ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
marine |
Nov 23 2017, 06:34 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,441 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ინდოელები ამტკიცებენ, რომ კობრა, ინდოეთში ყველაზე საშიში გველი, არ უკბენს აკვნის ჩვილ ბავშვს, მაგრამ გააფრთებული ესხმის მოზრდილ ადამიანს, თითქოსდა ესირცხვება, მოაკვდინოს უწყინარი ადამიანური ქმნილება, რომელსაც წინაარმდეგობის გაწევა არ ძალუძს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 18 2018, 03:23 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,441 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თავი XVI. ამბავი მარტინისა, მარსის მთის ბერისა
ცოტა ხნის წინ კამპანის მხარეში, მარსის მთაზე, განმარტოებით ცხოვრობდა ძალზე მოსაგრე კაცი მარტინი. მრავალი წელი იყო დაყუდებული ძალზე ვიწრო მღვიმეში. ჩვენები იცნობდნენ, ზოგიერთნი მისი ღვაწლის მხილველიც იყო. მის შესახებ ბევრი რამ შევიტყვე ჩემი წინამორბედის, ნეტარხსენებული პაპის პელაგის და სხვა ღვთისმოშიშ კაცთაგან. მისი პირველი სასწაული ის იყო, რომ როგორც კი იგი მღვიმეში დაეყუდა, ხსენებულ მთაზე, იმ ქვიდან, რომელიც ავიწროებდა მღვიმის ღრმულს, გამოდინდა წყარო, რომელიც ღვთის მონა მარტინს აწვდიდა იმდენ წყალს, რამდენიც სჭირდებოდა ყოველდღე. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ ზრუნავს ყოვლისშემძლე ღმერთი თავის მონაზე. მაგრამ კაცთა მოდგმის უძველეს მტერს შეშურდა წმინდანის სათნობებისა და მღვიმიდან მის გასაძევებლად ჩვეულ ხრიკს მიმართა. შევიდა თავის საყვარელ გველში და იმით აპირებდა წმინდანის შეშინებას. გველი შეძვრა დაყუდებულთან და მლოცველ წმინდანს წინ გაეშალა. როცა წმინდანი ეცემოდა მიწაზე, გველიც იქვე ახლო იწვა. წმინდა კაცს უშიშრად მიჰქონდა ხელი ან ფეხი გველის თავთან და ეუბნებოდა: "თუ ჩემს კბენას გაბედავ, ამის ნებას გაძლევო". ასე გაგრძელდა სამი დღე. საბოლოოდ, წმინდანის სიტკიცით ძლეულმა ეშმაკმა ვაებით დატოვა მღვიმე, უფსკრულში დაეშვა და პირიდან გამოფრქვეული ცეცხლით გზად ყველა მცენარე მოწვა. ამით ეშმაკმა უნებურად აჩვენა, თუ რამდენად დიდი იყო ეს მისი მძლეველი წმინდა კაცი. დაფიქრდი, რა დიდსულოვანი იქნებოდა ადამიანი, ვინც სამი დღე გველთან ერთად უვნებლად გაატარა. /წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 09:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი