სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Feb 5 2018, 07:01 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა სამშობლოში ბრუნდებოდა [უწმინდესი ეფრემ მეორე], შიმშილისაგან სულ დასივებული და იმდენად დაუძლურებული ყოფილა, რომ ექთანი გამოაყოლეს. მისულან კასპიის ზღვასთან, სადაც გემზე ასასვლელი რიგი იდგა. როდესაც მისი რიგი მოვიდა, ადგილი აღარ დარჩენილა. შემდეგ ამბობდა, რომ ტირილი დაიწყო და იხვეწებოდა, როგორმე ადგილი მოენახათ მისთვის, რადგან ამდენი წელი თავისი ქვეყანა არ ენახა, მაგრამ უარი მიიღო. გავიდა 2-3 საათი და შეიტყვეს, რომ ეს გემი ჩაიძირა. ასე გადაურჩა იგი რამდენჯერმე სიკვდილს და ბოლოს ჩამოვიდა თბილისში.
უნდოდა აესრულებინა თავისი სურვილი - აქ, ამ ეკლესიაში, მოსულიყო, მუხლებზე დამდგარიყო და ასე მუხლისჩოქით შესულიყო საკურთხეველში. მან ეს მართლაც შეასრულა. ფიქრობდა, რომელ ხატსაც პირველად დავინახავ, იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ იმ წმიდანმა გადამარჩინაო. როცა მუხლზე დადგა, პირველი წმინდა სერაფიმე საროველის ხატი დაინახა და ამის შემდეგ განსაკუთრებულ პატივს სცემდა ამ წმიდანს. ასე დაბრუნდა იგი საქართველოში... ასეთი გზით ატარა უფალმა ამ ტაძრის მსახური წმინდა ადამიანი", - ეს ამბავი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2005 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობას, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძრის დღესასწაულზე გაიხსენა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი