სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| მარიამი |
Apr 20 2007, 09:55 PM
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ფაბრიციო მანჩინელი რომის კატაკომბები და ქრისტიანობის სათავეები შესავალი ამ წიგნის საილუსტრაციო მასალა პროფესორმა ენრიკო იოზიმ თავისი დღეგრძელი და ნაყოფიერი ცხოვრების ბოლო წლებში შეაგროვა. მისი საქმიანობის მთავარი მიზანი ძველი ქრისტიანული ძეგლების პოპულარიზაცია იყო. ამ წიგნში სინთზურად არის წარმოდგენილი რომის თავდაპირველი ეკლესიის კატაკომბებისა და საღვთისმსახურო ნაგებობების ყველაზე დამახასიათებელი ნიშუშები. ეს არის რომის ქრისტიანული თემის დასურათებული ისტორია. ამ თემმა, ალბათ, ყველაზე მეტი კვალი დატოვა სასაფლაოებსა და ეკლესიებში მატერიალური ძეგლების სახით. რომის მიწისქვეშეთში მეცნიერებმა მიაკვლიეს მორწმუნეთა თემის კვალს, მათი ყოველდღიური ცხოვრების დეტალებით, მათი დარდით და იმედით, მათი რელიგიური განცდებით. ეს იყო უძველესი თემი, რომელიც ქრისტიანობის ქადაგების ეშუალოდ პირველ წლებში ჩამოყალიბდა. როდესაც წმ. პავლე მოციქული რომში ჩავიდა ქრისტეს შობიდან 61 წელს, მას უკვე ძლიერი და ორგანიზებული თემი დახვდა. ქრისტიანებმა მისი ჩასვლის შესახებ წინასწარ შეიტყვეს და მაშინვე შეკრიბეს ჯგუფი, რომელიც მოციქულს შესაბამისი პატივით და სიხარულით მიიღებდა. პავლე მოციქული ჯაჭვით იყო შეკრული და სხვა პატიმრებთან, ალბათ, ბოროტმოქმედებთან ერთად, მოდიოდა ჯარისკაცების ბადრაგის თანხლებით. ქრისტიანები ქალაქიდან 50 კმ-ზე გავიდნენ მის შესახვედრად, ვია აპიას სადგურამდე, რომელსაც Tres Tabernae ერქვა, ზოგი უფრო შორსაც, Forum Appii-მდე. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და მიერ ძმათა ესმა ჩუენთვის და გამოვიდეს შემთხვევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფორადმდე და მესამედ ღვინის საფარდულად, რომელნი იხილნა რა პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა“ (28,15). მოციქული დარწმუნდა, რომ ქრისტიანობას აქ ღრმა ფესვები გაედგა. ამაო აღმოჩნდა ნერონის დევნა, რომელმაც, ტაციტუსის მოწმობით, უთვალავი ქრისტიანი შეიწირა; ვერც მომდევნო ორი საუკუნის მძვინვარებამ შეარყია ეკლესიის საფუძველი. ქრისტიანთა სულ უფრო მეტი რიცხვის შემატებამ აიძულა მათი წინამძღვრები ეფიქრათ გონივრულ ორგანიზაციაზე. ეს ბუნებრივიც იყო რომაელებისათვის - მაშიწდელი ცივილიზებული სამყაროს ადმინისტრატორებისათვის. თემი დაიყო რამდენიმე ჯგუფად, შესაძლოა რომის მრავალრიცხოვანი ებრაული კოლონიის მიბაძვით. მართლაც, რომის ეკლესიაში დიდხანს ახსოვდათ თავიანთი იუდაური ფესვები. ჯერ კიდევ V ს. წმ. პუდენციანას და წმ. საბინას ბაზილიკათა მოზაიკებში განსხვავებული ფიგურებით გამოისახებოდა ecclesia ex circumcisione და ecclesia ex gentibus, როგორც ორი ჯგუფისა და ორი ტრადიციის სიმბოლოები, რომლებიც შეადგენდნენ რომის პირველ ქრისტიანულ მრევლს. თითქმის უდავოა, რომ ერთ რომელიმე მახარებელს რომში არ უქადაგია, როგორც ეს მოხდა მრავალ ქალაქში. პავლე მოციქული ამას დაამოწმებდა, მითუმეტეს თუ ეს იქნებოდა პეტრე მოციქული. ქრისტიანობა რომში, შეიძლება ითქვას, სპონტანურად გავრცელდა იუდეველთა ერთობის წიაღში, რომელთა უმრავლესობა ვაჭრობას მისდევდა და დედა-სამშობლოსთან მუდმივი კავშირი ჰქონდა. მათ ძალიან მალე შეიტყვეს იესო ნაზარეველისა და მისი მოწაფეების შესახებ. „საქმე მოციქულთა“ ახსენებს რომაელ მწირებსაც, რომლებიც სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში იმყოფებოდნენ (2,10). უეჭველია, რომ სწორედ რომის ებრაელთა შორის ახალ მოძღვრებაზე მოქცეულთა გამო ამტყდარმა კამათმა და შფოთმა აიძულა იმპერატორი კლავდიუსი დაახლოებით 50 წ. რომიდან გაეძევებინა ყველა ებრაელი, როგორც ამას გვაუწყებს წარმართი სვეტონიუსი და თვით წმ. პავლე მოციქული, რომელიც საბერძნეთში შეხვდა დედაქალაქიდან ლტოლვილ ებრაელებს. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ დევნილები უკან დაბრუნდნენ და ამიერიდან საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორი რელგიური კონცეფცია და ორგანიზაციული სახე. ქრისტიანულმა თემმა კარი გაუღო წარმართობიდან მოქცეულებს და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებს. წარმართების მიმართ ასეთმა გახსნილობამ, რაც ძალიან ეწინააღმდეგებოდა იუდეველთა თემის მკაცრ ჩაკეტილობას დიასპორის პირობებშიც კი, გამოიწვია ებრაული გარემოსგან მათი საბოლოო დაცილება. რომის ქრისტიანთა უმეტესობა ღარიბი ხალხი იყო. ისინი ძირითადად გარეუბნებში სახლობდნენ, სადაც ცხოვრება დუღდა და საიდანაც დედაქალაქი მარაგდებოდა - ტიბრის სანაპიროხე, ან კიდევ, ვია აპიას დასაწყისში. ქრისტიანული იდეის გასავრცელებლად თავიდანვე ნაყოფიერი ნიადაგი მომზადდა არმიაში. გარდა ამისა, მრავალი ქრისტიანი მუშაობდა გასართობ ადგილებში - ცირკებში, ამფითეატრებში, თეატრებში. ისინი მრავლად იყვნენ მშენებლობის, წყალსადენების, კანალიზაციების, გზების მუშათა, მეხანძრეთა, მეეზოვეთა და მონათა შორის; თუმცა ისინი მდიდართა და გავლენიანთა შორისაც მრავლად იყვნენ. I ს. ბოლოს, თვით იმპერატორ დომიციანეს ნათესავი, ფლავია დომიტილა, ქრისტიანობის გამო გადაასახლეს და, ნეტარი იერონიმეს თქმით, პონცას კუნძულზე აღესრულა მოწამებრივად. სწორედ მდიდართა შემოწირულობებით ხერხდებოდა ეკლესიის ორგანიზება. მათს სახლებში იკრიბებოდნეწ წირვა-ლოცვაზე, ინათლებოდნენ, იღებდნენ საეკლესიო განათლებას და ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს. III ს. ამ სახლების გარკვეული ნაწილი ქრისტიანობის გავრცელების მყარ ცენტრებად იქცა (სურ. 1). IV ს-ში ასეთი ცენტრების რიცხვი უკვე ოცდახუთს აღწევდა. მათ „ტიტული“ ეწოდებოდათ და ერთმანეთისაგან მფლობელის სახელის მიხედვით განირჩეოდნენ. მფლობელს საერო ხელისუფლების წინაშე იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა იმის გამო, რაც მისი საკუთრების შიგნით ხდებოდა. რომის თემმა დიდხანს შეინახა მადლიერებით პირველ კეთილისმყოფელთა სახელები. მშვიდობიანობის პერიოდში, როდესაც ამ სახლების ადგილას დიდებული ტაძრები აიგო, ყველას შეუნარჩუნეს ძველი სახელი. ![]() არქეოლოგიურ გათხრებში იშვიათად აღმოუჩენიათ პირველი პერიოდის საოჯახო ეკლესიების კვალი. ასევე იშვიათად მიუკვლევიათ ისეთი ქრისტიანული სიმბოლოსათვის, როგორიცაა მლოცველის ფიგურა ორანტის პობით (სურ. 2). ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ზოგჯერ ახალ ეკლესიას აშენებდნენ არა ზუსტად ძველ, არამედ მეზობელ, უფრო მოხერხებულ ადგილზე. ზოგჯერ ძველი სამრევლო ცენტრი მრავალსართულიანი სახლის ზედა სართულზე მდბარეობდა. ცნობილია, რომ მოსახლეობის სიჭარბის გამო რომის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა სიმაღლეში განვითარდა, ოთხ ან ხუთ სართულამდე, პომპეისა და სხვა ქალაქებში აღმოჩენილი ამავე პერიოდის საცხოვრებელი სახლებისაგან განსხვავებით. გასაკვირი არ არის, რომ IV-V ს.ს. ეკლესიებს ძველი ნაგებობისგან არაფერი შემორჩენიათ. სამაგიეროდ, კარგად არის შემონახული მდიდარ რომაელთა ქველმოქმედების კვალი მიწისქვეშა სასაფლაოებზე. მათი უმეტესობა ატარებს კერძო პირთა, ამ ტერიტორიის მფლობელთა, სახელებს: პრისკილა, დომიტილა, მაქსიმე, ტრაზონი, კომოდილა, აგნესა, ოქტავილა და სხვ. კონსტანტინემდელი პერიოდის სხვადასხვა კატაკომბაში ძნელი არ არის თავდაპირველი ბირთვის დადგენა, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და სადაც მხოლოდ ერთი ოჯახის წევრები არ იმარხებოდნენ. თანდათანობით ყველა სასაფლაო ეკლესიის საკუთრება გახდა, თუმცა მშვიდობიანობის დროსაც არსებობდა გამონაკლისი ოჯახები კერძო სასაფლაოებით. 1956 წ. აღმოაჩინეს ერთი ასეთ ოჯახური სასაფლაო ვია ლატინაზე: მცირე ზომის მიწისქვეშა ნაგებობა საოცარი მხატვრობით, IV ს-ის ნამდვილი სამხატვრო გალერეა. ![]() სურ. 2 საეკლესიო ორგანიზაციას სათავე დაედო ჯერ კიდევ პაპი ფაბიანეს დროიდან (236-250). მან ქალაქი შვიდ ნაწილად გაყო და მათი მართვა შვიდ დიაკონს მიანდო, რომელთაც უნდა ეზრუნათ სატაძრო საქმიანობაზე, კათაკმევლებზე და მოწყალების საქმეზე. მათვე ევალებოდათ დაკრძალვის საქმე, ამიტომაც ყოველ ნაწილს თავისი სასაფლაო უბანი მიეცა ქალაქის გალავნის გარეთ. უბანი რამდენიმე სასაფლაოს მოიცავდა. მიწისქვეშა სასაფლაოების თხრა არ იყო დევნისაგან თავდაცვის აუცილებლობით გამოწვეული, როგორც ამას რომანებში აღწერენ. ძველი რომაელები ხშირად სხვადასხვა მიზნით თხრიდნენ მიწის ქვეშ. ლაციოს რეგიონის რბილ ტუფში უძველესი დროიდან ჭრიდნენ საკანალიზაციო არხების ქსელს, სამარხებს; საცხოვრებელი ვილების ქვეშ თხრიდნენ გასართობ სივრცეს, კრიპტოპორტიკებს - მიწისქვეშა თაღოვან გალერეებს. რომის ებრაელებმა და ქრისტიანებმა თავიანთი მრავალრიცხოვანი ოჯახებისთვის გამოსავალი იპოვეს მიწის ქვეშ, - კრემაციის მაგივრად ისინი მიცვალებულს მარხავდნენ, - რადგან მიწა ძვირი ღირდა. მრავალსართულიანი კატაკომბური გვირაბების ქსელი, რომელიც სიღრმის მიმართულებით ხუთ მეტრამდე შეიძლებოდა გაზრდილიყო, კედლებში და მიწაში ათასობით საფლავის არსებობის შესაძლებლობას იძლეოდა. ![]() სურ. 3 საფლავის ყველაზე მარტივი ფორმა იყო ლოკული - მართხკუთხა ფორმის ღრმული ტუფის კედელში (სურ. 3). ლოკულებს ერთმანეთის თავზე ჭრიდნენ. სხეულს სუდარაში გახვეულს ათავსებდნენ, ზოგჯერ ერთი ოჯახის ორ ან მეტ წევრსაც კი. თიხის ან მარმარილოს დაფაზე, რომელსაც ღრმულს აფარებდნენ, ხატავდნენ ან კვეთდნენ განსვენებულის სახელს ან რაიმე მითითებას, უფრო ხშირად, გარდაცვალების დღეს; თუმცა საფლავთა უმეტესობა წარწერის გარეშე რჩებოდა. ხშირად დებდნენ თიხის კანდელს და საკმევლის ფიალას. კანდელთა ციმციმი ამ მიწისქვეშეთში უთუოდ შთამბეჭდავი სანახაობა იქნებოდა. საფლავის უფრო მდიდრული ფორმა იყო არკოსოლიუმი - ტუფში გამოკვეთილი სარკოფაგი ჰორიზონტალური ხუფით, რომლის ზემოთ თაღი იყო გადაყვანილი (სურ. 4). თაღი უმრავლეს შემთხვევაში შელესილია და ფრესკებით დამშვენებული. ასეთი საფლავები უფრო ხშირად გვხვდება ე.წ. კუბიკოლებში -სხვადასხვა არქიტექტურული ფორმის მომცრო ოთახებში, რომლებიც ოჯახის ან კორპორაციის სასაფლაოს წარმოადგენდა (სურ. 5). ზოგჯერ კუბიკოლი ნათდებოდა კამარაში დატანებული ღიობიდან, ჭის მსგავსი ერდოდან, რომელსაც ამოთხრილი მიწის გასატანად აკეთებდნენ. ![]() სურ. 4 კატაკომბებს სასაფლაოდ იყენებდნენ V ს.-ის დასაწყისამდე. ზოგმა მათგანმა მოწამეთა კულტის წყალობით კოლოსალურ ზომებს მიაღწია, რადგან მორწმუნეებს სურდათ დაკრძალულიყვნენ სათაყვანო საფლავების ახლოს. დაკრძალვების შეწყვეტის შემდეგ კატაკომბები სამლოცველოებად იქცა. რომში, წმინდა ქალაქში, მთელი ევროპიდან უამრავი მომლოცველი ჩადიოდა. მიუხედავად გუთებთან ომისა, ლონგობარდების შემოსევისა, სულ უფრო მზარდი სიღარიბისა და დაუცველობისა, პაპები აღადგენდნენ და ალამაზებდნენ კატაკომბებს. იტინერარიებად წოდებული VII-VIII ს.ს. შედგენილი მომლოცველთა გზამკვლევები გვიჩვენებს, როგორი ცოცხალი იყო ამ გარეუბნების სამლოცველოებისადმი სასოება და რწმენა. თითქმის ყველა მათგანი პაპმა ადრიანემ (772-795 წ.) აღადგინა. მაგრამ IX ს. პირველი ათწლეულიდან სულ უფრო გახშირდა წმინდა ნაწილების გადაბრძანება ქალაქის გალავნის შიგნით მდებარე ეკლესიებში. ეს კატაკომბების აღსასრულს მოასწავებდა - მომლოცველობისა და რესტავრაციების ძირითადი მიზეზი მოწამეთა კულტი იყო. მიწისქვეშა სამყაროს შესასვლელები მიწამ და მცენარეებმა დაფარა და კატაკომბები, რამდენიმე გვირაბის გარდა, XVI საუკუნემდე უცნობი დარჩა ხალხისთვის. ![]() სურ. 5 XVI ს-ში ანტონიო ბოზიომ, მიწისქვეშა რომის ამ კოლუმბმა, მიაკვლია 30-მდე კატაკომბას, რომელთა რიცხვი დროთა განმავლობაში გაიზარდა. პროფესორ იოზის მიერ მოპოვებულ მასალას ფაბრიციო მანჩინელიმ დაუმატა მოკლე ცნობები იმ საკულტო ნაგებობების შესახებ, რომლებმაც მშვიდობის პერიოდში იმპერიის დედაქალაქს მთელი საქრისტიანოს დედაქალაქის სახე შესძინა. ჟურნალიდან "რწმენა და ცოდნა" N 1(13) 2005 წ. გაგრძელება იქნება (იმედია -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS პირველი საუკუნეების ეკლესია Apr 19 2007, 11:17 PM
მარიამი KAIROS
მეორე სტატიის ა... Apr 20 2007, 12:15 AM
შოთა ცოტა დიდი რომ მოვრ... Apr 20 2007, 12:56 AM
მნათე ახლა სენკევიჩს ვკი... Apr 20 2007, 03:27 PM
მარიამი
ნახე <_< წიგნი ვინ... Apr 20 2007, 06:11 PM
მნათე
მთავარია არა საშუ... Apr 20 2007, 06:13 PM
გლახა წაიკითხეთ საქმე მო... Apr 20 2007, 06:52 PM
მნათე
რომელი ეკლესიის? :) Apr 20 2007, 07:17 PM
KAIROS საოცარია!
არ ვიცო... Apr 20 2007, 10:46 PM
მარიამი
საოცარია!
არ ვიც... Apr 21 2007, 12:18 AM
athos აქ დავდებ კანადელი... Apr 20 2007, 10:55 PM
მარიამი გაგრძელება
[b]ლატერ... Apr 21 2007, 12:39 AM
მარიამი [b]წმ. პეტრეს ტაძარი
... Apr 21 2007, 12:56 AM
athos Молитва в определенные час... Apr 21 2007, 12:58 AM
გლახა მნათე
რომელი ეკლეს... Apr 22 2007, 11:46 AM
KAIROS მარიამ, არ ველოდი თ... Apr 22 2007, 05:51 PM
მარიამი [b]ფაბრიციო მანჩინე... Apr 23 2007, 12:09 PM
athos ვაგრძელებ ნაწყვეტ... Apr 23 2007, 07:45 PM
athos თემში შესვლა არ იყ... Apr 23 2007, 08:49 PM
კანონისტი athos
აქვე მცირედი გა... Apr 24 2007, 10:13 AM
KAIROS შეცდომით სხვა ტექს... May 3 2007, 01:00 AM
KAIROS რუსული რომ მოსაწყე... May 3 2007, 01:40 AM
athos ნაწყვეტები მინუცი... May 8 2007, 06:12 PM
KAIROS
საუკეთესო ქადაგე... May 9 2007, 11:01 AM
KAIROS
გ) და აი დადგა, 54 წელ... May 9 2007, 12:06 PM
მარიამი რამდენი ხანია მინდ... May 10 2007, 08:27 PM
მარიამი წმინდა აგნესას ტაძ... May 10 2007, 08:54 PM
athos მღვდელი სერგი მანს... May 15 2007, 09:25 PM
ირგე
ეს თარიღი არაა სწო... May 27 2007, 12:42 PM
Lenus
:)
როდის, 33 წლის 30 მარ... May 30 2007, 10:08 AM
ირგე Lenus
ადრე. ვიდრე 30 წელ... May 30 2007, 10:26 AM
Lenus
კი. უფრო სწორად ვი... May 30 2007, 10:58 AM
ირგე Lenus
ვისაუბროთ, კი ბა... May 30 2007, 11:09 AM
Lenus
ვერა.
დაიბადა აშკა... May 30 2007, 11:44 AM
ირგე Lenus
გახსენი. May 30 2007, 12:46 PM
KAIROS მალე გავაგრძელებ, ... Jun 4 2007, 10:02 PM
KAIROS კიდევ ვაგრძელებ ან... Jun 7 2007, 05:05 AM
KAIROS კარგა ხანია ეს თემ... Mar 23 2008, 12:08 PM
აკაკი ძალიან საინტერესო ... Feb 19 2011, 01:25 AM
KAIROS ამ თემას რატომ არ ა... Mar 11 2012, 02:33 PM
A.V.M ,,ხალხი ვერ კმაყოფი... Oct 13 2014, 11:09 PM
esre ars cheshmariteba მე გამახსენდა სტეფ... Oct 13 2014, 11:53 PM
A.V.M ,, 70 წლის 10 აგვისტოს , ... Oct 15 2014, 01:55 AM
A.V.M ქრისტიანთა დევნებ... Jan 16 2015, 09:46 PM
marine A.V.M
:მპუა2: Jan 16 2015, 10:19 PM
A.V.M I-III საუკუნის , ეკლეს... Jan 17 2015, 08:47 PM
marine "პირველ ქრისტიან... Nov 16 2015, 08:29 PM
marine "იმპერატორმა იულ... Jul 27 2017, 10:40 PM
marine "ამ დროს [რომის იმ... Aug 18 2017, 10:43 AM
marine "[II საუკუნი მიწურუ... Aug 22 2017, 11:07 AM
marine "რომის იმპერიაში ... Aug 24 2017, 01:33 PM
marine "II საუკუნის ქრისტ... Aug 29 2017, 11:22 AM
marine "რა თქმა უნდა, არც ... Oct 5 2017, 11:46 AM
marine "[იულიანე განდგომ... Nov 30 2017, 10:33 AM
marine "არ დავფარავ თქვე... Feb 6 2018, 06:29 PM
marine "თუ რამდენად სწრა... Sep 1 2021, 08:16 PM
marine "პირველი ქრისტია... Jan 11 2022, 10:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი