მტკივა სამაჩაბლო... :( |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტკივა სამაჩაბლო... :( |
marine |
Jul 24 2017, 08:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,243 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მტკივა სამაჩაბლო... სევდისგან ვმუნჯდები და ვერაფერს ვამბობ, როცა მახსენდება საქართველოს ეს თბილი ნაწილი... მტკივა დანგრეული და შელახული სიწმინდეები, ჩვენი ტაძრები... ყველა ლტოლვილი მეცოდება... მათი საცხოვრისი მიწასთანაა გასწორებული...
ამ თემით მინდა ყველა ქართველს ახსოვდეს რომ სამაჩაბლო ჩვენია და დაგვიბრუნდება, თუკი მთელი ერი, ყველა ქართველი (მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ცხოვრობს თუ მის საზღვრებს გარეთ), ზნეობრივად ვიცხოვრებთ და უფალს არ განვარისხებთ ჩვენი ცოდვებით... "ძალზე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს აგვისტოში. წესით, ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა ჩვენთვის, ქართველებისთვის. ბევრი არ მოელოდა ასეთ რამეს ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ შეგვახსენა, რომ ეს ომი ძალიან ჰგავდა თურქობას, არაბობას, მონღოლობას... იგივე განმეორდა, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. არ მოველოდით ასეთ რამეს და სრულიად გაოგნებულები შევხვდით საბრძოლო მოქმედებებს." /დეკ. თეოდორე გიგნაძე "კარიბჭე" N21, 2008, გვ.9/ "მახსენდება სოფელ საქაშესთან ნანახი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც მე და სოფელ ვარიანის მღვდელმსახურს, მამა თადეოზ ქებაძეს, მიგვასწავლეს ადგილობრივებმა. საკაცეზე იწვა. თვალღია ზეცაში მაყურებელს ტკივილით დაელია სული. როგორც ჩანს, დაჭრილი იყო და გამოჰყავდათ. საოცარი გრძნობა დამეუფლა - თითქოს თვალწინ გამირბინა მისმა ცხოვრებამ. მომავლის იმედებითა და ოცნებებით სავსე მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე... ერთი რამ კი მწამს - ის ადამიანი სასუფეველში საქართველოსთვის შეწირულ გმირებს შეუერთდა. თბილისში ჩამოსულს გამუდმებით წარმომიდგებოდა იქ ნანახი ცხედრები, ადამიანთა გაწამებული სახეები, გაბზარული ხმები, გადამწვარი სახლები და გაუდაბურებული სოფლები... და რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდი თავს. თითქოს დანაშაულის გრძნობას გდევს თან, გავალდებულებს, შენგან რაღაც უფრო ამაღლებულს მოითხოვს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება თანამემამულეთა სისხლით არის გამოსყიდული..." /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.5/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 22 2018, 09:10 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,243 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მათ [დევნილებმა] ყველაფერი დაკარგეს. იქ სული დარჩათ, აქ კი შინ დაბრუნების იმედი გამოჰყვათ."
ლელა მაზმიშვილი: "შეშინებული დედა შემოვიდა, კანკალებდა. მე ვიჯექი და ვტიროდი. დედამ ტირილით თქვა: "აბა, გავიქცეთ!" ისე გამოვიქეცით, არაფერი წამოგვიღია; ჩემი ახალი წიგნები, დისკები და შარიკა დამენანა. მივრბოდით ტყის გზაზე და შორს ჩანდა ჩვენი ძაღლი... მალე დაღამდა. ისე ისროდნენ, ცა საოცრად იყო განათებული, ცეცხლმოკიდებული სახლებიც ჩანდა. დედას ჩავეხუტე. ორივე ვტიროდით". "აგვისტოს ომის შემდეგ კი მეორე სახლიც მივატოვეთ. ისევ ხელცარიელები წამოვედით. ბებო მაინც იქ დარჩა იმედით - გავიმარჯვებთო. ძალიან მძიმე დღეები გამოიარა. ერთი კვირა ორასლიტრიან კასრში იმალებოდა, რუსებს რომ არ ეპოვათ და არ მოეკლათ. ღვთის ძალამ გადაგვარჩინა". "ახლა კი მხოლოდ ის სიცარიელე დგას ჩემს სულში, რომელიც მოგონებებით ივსება ხანდახან... აღარ ვნერვიულობ საკუთარ სახლზე, საკუთარ საწოლზე, ჩემს საყვარელ ნივთებზე, ფოტოსურათებზე და იმაზე, რომ მეორედ დევნილი გავხდი... მტკივა მხოლოდ ის, რომ ვერ ვხედავ იმ პეიზაჟს, რომელიც სიმშვიდეს მგვრიდა, ვერ ვსუნთქავ ჰაერს, რომელიც სიხარულით მავსებდა და ვერ ვსვამ წყალს, რომელსაც ვერსად დალევ ისე გემრიელად, როგორც იქ". ლია და დიანა ჩალაურები: "ეს იყო დღეები, რომლებიც არ ღამდებოდა. გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, ცუდი სიზმარი, მოსულიყო დედა და ეთქვა: "გაიღვიძეთ, ეს ცუდი სიზმარია!" ტიროდნენ მეზობლის ბავშვები და მშობლები ამშვიდებდნენ, - ქუხს და უნდა იწვიმოსო. ფიქრობ ყველაფერზე - მშობლებზე, ახლობლებზე, სახლსა და პატარა ძაღლზეც კი... და გეშინია, დაკარგო შენი წარსული, საუკეთესო წლები და დაკარგო ადგილი, რომელიც საქართველოს გულია - შიდა ქართლი..." /"კარიბჭე" N16, 2009, გვ.36-37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 02:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი