რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
marine |
Jan 4 2016, 05:06 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიტყვა "ისტორია" ლათინურია და ქართულად ქვეყნის ამბავს ნიშნავს". /"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 62/ "ყველა ადამიანისთვის აუცილებელია იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, რადგან წარსულის გარეშე აწმყო და მომავალი უსაფუძვლოა". /"კარიბჭე" N10, 2015, გვ. 26/ „ისტორია არის წინასწარმეტყველება წარსულში, შესაბამისად, მომავალშიც“. /მამა გიორგი (სხირტლაძე) „კარიბჭე“ N27, 2015, გვ.60/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 22 2018, 10:54 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ისტორია შეიძლება ორ ძირითად ნაწილად დაიყოს: ერთია ფაქტების აღწერა და მეორე - ამ ფაქტების განზოგადება, ფილოსოფიური გააზრება. ჩემი აზრით, ისტორია სრულყოფილია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ფაქტებთან ერთად შეიცავს განზოგადებასაც."
"პირველივე ისტორიკოსები ამჟღავნებდნენ ფილოსოფიის გარკვეულ ელემენტებს. ჰეროდოტეს მცდელობა იქით იყო მიმართული, რომ რაც შეიძლებოდა ზედმიწევნით აღეწერა ბერძენ-სპარსელთა ომი. ჰეროდოტე ვერ იქნებოდა ჰეროდოტე, რომ არ შეემჩნია ერთი რამ: - მე მინახავს ქალაქი-სახელმწიფოები, - წერდა ის, - რომლებიც მტრის შემოსევების შემდეგ გავერანებულა, აღგვილა პირისაგან მიწისა და პირიქით, ტრიალი მინდვრები, სადაც მშვენიერი ქალაქები აღმოცენებულაო. მაშ, ისტორიაში, საზოგადოებაში ადგილი ჰქონია რაღაც მოძრაობას, აღმავლობა-დაღმავლობას, გარკვეულ წრებრუნვას და ისტორიკოსის მოვალეობაც სწორედ ეს გახლავთ: მოიხელთოს, აჩვენოს, ახსნას ეს წრებრუნვა და კანონზომიერება. ჰეროდოტეს მოსდევს თუკიდიდე, რომელმაც პელოპონესის ომები აღწერა. სწორედ მან წამოსწია წინა პლანზე კითხვა: რატომ მოხდა? ისტორიკოსი მოვალეა გვითხრას: სად, როდის, რა და რატომ მოხდა. ისტორიის კვლევისას ერთ-ერთი მთავარი - კრიტიკული მეთოდი გახლავთ. საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება ისაა, რომ თვით ყველაზე სანდო და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული წყაროც კი არ არის აბსოლუტურად დაზღვეული გარკვეული ტენდენციურობისგან." /პროფესორი ფარნაოზ ლომაშვილი "კარიბჭე" N26, 2009, გვ.49/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი