IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სამართალი და ჩვენი ეკლესია
marine
პოსტი Aug 16 2017, 11:32 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საკათედრო ანუ საეპისკოპოსო ეკლესიებს, რომელთაც "საყდარი" ეწოდებოდათ, ვითარცა საეპარქიო ცენტრებს, როგორც წესი, გააჩნდათ შემოსავალი თავიანთი სამწყსოდან. ჩვენამდე მოღწეულია "სამთავისის ღმერთების საყდრის სამწყსოს დრამისა და შესავლის წიგნი". შემოსავლის აღმნუსხველ ამ წიგნს ასევე "გუჯარიც" ეწოდება, იგი "ძველთაგან განაჩენი" ყოფილა. "ძველთაგან" დამტკიცებული ეს წიგნი, როგორც ჩანს, ხელახლა დაუმტკიცებია 1459 წლის კრებას. წიგნი წარმოადგენს კანონების კრებულს და ეხება სამწყსოს გადასახადს სხვადასხვა სარწმუნოებრივ თუ საყოფაცხოვრებო მომენტთან დაკავშირებით. საქართველოში კანონმდებელს წარმოადგენდა უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთობლივი კრება, რომელსაც გამოჰქონდა კანონები ანდა ამტკიცებდა ძველს. 1459 წელს პატრონ ერისთავ შალვას წინაშე მისულა სამთავნელი ეპისკოპოსი გრიგოლი, მას მოუხსენებია, მის სამწყსოში წარმოქმნილი მრავალი უწესო საქმის შესახებ. შალვას ბრძანებით: "შევიყარენით ჩუენ ცხრაძმისხევისა სამისავე ხევის კრებულნი და მამასახლისნი და ესე პირი მოვახსენეთ სამთავნელისა და ჯუარსა და ომოფორასა".

ეს სამართლის წიგნი საზღვრავდა სამთავნელი ეპისკოპოსის უფლებებსა და შემოსავალს. პირველი მუხლის მიხედვით, თუ რომელიმე ხუცესი (მღვდელი) უკანონოდ დაწერდა ჯვარს ახლო ნათესავებს, ნათლია-ნათლულს, მონატაცებ ქალს ანუ იმ პირებს, რომელთა ურთიერთქორწინება აკრძალულია - სამთავნელ ეპისკოპოსს უფლება ჰქონდა ორივე მხარისთვის გადასახადი დაედო, ვითარცა დამნაშავეებისთვის და ეს გადასახადი აუცილებლად უნდა გადახდილიყო, თუნდაც ქსნის ერისთავმა ანდა სამთავისის მთელმა სამწყსომ (პატრონმა და ქვეყანამ) უშუამდგომლონ. ამ ძეგლში ორჯერ გვხვდება სიტყვა - "სვინდიკინოზი" (სვინტიკინოზი), რაც ნათლიას, ნათლია-ნათლულს ნიშნავს. "სვინა" ნათლიაა. ეს სიტყვა ათონელთა ნაწერებშიც გვხვდება... ეს წიგნი შედგება სულ 27 მუხლისგან. საფიქრებელია, რომ ეს "სამწყსოს საკანონო წიგნი", რომელიც იყო "ძველთაგან დამტკიცებული", წინ ედო ზემოაღნიშნულ კრებას 1459 წელს. კრებამ ეს წიგნი ხელმეორედ დაამტკიცა და ზედ დაურთო თავისი ახალი ბრძანება."

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.26/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 17 2018, 05:23 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ევდემონ ჩხეტიძეს კათოლიკოს მალაქიასთან (1531-1549) ერთად მონაწილეობა მიუღია იმერეთის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელსაც შეუმუშავებია სპეციალური "სამართალი კათოლიკოსისა".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ.208/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   სამართალი და ჩვენი ეკლესია   Aug 16 2017, 11:32 AM
marine   "მეცნიერები მიიჩá...   Aug 21 2017, 10:43 AM
marine   "სამცხის მმართვეá...   Sep 7 2017, 10:28 AM
marine   "წმინდა წერილი მო...   Jan 31 2018, 09:22 PM
marine   "გაბრიელ ჭყონდიდá...   Feb 11 2018, 08:09 PM
marine   "ცნობილია მისი [დáƒ...   May 11 2018, 06:35 PM
marine   "ევდემონ ჩხეტიძეá...   May 17 2018, 05:23 PM
marine   "ამ ძეგლით, რომელáƒ...   Nov 9 2019, 03:06 PM
marine   "კირილე ალავერდეá...   Apr 29 2020, 05:27 PM
marine   "ვახტანგ VI - მოაწეáƒ...   May 14 2020, 02:38 PM
marine   "კვიპრიანე სამთაá...   May 14 2020, 03:11 PM
marine   "წმინდა ექვთიმე მ...   Jul 18 2020, 12:52 PM
marine   "საქართველოს ეკლá...   Feb 8 2022, 07:34 PM
marine   "ასევე ამხილა ღირ...   Feb 13 2022, 12:10 PM
marine   "ქართული სამართლá...   Feb 28 2022, 03:14 PM
marine   "დავით აღმაშენებá...   Feb 28 2022, 05:21 PM
marine   "ფიცი, როგორც დამáƒ...   May 5 2022, 01:04 PM
marine   "როდესაც მზითვის ...   Jun 21 2022, 01:43 PM
marine   "XIII-XIV სს. საქართველ...   Jun 22 2022, 12:23 PM
marine   "ვახტანგ VI-ის სამა...   Jun 25 2022, 02:05 PM
marine   "თავისუფლების მაá...   Jul 29 2022, 08:12 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd November 2026 - 08:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი