ბოროტება, რა არის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბოროტება, რა არის? |
ulvashi |
Jul 6 2007, 04:13 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
რა არის ბოროტება?
არსებობს თუ არა ბოროტება, როგორც ასეთი თუ ბოროტება ადამიანის სულის თვისება, ესე იგი გაჩნდა ადამიანთან ერთად, არა? მაგრამ ადამის სამოთხიდან გამოძვებამდე შეიძლებოდა არსებულიყო? რა იყო ის ძალა, რამაც ერთ-ერთ ანგელოზს ღმერთისადმი თავის გატოლება გააბედინა? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები, რომლებიც გამაგრებული იქნება შესაბამისი საღვთისმეტყველო არგუმენტებით |
marine |
Feb 11 2018, 07:01 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,171 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- მამაო, როგორ უნდა შევებრძოლოთ ბოლო დროს თითქოს გამრავლებულ ბოროტებას?
- ბოროტებას შიშველი ხელებით ვერ შევებრძოლებით. აუცილებელია უფლის მცნებების გადმოტანა ცხოვრებაში. როცა ადამიანი ცოდავს და ბოროტებას სჩადის, მოყვასმა ის უნდა შეიწყალოს. დღეს კი პირიქით ხდება - თუ კაცი წაიქცა, ბევრი ცდილობს მის გადათელვას, არავინ - წამოყენებას. ეკლესიის სწავლებით კი ამგვარი შეცდომილი, უარყოფილი უნდა დააბრუნო დედაეკლესიის წიაღში. ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ აღსარებით, ზიარებით. როცა ბავშვი პირველ ნაბიჯებს დგამს, მშობელი ეხმარება. როცა ისწავლის სიარულს, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია. რატომღაც უფროსებს არ გვიყვარს გამუდმებული სწავლა, ყოველთვის ვიღაცის ხელით გვსურს, ცხოვრება გავლიოთ. უფლის მინდობით, სასულიერო პირების დახმარებით შევძლებთ სიკეთის კეთებას. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "იყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ - მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა". /მამა ალექსანდრე თოლორდავა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 11:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი