ქართული გვარების წარმომავლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გვარების წარმომავლობა |
ბოლქვაძე |
Jun 15 2007, 01:54 PM
პოსტი
#1
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
მე რადგან გახლავართ ბოლქვაძე აგიხსნით ვინ იყვნენ ბოლქვაძეები და საიდან მოდიან ისინი.
ბოლქვაძენი ,,ბოლქვაძე-ისეთი ძმებია, ბოლს ქვაზე ადენენო", იტყოდნენ ოდესღაც , სისხლით ნათესავ ადამიანებზე, რომელნიც ძველი ქართული ტრადიციიდან გამომდინარე "დიდ ოჯახად" ცხოვრობდნენ. შემდეგ კი დროთა განმავლობაში, ბოლსქვაზე - ბოლქვაძედ გადაუგვარდათ მათ შტამომავლობას. როგორც კვლევა გვიჩვენებს ბოლქვაძეთა რიცხვმრავალი გვარი , ოდითგანვე ძირითადად კომპაქტურად დასახლებული ყოფილა აჭარა-გურიაში (ბოლქვაძეთა საგვარეულოს წარმოშობისა და განვითარების ისტორიის კვლევა გრძელდება, რომელიც გამოიცემა წიგნად, სავარაუდოთ 2008 ჭ.) წეპირსიტყვიერი გადმოცემით, ბოლქვაძეთა გვარის წარმომადგენლები უკვე XII-XIII საუკუნეებში მოიხსენებიან. ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებში ბოლქვაძენი XVII საუკუნიდან ჩანან როგორც აზნაურნი. 1601-1627 წლების გურიის მთავრის შეწირულობის წიგნით ჩეხედანას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეთ. 1761 წლის მამია გურიელის წყალობით წიგნიდან გადასახადებისაგან განთავისუფლებულან ჩეხედელნი აზნაური ბოლქვაძენი ვითარცა საჯვარისამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი. აზნაურებად ჩანან ბოლქვაძენი როგორც გურიის სხვადასხვა მხარეში ასევე იმერეთშიც. იმ ავბედობის ჟამს, როდესაც აჭარა საქართველოსგან მოწყვეტილი თურქეთის სახელმწიფოში აღმოჩნდა, აქ ბოლქვაძეთა გვარი როგორც თავად-აზნაურთა წოდების წარმომადგენელნი აღებად და ბეგებად (ანზაურებად და თავადებად) იწოდებიან და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობით სარგებლობენ. აჭარაში, თურქების ბატონობის დროს (XVII-XIXსაუკ.) Aწარის მკვიდრ ძირძველ ქართულ გვართა შორის არის ბოლქვაძეთა გვარი, რომელთაც გვარი არ გამოუცვლია და მათ თავისი ღვაწლი მიუძღვით ქართულ ეროვნულ-კულტურული ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებაში. საქართველოს რუსეთის იმპერიაში მოქცევის შედეგად რუსთა ბატონობის რეჟიმის დამკვიდრების წინააღმდეგ ბოლქვაძენი საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში აქტიურად ებმეიან და სხვადასხვა დროს აფეთქებული აჯანყებების ერთ-ერთ ხელმძღვანელებად ითვლებიან. 1819-1820 წლების აჯანყებაში იოთამ ბოლქვაძემ პირადად მოკლა გურიის მღელვარების დასაწყნარებლად დამსჯელი რაზმით ჩამოსული იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პრუზირევსკი. 1841 წელს გურიის სხვადასხვა მხარეში დაწყებულ ხალხთა მღელვარებას აზნაური აბესა ბოლქვაძე ჩაუდგა სათავეში, ორგანიზებულად ერთალად შეკრა აჯანყებულები და სასტიკად დაამარცხა რუსთა ჯარო პოლკოვნიკ ბრუსილოვისა... საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მისი გაუაზრებელი პოლიტიკისა და მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ აჭარის მთის მკვიდრთა შეიარაღებულ აჯანყებას 1929 წელს ალისულთან ბოლქვაძე მეთაურობდა. ღმერთისა და საქართველოსათვ ის, ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აზნაურნი ბოლქვაძენი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო საშქარში, მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ. 1850 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის მიერ დამტკიცებულ იმერეთისა და გურიის თავადთა და აზნაურთა სიაში ბოლქვაძეთა გვარს თავისი ადგილი უჭირავს, როგორც გურიაში ასევე იმერეთშიც. ამჟამად ბოლქვაძენი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, იმერეთსი. სამცხე-ჯავახეთსი, ქვემო და შიდა ქართლში, კახეთში (ქიზიყი,შირაქი) ოდიშში... განსაკუთრებით კომპაქტურადაა დასახლებული: თბილისის, ვანის, სამტრედიის, მარტვილის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ადიგენის მხარეებში. აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკაში. საქართველოს ბოლქვაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსანის საერთო რიცხვი 1991 წლის არასრული მონაცემებით 11 000 -ს აჭარბებს. ქ. ბათუმში 2006 წლის 8 იანვარს დაარსდა ბოლქვაძეთა საგვარეულო კავშირი, რომელიც აერთიანებს გვარის წარმომადგენლებს განურჩევლად მოქალაქეობისა და აღმსარებლობისა... ღმერთმა ამრავლოს და ადიდოს გვარი ბოლქვაძეთა და ყოველი გვარი საქართველოსი ნიაზ ბოლქვაძე ბოლქვაძეების საგვარეულოს გერბი -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
marine |
Apr 3 2018, 09:22 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გერბი მემკვიდრეობის განმასხვავებელი ნიშანია, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომლებსაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავს. გერბებია: სახელმწიფო, საგვარეულო, სამიწაწყლო (ქალაქების, ოლქების), გერბები სპეციალური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა-ჰერალდიკა შეისწავლის. ჰერალდიკა ანუ გერბთმცოდნეობა, ნუმიზმატიკისა და პალეოგრაფიის ისტორიული მეცნიერების დამხმარე დარგია, იგი გვეხმარება გერბიანი ძეგლების შესწავლაში. გერბები გამოისახებოდა - ფულზე, დროშაზე, ფარზე, ბეჭდებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, იარაღზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, ხელნაწერებზე, წიგნებსა და სხვ. საქართველოში ჰერალდიკური ძეგლები წარმართობის დროიდან არსებობს (ჩვენს წელთააღრიცხვამდე) ფულზე ემბლემად ფრთიანი მზე გვქონდა, უფრო ადრე კოლხეთის სიმბოლიკაში ხარის კულტი იყო ისევე, როგორც ასურეთში, სირიასა, ეგვიპტესა და ბაბილონში.
სვეტიცხოვლის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ახლაც არის უძველესი წარმართული ტაძრიდან გადმოღებული ხარის თვალთა ირგვლივ ამოტვიფრული სპირალის სამი კონცენტრული წრე - მზისა და სიცოცხლის სიმბოლო, რომელსაც ვხვდებით მზის ციკლის ღვთაებრივ გამოსახულებაზე ძველი წელთააღრიცხვის მე-8 საუკ. ბრინჯაოს ბალთებზე. ხეთურ საკულტო დანიშნულების საგნებზე, საბრძოლო საჭურველსა და საოჯახო თიხის ჭურჭელზე. ზოგჯერ სიმბოლიკა ლამაზ ლეგენდებსაც ბადებს. მაგ. სვეტიცხოვლის აღმშენებლის - არსაკიძის მოკვეთილი ხელის შესახებ. ნამდვილად კი მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარზე ეს ემბლემა (ხელი გონიოთი) მშენებლობის მნიშვნელობისა არის. ცნობილია, წინათ შუმერებს გერბად ჰქონდათ ლომისთავიანი არწივი, ვენეციას - გველი, რუსეთში ქალაქ ვლადიმირს - ლომი, ბრიანსკის - ქვემეხი, ვარშავას - ქალთევზი ხელში მახვილითა და ფარით. თბილისის ემბლემა დღეს - ქალია, რომელსაც ერთ ხელში მეგობრისათვის ღვინით სავსე თასი უჭირავს და მეორეში მტრისათვის მახვილი. ჰერალდიკაში პირველად ფერებს ჰქონდა მნიშვნელობა, ასე მაგ. ოქროსფერი ნიშნავდა სიმდიდრეს, ძალას, ერთგულებას, სიწმინდეს, მდგრადობას, ვერცხლი - უდანაშაულოს, ცისფერი - ლამაზს, გარკვეულს, მწვანე - იმედს, უხვს, თავისუფალს, წითელი - მამაცს, შავი - კდემამოსილს, განათლებულს, მოწყენილს. ცხოველებიდან ცხენი ითავსებდა - ლომის გამბედაობას, ძაღლი - ერთგულების სიმბოლო იყო, კატა - დამოუკიდებლობის, დათვი - თავაზიანობის, მგელი - სიავის, გაუმაძღრობის, ხარი - მიწის ნაყოფიერების, ცხვარი - სიმშვიდის, ირემი - მებრძოლის სიმბოლოა, რომლის წინ მტერი მირბის. ფრინველებიდან არწივი - ძალაუფლების და დიდსულოვნების სიმბოლოა, მამალი - ბრძოლის, ყვავი - დიდხანს ცხოვრების, პელიკანი - მშობლების და ბავშვების სიყვარულის, წერო - სიფხიზლის, პეპლები - ცვალებადობის, გველი - მუდმივობის, ფენიქსი - უკვდავების. აქ წარმოდგენილია ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი. მისი კომპოზიცია მეტად რთულია. ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო გადმოცემაში ქართველი ბაგრატიონები თავისი წარმოშობით და სისხლით დავით წინასწარმეტყველსა და თვით მაცხოვარს ენათესავებიან. ამას მოწმობს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გერბი. ეს არის წრეში ჩახატული გვირგვინი ჯვრით და ორ ანგელოსს შუა, მათ ქვემოთ სამოქალაქო და სამხედრო ძლიერების სიმბოლოები კვერთხი და ხმალი გადაჯვარედინებული, მარჯვნივ შურდული, მარცხნივ ლირა, ქვემოთ შუაში კვართი ქრისტეს პერანგი უკანა ფეხებზე დამდგარ ლომებს უჭირავთ. ლომის ფეხებთან სასწორია და სახელმწიფო ძლიერების სიმბოლო - ბირთვი ჯვრით. აღსანიშნავია, რომ ბაგრატიონები თავს ბიბლიური მეფის დავითის შთამომავლებად სთვლიან. ამაზე მიუთითებს გერბის სიმბოლოც - მეფსალმუნე მეფის დავითის ჩანგი და შურდული, რომლისგანაც ნატყორცნი ქვით, ბიბლიური თქმულების თანახმად, დავითმა განგმირა გოლიათი. გერბის გარშემო წრეზე ასომთავრულით სწერია: "ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებით და არა შეურაცხყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა მუნთა", ხოლო გერბის შუა ნაწილში კვართის გარშემო: "გამიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი". აღნიშნული გერბის წარწერა გვამცნობს, თითქოს, ბაგრატიონთა მეფობა ქვეყნად დავით წინასწარმეტყველის მიერ არის დადგენილი, რომელსაც ქრისტეს კვართზედაც აქვს წილი, რაც ბაგრატიონთა დინასტიის სიმტკიცეზე მიგვითითებს. იმდენად მნიშვნელოვანია ქართულ ჰერალდიკაში "ქრისტეს კვართი", რომ გერბზე მისი აღბეჭდვის უფლება, გარდა მეფისა, მხოლოდ სამეფო გვარის ერთ განშტოებას ჰქონდა, კერძოდ, მუხრან ბატონებს, ბაგრატიონ გრუზინსკებს, რომელთა ზეწოდება ("გრუზინსკი") რუსეთში მიიღეს და როგორც ვახტანგ მეექვსის შთამომავალთ, ცხადია, ეს პრივილეგია მემკვიდრეობით შემორჩათ. /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი