მოთმინება, წმინდა მამათა გამონათქვამების მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოთმინება, წმინდა მამათა გამონათქვამების მიხედვით |
marine |
Nov 27 2009, 04:27 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყოველი წმინდანისა და მართლის ცხოვრება მოთმინებითაა გამშვენებული.
გვიყვარდეს მოთმინება, როგორც ამას ფსალმუნი გვასწავლის: "დაუთმე უფალსა, დაიცვენ გზანი მისნი" (ფს. 36,34). პავლე მოციქული შეგვაგონებს: "მწუხარებასა შინა მოთმინებაჲ" (რომ. 5,3) როცა მოთმინებას მოიპოვებ, მაშინ იპოვი სიცოცხლის წყაროს - სასოებას." /წმ. იოანე ოქროპირი/ "წარმავალ მწუხარებებს მარადიული ნეტარებისაკენ მიჰყავს ამ მწუხარებათა უდრტვინველად დამთმენელნი." /წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ "რამეთუ მან ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 28 2018, 09:12 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ადამიანი ითმენს, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ღმერთი ყველაფერს აწესრიგებს. მაგრამ საჭიროა მოთმინება, მოთმინება განსჯის გარეშე. რადგან უფალი ყველაფერს ხედავს და თვალყურს ადევნებს, კაცი მთლიანად უნდა მიენდოს მას.
გაიხსენეთ იოსები - იგი დუმდა, როდესაც ძმებმა მონად გაყიდეს. ხომ შეეძლო ეთქვა, მე მათი ძმა ვარო, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს. სამაგიეროდ, ღმერთმა თქვა თავისი სიტყვა და იგი მეფედ აქცია. ხოლო თუ ადამიანი მოუთმენელია, სიცოცხლე წამებად ექცევა - მას უნდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც სურს, მაგრამ, ბუნებრივია, ვერ დამშვიდდება, რადგან ყველაფერი მისი ნებისაებრ არ იქნება. თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში იტანს კაცთა თუ ეშმას უსამართლობას, მისი სული სარგებელს მიიღებს. ხშირად ვამბობთ, მავანი უსამართლოდ გვექცევაო, სინამდვილეში კი თვითონვე ვართ უსამართლონი სხვათა მიმართ." /წმინდა პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი