წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 28 2018, 09:05 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გაბრიელ ბერს არა მხოლოდ ადამიანები, ცხოველებიც ებრალებოდა. როდესაც ზამთარში ყინვები იწყებოდა, ცხოველებსა და ჩიტებზეც ზრუნავდა და აპურებდა. ერთხელ, წირვიდან გამოსულებმა, ძაღლს ქვა ესროლეს. გაბრიელ ბერი შეწუხდა და დანანებით თქვა:
- უმჯობესი იყო, წირვაზე არ ყოფილიყვნენ! მის კელიასთან ხშირად მოდიოდა პატარა, ჭრელი უპატრონო ძაღლი. ბერი ისეთი სიყვარულით ეფერებოდა ცხოველს, რომ სხვაშიც დიდ სიყვარულს აღძრავდა. საჭმელს უყრიდა და თან ამბობდა: - ნახე, ნახე, საწყალი, ცოდოა, მშიერია. ძაღლიც მის დანახვაზე ათამაშდებოდა. შემდეგ ჩერდებოდა და საათობით მშვიდად შეჰყურებდა. ერთმა მორწმუნემ შიშით უთხრა: - მამა გაბრიელ, ჭამის დროს რომ ეფერებით, არ გიკბინოთ. გაბრიელ ბერს გაეღიმა: - ცხოველი გრძნობს ადამიანში ბოროტებას, ეს აღიზიანებს და ამიტომაც ესხმის თავს. იმ მორწმუნემ, მეორედ რომ ჩავიდა ბერთან სტუმრად, ძაღლიც მოიკითხა. - მოკლეს, - ნაღვლიანად უპასუხა მან და ამ სიტყვებში იყო უკიდურესი სევდა და დარდი, - არა უწყიან, დაო, რას სჩადიან. ძაღლმა გამიგო და ადამიანმა - ვერა. ამ ამბავმა მორწმუნეზე ისე იმოქმედა, ერთი კვირა განუწყვეტლივ ტიროდა. აქედან მოყოლებული, არ შეეძლო გულგრილად ჩაევლო მაწანწალა, უსუსური ძაღლებისთვის. მამა გაბრიელი ყველაფერს - ღვთისგან შექმნილს სასოებით უფრთხილდებოდა. ბალახსაც კი დიდი სიყვარულით ეფერებოდა. თუ ვინმე უმიზნოდ, გასართობად გასრესდა თუნდაც ერთ ღერს, მკაცრად გააფრთხილებდა: - მაგ ბალახს შენ მიეცი სიცოცხლე? შეგიძლია შექმნა იგი? თუ არ გჭირდება, ღვთის ბოძებულს რად აფუჭებ?" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი