარია,
სხივის მაცნე, ნათლის წყარო დაუნთქმელი"

"ქარო, ცუდად მობერილო, დასცხერ ახლა,
ვერ დამიჭერ, გულის მხსნელად მე მზე დამდევს"

/მამა არჩილ გვიმრაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   მზე ღვთისმეტყველებაში   Oct 31 2017, 10:01 PM
marine   "- მზისა და ნათლის ...   Nov 1 2017, 09:41 AM
marine   "სიცილი მზეა, რომ...   Nov 1 2017, 05:05 PM
marine   "ერთი წმინდა მამა...   Nov 2 2017, 10:27 AM
marine   "და შვიძულე მე ეს ...   Nov 5 2017, 08:48 PM
marine   "მზე მთაზე ფეხებს...   Nov 8 2017, 10:47 PM
marine   "ვაზის მტევნებში ...   Nov 15 2017, 10:28 AM
marine   "სახელგანთქმულმ...   Nov 15 2017, 11:32 AM
marine   "მზესავით გაანათ...   Nov 15 2017, 03:39 PM
marine   "იგი [ღმერთი] ათბო...   Nov 17 2017, 10:27 AM
marine   "ახლა, როგორც გურ...   Nov 18 2017, 09:07 PM
marine   "სულში მზესავით ჩ...   Nov 18 2017, 09:45 PM
marine   "მზით ივსება სამყ...   Nov 20 2017, 08:56 PM
marine   "მზე უკვე მიიწურა...   Nov 22 2017, 09:31 AM
marine   "ის, რომ მზის ჩასვ...   Nov 22 2017, 09:51 AM
marine   "ერთხელ ღირსი სვი...   Nov 23 2017, 06:10 PM
marine   "აქ თვითონ მზეც კ...   Nov 24 2017, 10:52 PM
marine   "ვინც გულისგულით ...   Nov 25 2017, 12:26 PM
marine   "დრო ბალახია და თ...   Nov 27 2017, 06:53 PM
marine   "კემბრიჯის უნივე...   Nov 27 2017, 10:00 PM
marine   "მზე, ვით სამყარო, ...   Nov 28 2017, 11:41 AM
marine   "მზის ამოფრქვევა...   Nov 28 2017, 11:58 AM
marine   "გამუდმებული მზი...   Nov 29 2017, 01:33 PM
marine   "წმინდა არსენი დი...   Nov 30 2017, 10:24 AM
marine   "მე უფლება არ მაქ...   Dec 3 2017, 07:46 PM
marine   http://s56.radikal.ru/i154/1712/b7/0ff14765ae81.jp...   Dec 4 2017, 10:59 PM
marine   "[მაცხოვრის ჯვარც...   Dec 6 2017, 07:48 PM
marine   "ჩასჭიდებია ზოგი ...   Dec 7 2017, 11:35 AM
marine   "ზოგისთვის ბედნი...   Dec 7 2017, 06:18 PM
marine   "მზის სხივების მა...   Dec 9 2017, 08:22 PM
marine   "ამდენი უსამართლ...   Dec 14 2017, 11:46 AM
marine   "ღმერთი ადამინაუ...   Dec 24 2017, 05:46 PM
marine   "მაცხოვრის ჯვარც...   Dec 29 2017, 10:36 AM
marine   "ცის ნამი აპკუროს...   Jan 2 2018, 11:04 AM
marine   "მზის საგალობელი,...   Jan 4 2018, 11:43 AM
marine   *** მზეს ვეფერები, მთ...   Jan 5 2018, 10:40 PM
marine   "და ყოველი ნაფიქრ...   Jan 9 2018, 05:05 PM
marine   "ერთხელ მორჩილი [...   Jan 10 2018, 11:24 AM
marine   "ნაძვი სიცოცხლის,...   Jan 11 2018, 11:51 AM
marine   "ცხოვრობდა ერთ უფ...   Jan 14 2018, 10:19 PM
marine   "...როგორც ყველგან ...   Jan 15 2018, 02:16 PM
marine   "დავაკვირდეთ, მაგ...   Jan 16 2018, 12:50 PM
marine   "ყველაზე მეტად რა...   Jan 19 2018, 10:39 PM
marine   "ღმერთმა თავისი თ...   Jan 20 2018, 09:55 PM
marine   "პლანეტა ჩვენი წმ...   Jan 21 2018, 06:26 PM
marine   "და ცა, უკურნელ წვ...   Jan 21 2018, 06:37 PM
marine   "მთელი დღე კატორღ...   Jan 22 2018, 09:07 PM
marine   "კაცო ღვთის-ძევ, ღ...   Jan 23 2018, 10:15 PM
marine   "თბილი ალერსით მზ...   Jan 25 2018, 07:24 PM
marine   "[ციხეში] ამდენი ხ...   Jan 29 2018, 11:51 AM
marine   "ჩამავალი მზისთვ...   Jan 29 2018, 07:06 PM
marine   "არა, ვისაც ეს მზე ...   Jan 29 2018, 07:48 PM
marine   "გაგიჟება სჯობს, ...   Jan 31 2018, 10:07 PM
marine   "- ობიექტივის წყა...   Feb 1 2018, 02:11 PM
marine   ფსალმუნი მეოთხე 2. ...   Feb 2 2018, 10:13 AM
marine   "განვლო დღემ? - მად...   Feb 5 2018, 06:39 PM
marine   "მზემ არ უნდა ჩაგ...   Feb 5 2018, 06:56 PM
marine   "მზის ჩასვენება...   Feb 6 2018, 06:22 PM
marine   "რა საოცრად ლამაზ...   Feb 6 2018, 09:08 PM
marine   "ზედაზნის მთების ...   Feb 6 2018, 09:21 PM
marine   "მზის სინათლე ყოვ...   Feb 11 2018, 07:09 PM
marine   "სამოთხე აღსავსე...   Feb 13 2018, 12:33 PM
marine   "მადლობა [უფალო] ა...   Feb 13 2018, 08:24 PM
marine   "მზე ხოხბისყელა, ...   Feb 16 2018, 08:19 PM
marine   "ედემის მზე დანათ...   Feb 17 2018, 07:29 PM
marine   "მზე უმოწყალოდ წვ...   Feb 19 2018, 10:08 PM
marine   "გადაუარა მხცოვა...   Feb 20 2018, 11:25 AM
marine   "მზე ხან ღრუბლებშ...   Feb 22 2018, 11:39 AM
marine   "ამავე წლებში გალ...   Feb 23 2018, 11:30 PM
marine   შემოხატება „მზე დ...   Feb 25 2018, 10:41 PM
marine   თუ მთხოვ, მზეს გაჩუ...   Feb 26 2018, 10:55 AM
marine   "...ყოველთვის მეუბ...   Feb 26 2018, 03:23 PM
marine   "ყველა ადამიანში...   Feb 28 2018, 04:30 PM
marine   "მზის ჩასვლის ჟამ...   Mar 9 2018, 06:11 PM
marine   მზე მზემ ბოშასავი...   Apr 28 2018, 06:40 PM
marine   მზის მეუღლე ვარ მზ...   May 23 2018, 11:09 AM
marine   "მზემ შავი პირბად...   Jun 10 2018, 08:34 PM
marine   "დახატულ მზეს არ ...   Jun 14 2018, 07:46 PM
marine   "მზე რომ არ ყოფილ...   Jul 5 2018, 05:44 PM
marine   "საქართველო ჩაუმ...   Jul 18 2018, 09:27 PM
marine   "საქართველო ჩაუმ...   Jul 18 2018, 09:27 PM
marine   "ნათელის უსაზღვრ...   Jul 26 2018, 03:01 PM
marine   "ბიბლიაში დასაბა...   Jul 26 2018, 03:53 PM
marine   "ამ ბოროტების გარ...   Aug 22 2018, 09:06 PM
marine   "საქართველო დაჭრ...   Aug 30 2018, 08:28 PM
marine   "თითქოს ცას ახებ ...   Sep 3 2018, 07:35 PM
marine   "ფერადებად დამსხ...   Sep 6 2018, 09:15 PM
marine   "იმას რა ჯობია, ბა...   Sep 28 2018, 06:52 PM
marine   "გთხოვ, გამიმთელო...   Oct 6 2018, 03:03 PM
marine   "მთაში რომ იტყვია...   Oct 23 2018, 03:37 PM
marine   "ჩვენი გონებით იმ...   Oct 25 2018, 01:25 PM
marine   "ადამიანები სული...   Oct 27 2018, 08:26 PM
marine   "ამოდის მზე - ქრის...   Nov 20 2018, 04:03 PM
marine   "მან შეაჩერა მზე, ...   Nov 23 2018, 09:15 PM
marine   "თითქოს ზემოდან ო...   Feb 11 2019, 07:16 PM
marine   "მზე იწურება, მაგ...   Jul 2 2019, 04:00 PM
marine   "მეფე-მზე ფერთა ს...   Jul 4 2019, 04:51 PM
marine   "როგორც მზე მზესუ...   Jul 18 2019, 11:32 AM
marine   "დოლისყანის ტაძრ...   Jul 19 2019, 08:36 PM
marine   "უღირსი ვარ, რომ მ...   Aug 5 2019, 09:36 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი