ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
marine |
Dec 27 2006, 11:35 AM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 19 2018, 08:37 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უდაბნოდან ქალაქ ტარსუში მიმავალი ორი ბერი ღამის გასათევად სასტუმროში შეჩერდა. იქ სამ ყმაწვილს შეხვდნენ, რომელთაც მეძავი დედაკაცი ახლდათ. დაბნეული ბერები ჩამოსხდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა სახარება ამოიღო და კითხვა დაიწყო. კითხვა რომ მოესმა, დედაკაცმა ყმაწვილებს თავი ანება და ბერებთან მივიდა, იქვე ჩამოჯდა და ყურადღებით უსმენდა.
ბერმა კითხვა შეწყვიტა და გაბრაზებულმა ჰკითხა: როგორ არ შეგრცხვა ჩემი, აქ რომ ჩამომიჯექიო. "ნუ მომიძაგებ, მამაო, თუმცა დიდად ცოდვილი ვარ, მაგრამ მწამს, რომ უფალი ხელს არ მკრავს, ისევე, როგორც არ ჰკრა ხელი ცოდვილ დედაკაცს". "მაგრამ ის დედაკაცი ქრისტესთან შეხვედრის მერე აღარ დაბრუნებია ცოდვას..." "მწამს, რომ ღვთის ძის შეწევნით, ამიერიდან აღარც მე დავუბრუნდები, ოღონდ მასწავლეთ, როგორ მოვიქცე". ბერებმა დედაკაცი დედათა მონასტერში მიიყვანეს, აღკვეცეს მონაზვნად, მარიამი უწოდეს, იღუმენიას ჩააბარეს და თვითონ წავიდნენ. მარიამმა კი დანარჩენი ცხოვრება ლოცვასა და სინანულში გაატარა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 08:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი