მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 19 2018, 02:23 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
წმინდა პავლე
"თუ სასწაულის გარეგნულ მხარეს შევხედავთ, უეჭველია, ასეა. ხოლო თუ ყურადღებას მივაქცევთ მის შინაგან მხარეს, დამრიგებლური სიტყვით ცოდვილის მოქცევის სასწაული და მისი ნუგეშინისცემა უფრო აღმატებულია, რადგან მკვდრეთით აღდგომისას აღდგება ხორცი, რომელიც ოდესმე კვლავ მოკვდება. პირველ შემთხვევაში კი სული საუკუნო სიცოცხლისთვის არის განკუთვნილი. შენი აზრით, რომელი უფრო დიდი სასწაულია? ლაზარე, რომელიც, რა თქმა უნდა, მორწმუნეთა რიცხვს ეკუთვნოდა, უფალმა ხორცით აღადგინა, სავლე კი სულიერად. ლაზარეს სათნოებებზე, ხორცით მკვდრეთით აღდგომის მერე, არაფერი თქმულა, მაგრამ რასაც ამბობს წმინდა წერილი პავლეს სათნოებებზე მისი სულიერად აღდგომის მერე, ამას ჩვენი სუსტი გონება ვერ დაიტევს: მისი ქადაგებებით ყველაზე გასასტიკებული სულები ღვთისმოშიშების გზას ადგებოდნენ, მას სურდა, მომკვდარიყო ძმათათვის, რომელთა სიკვდილი ადრე უხაროდა, ზედმიწევნით იცოდა წმინდა წერილი, თავს უვიცად აღიარებდა, იცოდა ქრისტე, ისიც მხოლოდ ჯვარცმული; თუ ადრე, მოქცევამდე, მახვილით დასდევდა ქრისტეს, მოქცევის მერე სიხარულით დაითმენდა მისი სახელისთვის კომბლის ცემას; თვითონ მოციქული იყო დიდებული, მაგრამ თავის თავს ის მოწაფეთა შორის უმცირესად თვლიდა, აღიტაცებოდა და ჭვრეტდა მესამე ცის საიდუმლოებებს, მაგრამ, ამავე დროს, სიყვარულით აღძრული, გონების თვალთ საქორწინო ურთიერთობის მოწყობასაც მიაპყრობს, როცა ამბობს, ცოლი ქმარს, დაე, საკადრის სიყვარულს მიაგებდეს, ასევე ექცეოდეს ცოლსაც ქმარიო; ანგელოზების დასთან ერთად სულიერ ჭვრეტას მიცემული, არ უგულებელყოფს საბერო საქმეთა განგებულებაზე ფიქრსაც. უხარია უძლურების ჟამს, მისთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი - შესაძინელი. ცხოვრობდა ხორცში, მაგრამ ამ დროს უხორცო იყო. აი, როგორ ცხოვრობდა ის, ვინც გრძნობადი ცხოვრებიდან ღვთისმოშიშების ცხოვრებისკენ მიექცა! ასე რომ, ხორციელად მკვდრეთით აღდგომა ნაკლები სასწაულია, თუკი ხორცის აღდგომასთან ერთად სულიც არ გაცოცხლდება. ასე რომ, ხილული სასწაულის საშუალებით კაცი შინაგანადაც უნდა გაცოცხლდეს, ისევე როგორც ქრისტესკენ მოქცევისას." /წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი