ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
marine |
Dec 27 2006, 11:35 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 16 2018, 07:50 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თანამედროვე მამის, წმინდა პეტრეს და პავლეს ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ცხოვრებიდან ორ ამბავს გავიხსენებთ მისივე მონათხრობის მიხედვით:
ერისკაცობისას, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ერთი თანაკურსელი გოგონა მოსწონდა, რომელიც ეკლესიაში დადიოდა. მაშინ ვერაფრით იგებდა, როგორ შეიძლებოდა, ჯვარცმულისთვის ეცა თაყვანი. სიონშიც იმის შესამოწმებლად შევიდა, შეეტყო, ქრისტიანები მუხლს თუ იდრეკდნენ ჯვარცმის წინაშე, რათა მერე გოგონასთვის დაეცინა: განათლებული ხარ და ჯვარცმულს როგორ უჩოქებო. ამ მიზნით დაიწყო სახარების კითხვა. ბოლომდე რომ ჩაიკითხა, აღმოხდა: "უფალო, შენ ყოველთვის ჩემთან იყავი, მაშინაც, როცა შენი სახელი არ ვიცოდიო". ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მის ცხოვრებაში. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, უნივერსიტეტს თავი ანება და სემინარიაში ჩააბარა. როცა უფლის მიერ მისი მღვდლობა უნდა გადაწყვეტილიყო, მამა არჩილმა სიზმარი ნახა: "სიონში შევედი (სიზმარში). ენით აღუწერელი სილამაზე იყო, რაღაც უჩვეულო შვიდფერი ციალი ანათებდა ტაძარს. გამიკვირდა, საიდან მოდის-მეთქი ეს ნათელი. სხივებს თვალი რომ გავადევნე, წმინდა ტრაპეზზე დასვენებული სახარება დავინახე. იმ სახარებას ჰგავდა, პატრიარქი რომ ხმარობს წირვა-ლოცვისას, მაგრამ უფრო ძვირფასი, პატიოსანი ქვებით შემკული იყო. მისგან გამოდიოდა ეს სპექტრი სინათლისა და მთელ ტაძარს აელვარებდა. რაღაც ძალამ კანკელთან მიმიყვანა. კანკელის უკანა მხრიდან, სადაც ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული, შავად მოსილი ყოვლადწმინდა ქალწული გამობრძანდა. ტრაპეზიდან სახარება აიღო და, აღსავლის კარში მდგარმა, ჯვარი გადამსახა. სახარებას რომ ვემთხვიე, ძალიან ტკბილი ხმით მითხრა: შვილო არჩილ, ეს შენი გახდება, მალე ჩემთან იქნებიო". მალე მამა არჩილი მღვდლად აკურთხეს და დიდუბის ტაძარში გაამწესეს. იქ კანკელზე შავად მოსილი ღვთისმშობლის ხატია გამოსახული. მასში მამა არჩილმა სიზმრისეული სახარებით მაკურთხეველი ქალწული შეიცნო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი