ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
ზურა |
Jan 4 2007, 06:02 PM
პოსტი
#201
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
მშვიდობა თქვენდა,
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებდა და განსაკუთრებით ჩვენი მაცხოვარის, უფალ იესო ქრისტეს შობის მოახლოებას! თემის სათაური ალბათ ზუსტად შეესაბამება იმ გრძნიბებს, რისი გადმოცემაც მსურს გფარავდეთ სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის მადლი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - გელათის მონასტერი. ვარსკვლავმრიცხველთა თაყვანისცემა - ათონი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - სუზდალი XVI ს. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტინის ბრძანება აეღწერათ მთელი მოსახლეობა. ეს აღწერა პირველი იყო, კვირინოსის მმართველობისას სირიაზე. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თვითოეული თავის ქვეყანაში. ________________________ ქრისტეს შობის ხატი - სერბეთი იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეას, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდებოდა ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და იყო ორსულად. ________________________________________ ახალშობილის თაყვანის ცემა (ქრისტეს შობა) - გერმანია XVს მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. ________________________________________________ ქრისტეს შობა - ფრესკა უბისის ეკლესიაში იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წამოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით ___________________________________________ Нараджэнне Хрыстова - ბელორუსია 1746 უთხრა მათ ანგელოზმა: ''ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: ''იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგეზე მწოლარეს'' __________________________________ ქრისტეს შობის ხატი - ბულგარეთი -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
marine |
Feb 26 2018, 09:50 AM
პოსტი
#202
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რითი დაგეხმარო? მოგიყვები ერთ საშობაო ამბავს, რომელიც და იოვანკასგან მომისმენია. შესაძლოა ეს დაგეხმაროს.
"აი, უკვე ორმოც წელზე მეტია, ამ ქვეყანაზე მარტო ვცხოვრობ. არასოდეს გამიხარია, ბავშვობის წლების გარდა, როცა მშობლების სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ არავის დავუნახივარ შეწუხებული: ხალხში ყოველთვის მხიარული ვიყავი, მარტო დარჩენილი კი ვტიროდი. ყველა ბედნიერად მთვლიდა, რადგან ვერ მხედავდნენ. ყველა მხრიდან წუწუნი მესმოდა ოჯახის ხალხისგან და მარტოხელებისგან, წუწუნებდნენ მდიდრები და ღარიბები. ვფიქრობდი: ამ უბედურებს ჩემს უბედურებაზე რატომ ვესაუბრო და ამით ჩემს გარშემო გავამრავლო მწუხარება? დაე, ყველას მხიარულად ვეჩვენებოდე: შესაძლოა ამით უფრო მეტი სიკეთე მოვუტანო დამწუხრებულ სამყაროს, ჩემს საიდუმლოს დავფარავ და მაშინ გამოვიტირებ, როცა მარტო დავრჩები-მეთქი. ვევედრებოდი ღმერთს, გამომცხადებოდა, რომ თითით ცოტათი მაინც ენიშნებინა. ვლოცულობდი იმგვარად, რათა ჩემი დაფარული წუხილით არ დავღუპულიყავი. მთელ ჩემს შემოსავალს მოწყალებად გავცემდი. ვნახულობდი სნეულებსა და გლახაკებს და ჩემი მოჩვენებითი მხიარულებით მათთან სიხარული მიმქონდა. ხშირად ვამბობდი: "მე მწამს შენი, ყოვლადსახიერი უფალო, მაგრამ გთხოვ, გამომეცხადე, როგორც თვითონ გსურს, რომ განმიმტკიცდეს რწმენა. დიდ დღესასწაულებზე ყოველთვის მიჭირდა. ჩავიკეტებოდი ოთახში, შობასა და აღდგომას ტირილში ვატარებდი. მაგრამ წინა შობას გამომეცხადა იესო. მოახლოვდა დიდი დღესასწაული. გადავწყვიტე, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც დედა მასწავლიდა. იატაკზე ნამჯა გავშალე, თითოეულ კუთხეში სამი კაკალი დავდე: დაე, წმინდა სამება მოწყალე ექმნეს სამყაროს ოთხივე მხარეს. ყველაფერ ამას ვაკეთებდი და განუწყვეტლივ ვლოცულობდი: "უფალო, გამომიგზავნე სტუმრები, ოღონდ მთლად გლახაკები და მშივრები! უფალო, გევედრები, ამ შეჭირვებულთა სახით გამომეცხადე!" ხანდახან გავიფიქრებდი, "უგუნურო იოვანკა, რომელ სტუმრებს ელოდები ქრისტეშობას! ამ წმინდა დღეს ყველა შინ ხვდება, შენ ვინღა გესტუმრება". და ისევ ვტიროდი, ვიმეორებდი ლოცვებს, ვემზადებოდი და ვტიროდი. როცა ტაძრიდან, საშობაო მსახურებიდან დავბრუნდი, ოთახში სანთელი ავანთე: "უფალო, ნუ დამიტევებ!" - ვლოცულობდი. მაგრამ გაუკაცრიელებულ ქუჩაზე არავინ ჩანდა: შობაა! უკაცური იყო ჩვენი ქუჩა. უეცრად თოვლის ხრაშუნი მომესმა. კარებისკენ გავიქეცი. ჩემი სტუმრები ხომ არ არიან-მეთქი. არა, გვერდით ჩამიარეს. საათმა დარეკა, შუადღეა, მე კიდევ მარტო ვარ. ავტირდი და წამოვიძახე: "ახლა ვხედავ, უფალო, რომ მიმატოვე!" ვქვითინებდი. უეცრად ტირილით ჩახლეჩილი ხმა მომესმა: "მოწყალება გაიღე, ძმაო, დამეხმარე, დაო!" წამოვხტი, კარები გავაღე. ჩემს წინ ბრმა იდგა, თავის წინამძღოლთან ერთად. ორივეს კონკიძველები ეცვა, გათოშილები იყვნენ. "ქრისტე იშვა, ჩემო ძმებო!" - წამოვიძახე გახარებულმა. "ჭეშმარიტად იშვა, - მიპასუხეს აღელვებულებმა, - შეგვიწყალე, დაო! ჩვენ ფულს არ ვითხოვთ. დილას აქეთია, ჩვენთვის პური არავის მოუცია. მხოლოდ რაკის ყლუპი ან კაპიკი გაიმეტეს, პური კი არა. ჩვენ კი გვშია!" თითქოს ღრუბლებში ავცურდი, შევიყვანე ოთახში, დავსვი სუფრასთან, გავუმასპინძლდი, ვემსახურე, სიხარულით ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. გაოცებულებმა მკითხეს: - რატომ ტირი, დაიკოო. "სიხარულით, ძმებო, წმინდა და ნათელი სიხარულით! უფალმა მომცა ის, რაცა ვთხოვე. რამდენიმე დღეა ვევედრები, რომ ჩემთვის სწორედ ისეთი სტუმრები გამოეგზავნა, როგორიც თქვენ ხართ. უბრალოდ კი არ მოსულხართ ჩემთან, არამედ ყოვლადსახიერმა უფალმა მოგიყვანათ, გამოგგზავნათ... ეს ყველაზე ბედნიერი შობაა ჩემს სიცოცხლეში. ახლა კი ვიცი: "ცხოველ არს უფალი ჩვენი!" "დიდება და ქება მას, ამინ", - მიპასუხეს ჩემმა სტუმრებმა. მე ისინი საღამომდე დავიტოვე. მერე გუდები სანოვაგით ავუვსე და გავისტუმრე". ასეთი ქრისტეშობა ჰქონდა იოვანკას. ღმერთმა ქნას, რომ წელს უფრო მეტად გაიხაროს. შენც ილოცე, შვილო, რომ გამოგეცხადოს ზეციერი მამა, მას მრავალი მოწყალება აქვს: შენც მოგიხდება სასწაული. ნუ გაემზადები ამ წმინდა დღეს მწუხარებისთვის - მოემზადე სიხარულისთვის და ყოვლისმხილველი, ყოვლადმოწყალე უფალი შენზეც მოიღებს სიხარულს." "მთელი ძველი აღთქმა უფლის შობისთვის მზადებაა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი