ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
ზურა |
Jan 4 2007, 06:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
მშვიდობა თქვენდა,
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებდა და განსაკუთრებით ჩვენი მაცხოვარის, უფალ იესო ქრისტეს შობის მოახლოებას! თემის სათაური ალბათ ზუსტად შეესაბამება იმ გრძნიბებს, რისი გადმოცემაც მსურს გფარავდეთ სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის მადლი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - გელათის მონასტერი. ვარსკვლავმრიცხველთა თაყვანისცემა - ათონი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - სუზდალი XVI ს. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტინის ბრძანება აეღწერათ მთელი მოსახლეობა. ეს აღწერა პირველი იყო, კვირინოსის მმართველობისას სირიაზე. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თვითოეული თავის ქვეყანაში. ________________________ ქრისტეს შობის ხატი - სერბეთი იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეას, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდებოდა ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და იყო ორსულად. ________________________________________ ახალშობილის თაყვანის ცემა (ქრისტეს შობა) - გერმანია XVს მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. ________________________________________________ ქრისტეს შობა - ფრესკა უბისის ეკლესიაში იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წამოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით ___________________________________________ Нараджэнне Хрыстова - ბელორუსია 1746 უთხრა მათ ანგელოზმა: ''ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: ''იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგეზე მწოლარეს'' __________________________________ ქრისტეს შობის ხატი - ბულგარეთი -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
marine |
Feb 23 2018, 11:42 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ქრისტეს შობა ქალწულისგან მიუწვდომელია ჩვეულებრივი გონებისთვის, მაშინ ის ანუგეშებს და განამხნევებს ყველას, ვინც ისწრაფვის თავისი არსების სულიერი და ზნეობრივი გარდაქმნისთვის."
"შევდივართ ბეთლემში, ბეთ-ლეხემში, რაც ნიშნავს - სახლი პურისა. საიდუმლო და მრავალმნიშვნელოვანია სახელი ქალაქისა, სადაც დაიბადა ის, ვინც საკუთარ თავზე თქვა: მე ვარ პური ცხოვრებისაი." "მთელი ქალაქი [ბეთლემი] ქრისტეთი ცხოვრობს, მარტო ახლა კი არა, საუკუნეებია, ასეა." "ამ ცივ მღვიმეში გაისმა პირველი მოძრაობა ყველაზე თბილი გულისა, რომელსაც ოდესმე უმოძრავია დედამიწაზე. ტოკავდა იგი სიყვარულით, მხოლოდ სიყვარულით კაცთა მოდგმისა." "წმინდა მიწაზე ბევრია ფართო და ნაკლებად ბნელი მღვიმე. იმ მღვიმეებში თავს აფარებს პირუტყვი, ცხოვრობს ხალხი. თხრიან საფლავებს. მაგრამ ძე ღმრთისა, კაცთმოყვარე, გარდამოვიდა საუკუნო ნათლის საყდრიდან (ტახტიდან) მიწაზე და მღვიმედაც კი ნათელი და მყუდრო მღვიმე არ აირჩია. რა თავმდაბლობაა! ჩვენს გამო რამხელა თავის დამდაბლებაა! ყველანი მუხლებზე ვეცემით, მის წინაშე აღვასრულებთ სინანულის მუხლთა დრეკას, მუხლთ ვიდრეკთ წინაშე საუკუნო გონებისა და საუკუნო სიყვარულისა. ჩვენი სულები აღიწევა ქრისტესკენ, ზეცისა და მიწის მეუფებისკენ, ცოდვისა და სიკვდილის მძლეველისკენ. აბა, რა არის ჩვენთვის მისი მღვიმე, თუ არა ჩვენი დიდებისმოყვარეობისთვის სილის გაწვნა და საუკუნო მოწმობა მისი დადებულებისა? იგი, მკვდრეთით აღმდგარი და ცოცხალი მეუფე, უხილავად მოდის ჩვენთან, ისევე როგორც მაშინ, როცა ემმაუსში თავის ორ მოწაფესთან ერთად მოგზაურობდა. ვგრძნობთ მის იქ ყოფნას და ვხარობთ მისი ყოველი ნახვით. როცა საშობაო ტროპარი ვიგალობეთ, ერთმა მომლოცველმა წამოიძახა: "ქრისტე იშვა!" ჩვენ კი ვუპასუხეთ: "ჭეშმარიტად იშვა!" და დაიგუგუნა მღვიმემ, ვითარცა დედოზარმა. გამოვედით მღვიმიდან და ბერძენ მიტროპოლიტთან გავემგზავრეთ, მერე კი უფრო შორს, შორს... მაგრამ სულიწმინდა მღვიმეში დაგვრჩა და აქამდე წმინდა მღვიმე სახლობს ჩვენს სულში." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი