"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
marine |
Jan 29 2016, 08:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს.
იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვირით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას". "ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად". /სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ (დოდო) ღლონტი/ ვისაუბროთ უფლის ყველა იგავზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 21 2018, 12:40 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- საინტერესოა ისიც, თუ ვისთვის ქადაგებდა უფალი იგავებით.
- ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები თურმე ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა, ახალი ფორმის ძიების ნაცვლად, ნაცნობი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად. იგავი მან ღვთის სიტყვით განმსჭვალა და გასაოცარი ცხოველმყოფელობა მიანიჭა. იგავს, როგორც კარგად გამომწვარ თიხის ჭურჭელს, უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა - გაასულიერა. უფალმა იგავის ღირსების ამაღლება ინება და იგი შერაცხა იმ საუკეთესო შუამავლად, რომელსაც "ბნელსა შინა" და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი (ლუკა 1,79) ნაცნობიდან უცნობისკენ მიჰყავს, უმეცრების კარს ცოდნის ამ დიდებული გასაღებით შეაღებინებს, მათ გონებისთვალსა და გულისყურს ნათელს მიაფენს. უფლის უსაზღვრო კაცთმოყვარეობა იმითაც მჟღავნდება, რომ იგავებით ქადაგებისას იგი მსმენელს საშუალებას აძლევს, თვითონ ჩასწვდეს სათქმელს, თავად ეძიოს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება, რაშიც სწორედ იგავური თხრობის უნიკალური შესაძლებლობები ეხმარება. იგავი ხომ უაღრესად სახალისოა, თან გაცილებით იოლად აღსაქმელი და ადვილად დასამახსოვრებელი. იგი შედარება-შეპირისპირების ნაირგვარ საშუალებას იძლევა, მონდომებულ მსმენელსა და მკითხველს ცნობისწადილს აღუძრავს და ძიებისკენ უბიძგებს. იგავიდან ბუნებრივად ამოიზრდება შეკითხვები - ამასაც ითვალისწინებდა უფალი, რათა ქადაგებისას ღვთის სიტყვის მაძიებელი შეკითხვებით მისულიყო მასთან. ხშირად სწორედ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მიმართავს უფალი იესო იგავს. შემკითხველი ზოგჯერ თავად იესოა (იგავის თხრობისას ან იგავის დასასრულ). უფალი მსმენელს შეკითხვას იმიტომ კი არ უსვამს, რომ მან პასუხი არ იცის, არამედ იმ მიზნით, რომ თავად მსმენელი დააფიქროს, მასვე აპოვნინოს პასუხი." /მარიამ (დოდო) ღლონტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი