"ტყე შეუნახე შვილებსა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ტყე შეუნახე შვილებსა" |
marine |
Jan 31 2018, 11:35 AM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატრიარქი ბრძანებს, რომ უპირველესი საზრდო სულიერებისა - ეს არის ტყე და ულამაზესი გარემო, რასაც ბუნება ქმნის. ტყეში, ამ ხელთუქმნელ ბუნებრივ გარემოში ყველაფერი ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან: მიკროორგანიზმები, ნიადაგი, ბალახი, ფრინველი, ნადირი, ხე, ბუჩქი...
ტყე იყო და არის ხელოვნების, მუსიკის, პოეზიის, მხატვრობის შთაგონების წყარო. ჩვენი პატრიარქი უდიდესი ქომაგია ბუნებისა. მას განსაკუთრებით უყვარს კვიპაროსი - მწვანე სანთლებს უწოდებს. ერის ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ბუნებისა და ტყის მიმართ. თუნდაც საპატრიარქოს ეზო გახლავთ მცირე ზომის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უზარმაზარი სითბოთი და რუდუნებით არის შექმნილი. შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ ეკლესია-მონასტრები ძირითადად ისეთ ადგილებშია გაშენებული, რომლებიც მშვენიერი ბუნებით და ტყის საფარით გამოირჩევა. შეიძლება პირიქითაც იყოს. ქართველი კაცი ეკლესიის მიმდებარე ტყეებში ერიდებოდა გარკვეულ სამეურნეო საქმიანობას, ეს ხელს უწყობდა ამ ტერიტორიების გატყევებას. ამიტომაც იმ ადგილებში, სადაც ეკლესიები შენდებოდა, ნელ-ნელა ხდებოდა ტყის წარმოქმნაც. ტყეებში დღესაც შემორჩენილია ეკლესიათა და სალოცავთა ნაშთები, ნანგრევები, ომიანობის დროს მოსახლეობის უმრავლესობა თავს ტყეს აფარებდა. ქართული სულიერებიდან გამომდინარე, ქართველი კაცი თავის საცხოვრისთან, ტყეში აგებდა ნიშას, ეკლესიას და ა.შ." /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაგოშიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 11 2018, 06:35 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1918 წელს, უნივერსიტეტის გახსნისთანავე, ივ. ჯავახიშვილმა და პეტრე მელიქიშვილმა მოიწვიეს პოლონეთიდან ბ-ნი სოლომონ ქურდიანი, რომელსაც თავის დროზე გერმანულ ენაზე ჰქონდა განათლება მიღებული პეტერბურგის სატყეო ტექნიკურ აკადემიაში.
30-იან წლებში ლავრენტი ბერიამ ამ უდიდეს მეცნიერს ჰკითხა აზრი ენგურის საქაღალდე კომბინატისა და სხვა მერქნის გადამამუშავებელი გიგანტების მშენებლობის თაობაზე, - შესაძლებელია ჩვენი ტყეების ბაზაზე ამხელა კომბინატების ფუნქციონირებაო? სოლომონ ქურდიანმა, რომელიც აბსოლუტურად აპოლიტიკური პიროვნება გახლდათ, ბერიას უპასუხა: - საქართველოში ჩვენ სამრეწველო ტყეები არ გაგვაჩნიაო. ბატონი სოლომონი ტყეში მხოლოდ მერქანს არ ხედავდა. იგი ტყის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ფუნქციიდან გამომდინარე მსჯელობდა ასე. ამის შემდეგ იგი დახვრიტეს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური გაძლიერების მოწინააღმდეგე." /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაგოშიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი