![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ამბავი სახარების დახმარებით პასუხის შეტყობისა
"წმინდა მიწაზე მომლოცველობის ჟამს, ბანათეში ყოფნისას, სანადელი მილკა შეჩეროვი მოგვიყვა, თუ როგორ მიიღო დედისგან მოსალოცად წამოსვლის ნებართვა. მილკა ქვრივი დედაკაცია, პატარა ვაჟი ჰყავს. მათი გვარიდან იერუსალიმში არავინ ყოფილა, მილკას ძალიან უნდოდა წასვლა. ერთხელ ტაძარში მღვდლისგან მოისმინა, წელს, 1930-ში, წმინდა მიწას მოვილოცავთო. მილკას მხურვალე სურვილი გაუჩნდა, პილიგრიმთა შორის ყოფილიყო. სურვილი დედას გაუმჟღავნა. ბავშვს რაღას უზამო, - ჰკითხა დედამ. მილკა ჩაფიქრდა, მერე კი მღვდელს ჰკითხა, - თუ შეიძლება, იერუსალიმში ჩემი სამი წლის შვილიც წამოვიყვანოო. მღვდელმა უთხრა, სარისკოა, წინ გრძელი და ძნელი გზა გვიდევსო. დაღონებული მილკა დედას შეევედრა, ბავშვი ჩემს დაბრუნებამდე დაიტოვეო. დედას ეშინოდა და უარს ამბობდა. მაშინ მილკამ სახარება აიღო და დედას უთხრა: "ვნახოთ, როგორია ღვთის ნებაო!" მცირე ხნით ჩუმად ილოცეს, მერე კი მილკამ სახარება გადაშალა და ხმამაღლა წაიკითხა: "და რომელმან შეიწყნარის ერთი ყრმაი ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს" (მათე 18,5). თითქოს თვითონ ქრისტეს ეთქვასო, ისე მოესმა დედამისს ეს სიტყვები და მაშინვე განაცხადა: ბავშვს მე მივხედავო. ასე დაეხმარა მას სახარება არცთუ უბრალო საკითხის გადაწყვეტაში." /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 09:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი