"ტყე შეუნახე შვილებსა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ტყე შეუნახე შვილებსა" |
marine |
Jan 31 2018, 11:35 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატრიარქი ბრძანებს, რომ უპირველესი საზრდო სულიერებისა - ეს არის ტყე და ულამაზესი გარემო, რასაც ბუნება ქმნის. ტყეში, ამ ხელთუქმნელ ბუნებრივ გარემოში ყველაფერი ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან: მიკროორგანიზმები, ნიადაგი, ბალახი, ფრინველი, ნადირი, ხე, ბუჩქი...
ტყე იყო და არის ხელოვნების, მუსიკის, პოეზიის, მხატვრობის შთაგონების წყარო. ჩვენი პატრიარქი უდიდესი ქომაგია ბუნებისა. მას განსაკუთრებით უყვარს კვიპაროსი - მწვანე სანთლებს უწოდებს. ერის ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ბუნებისა და ტყის მიმართ. თუნდაც საპატრიარქოს ეზო გახლავთ მცირე ზომის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უზარმაზარი სითბოთი და რუდუნებით არის შექმნილი. შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ ეკლესია-მონასტრები ძირითადად ისეთ ადგილებშია გაშენებული, რომლებიც მშვენიერი ბუნებით და ტყის საფარით გამოირჩევა. შეიძლება პირიქითაც იყოს. ქართველი კაცი ეკლესიის მიმდებარე ტყეებში ერიდებოდა გარკვეულ სამეურნეო საქმიანობას, ეს ხელს უწყობდა ამ ტერიტორიების გატყევებას. ამიტომაც იმ ადგილებში, სადაც ეკლესიები შენდებოდა, ნელ-ნელა ხდებოდა ტყის წარმოქმნაც. ტყეებში დღესაც შემორჩენილია ეკლესიათა და სალოცავთა ნაშთები, ნანგრევები, ომიანობის დროს მოსახლეობის უმრავლესობა თავს ტყეს აფარებდა. ქართული სულიერებიდან გამომდინარე, ქართველი კაცი თავის საცხოვრისთან, ტყეში აგებდა ნიშას, ეკლესიას და ა.შ." /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაგოშიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 16 2018, 08:41 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ისევე, როგორც ყანა ვერ გაიზრდება, თუ ერთხელ მაინც არ გაიმარგლა, ტყესაც სჭირდება გამოხშირვა. მაგრამ მეტყევეებს აქვთ ერთი ოქროს კანონი - მოჭერი იმდენი, რამდენსაც ყოველწლიურად შეიმატებს. გარდა ამისა, არსებობს "სანიტარული ჭრები", რომლის დროსაც იჭრება ძირითადად დაავადებული, გადაბერებული ხეები, რომლებიც ხვალ და ზეგ შეიძლება ტყის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი და საფუძველი გახდეს.
არის "მოვლითი ჭრები", რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტყეების აღზრდას და მიყვანას იმ კონდიციამდე, როდესაც უკვე შეიძლება მთავარი სარგებლობის ჭრების ჩატარება. თუ ყველა ეს ჭრა ჩატარდა ისე, როგორც საჭიროა, ამით საქართველოს ტყეებს არ მიადგება არავითარი ზიანი და მერქნით სარგებლობის საშუალებაც მოგვეცემა." "ეკლესია-მონასტებსაც ჰქონდა საკუთარი ტყეები, რომელთაც ხატის ტყეები ეწოდებოდა. ქართველ კაცს გენში ჰქონდა გამჯდარი, რომ "ხატის ტყეში" ერთი ძირი ხეც კი არ უნდა მოეჭრა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი