"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
marine |
Jan 29 2016, 08:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს.
იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვირით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას". "ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად". /სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ (დოდო) ღლონტი/ ვისაუბროთ უფლის ყველა იგავზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 23 2018, 05:05 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
იგავი მეგობრის თხოვნაზე
"რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, შუაღამისას მივიდეს მასთან და სთხოვოს: მეგობარო, მასესხე სამი პური, ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე; და მან კი შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, რადგან კარი უკვე დაკეტილია, შვილებიც ლოგინში მიწვანან, ვერ ავდგები და ვერ მოგცემ პურს, - გეუბნებით თქვენ: თუ თავს მოაბეზრებს და დაჟინებით მოსთხოვს, მეგობრის ხათრიც რომ არ ჰქონდეს, მაინც ადგება და იმდენ პურს მისცემს, რამდენიც სჭირდება". ლუკა 11,5-8 ლოცვა ნუ მოგბეზრდება ერთხელ უფალ იესოს მოწაფეებმა სთხოვეს: გვასწავლე, როგორ ვილოცოთო. უფალმა მათ "მამაო ჩვენოს" ლოცვა ასწავლა და უამბო იგავი "მეგობრის თხოვნაზე". უფალი იესო ქრისტე ხშირად ლოცულობდა: ხან მთის წვერზე განმარტოვდებოდა, ხან კიდევ თავის მოწაფეებთან ერთად დადგებოდა ლოცვად. ზოგი ყოველდღე ლოცულობს, მთელი გულით ესაუბრება უფალს. მაგრამ ზოგიერთი, მაშინვე თუ არ აუსრულა უფალმა თხოვნა, გულს აიყრის ხოლმე და აღარ ლოცულობს. შენც რომ ასე არ დაგემართოს, კარგად დაუკვირდი, რას გასწავლის უფალი ამ იგავით. პურის მთხოვნელი მლოცველია. მას მეგობარი ესტუმრა, მაგრამ ვერ უმასპინძლა, შინ პურიც კი არ აღმოაჩნდა. სტუმრად მოსული მეგობარი მისი კეთილი ანგელოზია. სანამ მფარველი ანგელოზი არ ეწვია და არ გამოაფხიზლა, მანამდე ვერც იმას ხვდებოდა, რომ არაფერი ჰქონდა, და არც თავისი ზეციური მეგობარი - უფალი იესო ქრისტე გახსენებია. რატომ ითხოვს ეს მლოცველი მაინცდამაინც სამ პურს? იმიტომ, რომ მლოცველმა ქრისტიანმა, უპირველესად, ყოვლადწმიდა სამების მადლი უნდა ითხოვოს უფლისგან. უფლის შეუწევნელად კეთილ საქმეს ვერ გააკეთებ. გაჭირვებული ადამიანის შველას რომ დააპირებ, უფალს შესთხოვე, ძალა მოგცეს ამისთვის, და აუცილებლად გადმოვა შენზე მადლი ყოვლადწმიდისა სამებისა. იქნებ გაგიკვირდა, რომ მეგობარმა ჯერ უარი უთხრა პურის მთხოვნელს; არც ლოგინიდან ადგა, არც კარი გაუღო - შვილებს ვერ გავაღვიძებო! თუ უგერგილოდ ილოცებ ან მარტო გაჭირვებაში გაგახსენდება უფალი და ეკლესია, შენს ლოცვას ძალა არ ექნება და ვერც ხმას მიაწვდენ შენს ზეციურ მეგობარს. როგორც კი მთელი გულით ინდომებ, უფალს მიმართო, ეკლესიაში მიდი სალოცავად და კარი არასოდეს დაგხვდება დაკეტილი. გულგრილად მლოცველი თვითონ იკეტავს ამ კარს, გულმოდგინე მლოცველს კი უფალი მფარველობს. ისწავლე გულმოდგინე ლოცვა და უფლის მფარველობა არასოდეს მოგაკლდება." /მარიამ (დოდო) ღლონტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი