ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
marine |
Dec 27 2006, 11:35 AM
პოსტი
#141
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 28 2018, 09:42 PM
პოსტი
#142
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სინედრიონის გამიწიერება, ჯერ ერთი, ეს მოხდა იმის გამო, რომ ეს ადამიანები გამოსულები იყვნენ გამიწიერებული ხალხიდან, თანაც მათი გამიწიერების მიზეზი იყო ისიც, რომ ჰეროდემ მაცხოვრის შობის დროს თოთხმეტი ათას ყრმასთან ერთად მთელი იმდროინდელი სინედრიონიც ამოხოცა, ამის შემდეგ შეკრებილი სინედრიონის წევრები იყვნენ ჰეროდეს მიერ გამორჩეულნი და, ახალ სინედრიონს სულიერი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა ძველ სინედრიონთან.
ის საღვთო მადლი, რაც პირველად შეკრებილ სინედრიონზე იყო დამკვიდრებული, უწყვეტ ჯაჭვად გადადიოდა, ხოლო როდესაც ჰეროდემ სინედრიონის წევრები ამოხოცა და ახალი სინედრიონი გამოარჩია, უკვე გაწყდა უწყვეტი საღვთო მადლის ჯაჭვი, გაქრა სულიწმინდის მადლი. რა თქმა უნდა, ახალ სინედრიონშიც იყვნენ ჭეშმარიტად ღვთისმოსავი ადამიანები, გამალიელი, ნიკოდიმოსი... რომლებიც ყველაფერს სულიერად აღიქვამდნენ, სულიერად საზღვრავდნენ, მაგრამ ესენი იყვნენ ერთეულები. მთლიანობაში, სინედრიონი განშორებული იყო საღვთო მადლს, ეს იყო არა ღვთისგან, არამედ კაცისგან გამორჩეული სინედრიონი, მათ მხოლოდ მიწიერი, მატერიალური ინტერესები ამოძრავებდათ, სურთ იცხოვრონ მიწაზე კომფორტულად, მათ პატივმოყვარეობას არავინ შეეხოს და ასევე, ერი, რომელიც მათ უჯერებს, არავინ წარსტაცოს. როდესაც ხედავენ, უამრავი ადამიანი მიჰყვება ქრისტეს, აწუხებთ და ამის გამო უპირისპირდებიან მაცხოვარს, ვერ შეიცნეს იესოში აღთქმული მხსნელი და საბოლოოდ, მოახერხეს კიდეც მისი ჯვარცმა". /არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე "კარიბჭე" N2, 2018, გვ.22/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 07:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი