ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
ზურა |
Jan 4 2007, 06:02 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
მშვიდობა თქვენდა,
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებდა და განსაკუთრებით ჩვენი მაცხოვარის, უფალ იესო ქრისტეს შობის მოახლოებას! თემის სათაური ალბათ ზუსტად შეესაბამება იმ გრძნიბებს, რისი გადმოცემაც მსურს გფარავდეთ სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის მადლი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - გელათის მონასტერი. ვარსკვლავმრიცხველთა თაყვანისცემა - ათონი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - სუზდალი XVI ს. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტინის ბრძანება აეღწერათ მთელი მოსახლეობა. ეს აღწერა პირველი იყო, კვირინოსის მმართველობისას სირიაზე. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თვითოეული თავის ქვეყანაში. ________________________ ქრისტეს შობის ხატი - სერბეთი იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეას, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდებოდა ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და იყო ორსულად. ________________________________________ ახალშობილის თაყვანის ცემა (ქრისტეს შობა) - გერმანია XVს მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. ________________________________________________ ქრისტეს შობა - ფრესკა უბისის ეკლესიაში იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წამოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით ___________________________________________ Нараджэнне Хрыстова - ბელორუსია 1746 უთხრა მათ ანგელოზმა: ''ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: ''იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგეზე მწოლარეს'' __________________________________ ქრისტეს შობის ხატი - ბულგარეთი -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
marine |
Feb 23 2018, 11:25 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1908 წელს, ქრისტეშობის დღეებში მიწისძვრამ აღგავა პირისაგან მიწისა ეს 300000-კაციანი ქალაქი. მესინის სასაფლაოც კი ისე შეირყა, რომ საფლავები ამოატრიალა და საფალვის ქვებიც დაამსხვრია. როცა ნანგრევები გათხარეს, ერთი ქალი ნახეს ცოცხალი, რომელიც მიწისძვრისას ქმართან ერთად იწვა. საძინებელი ოთახი დაინგრა, ქმარი დაიღუპა, ცოლი გადარჩა.
განა ზედმიწევნით არ აცხადდა მაცხოვრის სიტყვები: "მას ღამესა ორნი იყვნეს ერთსა ცხედარსა. ერთი იგი წარიტაცის და ერთი იგი დაეტეოს" (ლუკა, 17,34). იმდროინდელი გაზეთების მიხედვით, მესინაში მხოლოდ ორი შენობა გადარჩა - ციხე და საგიჟე. 200000 კაცი დაიღუპა მაშინ, 100000-მა გადარჩენილმა კი შრომის უნარი დაკარგა. გადარჩენილთა უმეტესობა ღარიბთა კლასს ეკუთვნოდა. გაზეთ "მესინის ვარსკვლავის" რედაქტორმა ბიკენტი კუადომ მიმართა იტალიის ერთ-ერთი თეატრალური გაზეთის რედაქციას; "გთხოვთ გამოაქვეყნოთ თქვენს გაზეთში, რომ ერთხანს მესინა ღვთისგან განდგომილთა ხელში იმყოფებოდა. ბოლო კვირასაც, რომელიც წინ უძღოდა საშინელ კატასტროფას, შეიკრიბნენ მკვეთრად ანტირელიგიურ თემაზე სასაუბროდ. ამ შეკრების მიხედვით მე რაიმე დასკვნის გამოტანა არ მინდა, მაგრამ ვთვლი, რომ ვალდებულნი ვართ, ერთი თანხვედრა აღვნიშნოთ: მესინის გაზეთი "ლა ტელეფონო" გამოირჩეოდა უხეში ანტირელიგიური მსახურებით. საშობაო ნომერში სამარცხვინო პაროდია გამოაქვეყნა "ყრმა იესოსადმი ლოცვაზე", სადაც იყო ასეთი საშინელი ფრაზა: "ჰოი, ჩემო საყვარელო ბიჭო, ჭეშმარიტო კაცო და ჭეშმარიტო ღმერთო! შენი ჯვრის სიყვარულისთვის უპასუხე ჩვენს შეძახილს: თუ მართლა მითი არა ხარ, მაშინ მიწისძვრით გაგვსრისე ყველანი". საგულისხმოა ახლა ამ სტრიქონის გახსენება. სხვა რამის ახსნას აღარ დავიწყებ". იტალიური გაზეთები აღნიშნავდნენ სხვა "უცნაურ დამთხვევასაც": "შობის ღამეს, საზეიმო ღვთისმსახურებისას, მესინის ქუჩებში რელიგიური პროცესია მიემართებოდა, რომელსაც სამხრეთ იტალიაში ყოველ 24 დეკემბერს აწყობდნენ. პროცესიას თავში ჰქონდა ყრმა იესოს გამოსახულება. მას თეთრსამოსიანი ბავშვები მიჰყვებოდნენ ჩირაღდნებით ხელში. პროცესიამ მესინის ერთ-ერთ ხალხმრავალ კლუბს ჩაუარა, შენობიდან წაგებული მთვრალი მოთამაშეები გამოცვივდნენ. ბავშვებს ყრმა იესოს გამოსახულება გამოსტაცეს, ფეხებით შესდგნენ და დაამსხვრიეს... დღესასწაულმა ჩაიარა და საშინელმა მიწისძვრამ ქვა ქვაზე არ დატოვა მესინაში". წაიკითხონ და გულისხმაყონ, ვინც თბილისში ვალპურგის ღამეს აწყობს ანდა მასში მონაწილეობს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი