"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
marine |
Jan 29 2016, 08:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს.
იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვირით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას". "ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად". /სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ (დოდო) ღლონტი/ ვისაუბროთ უფლის ყველა იგავზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 21 2018, 09:43 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- რა მიზანი აქვს სახარების იგავს?
- სახარებაში უფალი იესო რამდენჯერმე ამბობს: "რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!" (მათე 13,9) - ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოსო! უფალი ამ სიტყვებს დასკვნის სახით დაურთავს ხოლმე იგავის თხრობის ან განმარტების ბოლოს. იგავთა მთხრობელი იესო ამით მსმენელის ყურადღებას ძაბავს, რათა მან მართებულად და შეუმცდარად მიიღოს იგავური სათქმელი. მოწაფეები თავის მოძღვარს, უფალ იესოს, ეკითხებიან: "რაისათვის იგავით ეტყვი მათ?" (მათე 13,10). უფალი თავის მოწაფეებს იმასაც აუწყებს, რომ ხალხს არ მისცემია ცათა სასუფევლის საიდუმლოს ცოდნა, მათ კი, უფლისგან გამორჩეულთ, ეს ცოდნა მიეცათ, თუმცა ის ჯერ არ იყო სრულყოფილი, სანამ სულიწმინდა არ გადმოვიდა მათზე. სწორედ გამოუცდელი მსმენელის, ხალხის "ჩვილი ქრისტესმიერობა" მიიღო მხედველობაში გულმოწყალე უფალმა, როდესაც იგავსა და თხრობის იგავურ წესს მიანიჭა უპირატესობა ქადაგებისას. მეტი თვალსაჩინოებისთვის უფალი იესო ხალხს უქადაგებდა "განმარტებულითა სიტყვითა" - როგორც წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს. ამიტომაც არის, რომ უფალი იესო ქრისტეს იგავები გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი უბრალოებით, სიცხადითა და სიწმინდით. სახარების იგავის შინაარსი უმეტესწილად აღებულია ყოველდღიური ცხოვრებიდან, საქმიანობიდან, ურთიერთობიდან, ყველასთვის ნაცნობი და გასაგები ვითარებიდან..." /მარიამ (დოდო) ღლონტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი