„შრომითა შენითა მოიპოვე პური შენი“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
„შრომითა შენითა მოიპოვე პური შენი“ |
marine |
Nov 29 2017, 10:49 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უნდა მივდიოთ იმ სიამოვნებებს, რომელიც შრომას მოსდევს და არა, რომელიც უსწრებს მას".
/ანტისფენე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 21 2018, 11:50 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზვიადი (40 წლის): ცხოვრების ურთულესი გზა გავიარე. ყველა ადამიანი სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს, რადგან ვერავინ მიეფერება ისე, როგორც მშობლიური მთა-ველები, მაგრამ ამის საშუალება წლების განმავლობაში არ გამოჩნდა და უცხო ქვეყანას მივაშურე. თავს არ ვზოგავდი და ვშრომობდი, მაგრამ განმარტოებულს ნაღველი მკლავდა - ჩემს ქვეყანას ხომ ასე ვჭირდებით, ჩვენ კი სად ვხარჯავთ ჩვენს ენერგიას და ნიჭს-მეთქი.
ასე ფიქრობდნენ სხვა ქართველებიც და ჩვენი მთავარი საფიქრალი ერთმანეთის თანადგომა იყო. ერთი რამეც მიკვირდა: იქ ქართველები ისეთ საქმეს ვაკეთებდით, რასაც სამშობლოში არ ვკადრულობდით. ალბათ ესეცაა ჩვენი სიდუხჭირის მიზეზი. "ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსებაო", - გვმოძღვრავს ეკლესიასტე. სული კი მაშინ აღივსება, როცა შენი შრომა არა მარტო შენ, შენს მოყვასსაც წაადგება. დედაჩემი ღვთისმოსავი ქალი იყო, მისი ცხოვრებიდან საოცარი მაგალითები მახსოვს. რუსულის სპეციალისტი გახლდათ, საოცრად წიგნიერი. უნივერსიტეტში მუშაობდა და ბავშვებსაც ასწავლიდა. ძალიან გვიჭირდა, განსაკუთრებით - იმ ავადსახსენებელ წლებში, მაგრამ მთელ უბანს უფასოდ ამეცადინებდა - არა მარტო რუსულ ენაში, ქართულშიც და საქართველოს ისტორიაშიც. ერთხელ წამომცდა, პურის ფული არ გვაქვს, შენ კი ამდენ ენერგიას უსასყიდლოდ ხარჯავ-მეთქი. ისე შემომხედა, ენა მუცელში ჩამივარდა. ალბათ მისი მადლით იყო, გაჭირვებაში მუდამ რომ მეწყობოდა ხელი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი