ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
ზურა |
Jan 4 2007, 06:02 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
მშვიდობა თქვენდა,
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებდა და განსაკუთრებით ჩვენი მაცხოვარის, უფალ იესო ქრისტეს შობის მოახლოებას! თემის სათაური ალბათ ზუსტად შეესაბამება იმ გრძნიბებს, რისი გადმოცემაც მსურს გფარავდეთ სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის მადლი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - გელათის მონასტერი. ვარსკვლავმრიცხველთა თაყვანისცემა - ათონი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - სუზდალი XVI ს. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტინის ბრძანება აეღწერათ მთელი მოსახლეობა. ეს აღწერა პირველი იყო, კვირინოსის მმართველობისას სირიაზე. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თვითოეული თავის ქვეყანაში. ________________________ ქრისტეს შობის ხატი - სერბეთი იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეას, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდებოდა ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და იყო ორსულად. ________________________________________ ახალშობილის თაყვანის ცემა (ქრისტეს შობა) - გერმანია XVს მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. ________________________________________________ ქრისტეს შობა - ფრესკა უბისის ეკლესიაში იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წამოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით ___________________________________________ Нараджэнне Хрыстова - ბელორუსია 1746 უთხრა მათ ანგელოზმა: ''ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: ''იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგეზე მწოლარეს'' __________________________________ ქრისტეს შობის ხატი - ბულგარეთი -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
marine |
Feb 21 2018, 11:41 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გამართლდა კაცობრიობის გაცნობიერებული, ნახევრად გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მოლოდინი, აღესრულა უდიდესი სასწაული - ღმერთი განკაცდა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ყველაზე დიდი სასწაული, რაც კი მომხდარა სამყაროში, უფლის განკაცებაა, ყველა დანარჩენი აქედან გამომდინარეობსო. ამის შემდეგ აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს.
წარმოიდგინეთ, ტრანსცენდენტური ღმერთი, ამ სამყაროს მიღმა არსებული სრულყოფილი მარადიულობა სამყაროში შემოდის და კაცის სახეს იღებს. ეს გამაოგნებელი რეალობაა - უფალი, რომელიც ყოვლადკმარი და ყოვლადნეტარი არსებაა, რომელსაც არაფერი აწუხებს, არაფერი სტკივა, ადამიანურ ბუნებას იღებს. იცით, ეს რას ნიშნავს? მოულოდნელად რომ გადაწყვიტოთ, მეორე დღეს თქვენი ნებისა და ცნობიერების შენარჩუნებით იქცეთ კიბორჩხალად სადმე ზღვის ნაპირას... თუმცა ეს შედარება ზუსტად მაინც ვერ გამოხატავს ამ მოვლენის მნიშვნელობას, ჩვენსა და კიბორჩხალას შორის ხომ იმხელა განსხვავება არ არის, რამხელაც ღმერთსა და ადამიანს შორის." /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ "თუ არ გენატრება, აბა, ყოველდღე ვის ელაპარაკები? ხომ გვიხარია შობის დღესასწაული? უფლის მეორედ დაბრუნება ჩვენი მარადისობაში შობის დღესასწაული იქნება და უფრო მეტად გაგვიხარდება." /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი