პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
KAIROS |
Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marine |
Feb 6 2018, 06:29 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არ დავფარავ თქვენგან იმასაც, თუ რა გამოაჩინა უფალმა ჩემს მიერ თავისი სახელის სადიდებლად. ერთხელ ქალაქში გავემგზავრე. იქ შევხვდი მანიქეველთა მასწავლებელს, რომელიც აცდუნებდა ხალხს. უნდა შევკამათებოდი, მაგრამ ის ძალზე გაქნილი გამოდგა და ვერ შევძელი მისი გამოჭერა. შემეშინდა, ცთუნების საბაბი არ მიმეცა მსმენელისთვის.
თუ ის წავიდოდა, თავის ქებას დაიწყებდა, - გავიმარჯვეო და წამოვიძახე: "დაანთეთ მოედანზე კოცონი. ჩვენ ორივე შევალთ მასში. ვინც იქიდან უვნებელი გამოვა, დაე, მისი რწმენა ვაღიაროთ ჭეშმარიტად!" ჩემი ნათქვამი მოეწონა ხალხს და მაშინვე საშინელი ცეცხლი გააჩაღეს. ხელი მოვკიდე მანიქეველს და კოცონისკენ წავიყვანე. "შეჩერდი, - იყვირა მან, - ასე არა, თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე შევიდეთ. რადგან ეს შენ მოიგონე, შენვე შედი პირველი". ქრისტეს სახელით გამოვისახე ჯვრის ნიში და შუა კოცონში შევაბიჯე. ცეცხლის ალი გამექცა... ასე გავიდა ნახევარი საათი და ღვთის სადიდებლად უვნებელი დავრჩი. განცვიფრებული ხალხი განადიდებდა უფალს: "საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა" (ფს. 67,16). ამის მერე მანიქეველის ჯერიც დადგა. მას აიძულებდნენ ცეცხლში შესულიყო, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა. მაშინ ბრბომ შეიპყრო და შუა კოცონში შეაგდო. ცეცხლი უმალ მოედო და იქიდან ნახევრადდამწვარი გამოვარდა. ხალხმა ის ქალაქიდან შერცხვენილი გააგდო. "ცოცხლად უნდა დაგვეწვი, შე მატყუარაო", - უყვიროდნენ, მე კი ხელში აყვანილი მიმიყვანეს ეკლესიაში." /"კარიბჭე" N1, 2010, გვ.25/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 10:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი