სიმშვიდე... მყუდროება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიმშვიდე... მყუდროება... |
marine |
Sep 30 2017, 10:18 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს."
"დიდი მამა იყო მიქაელ პარეხელი. მიუხედავად ამისა თავის თავს მაინც არ ესვიდა. როცა ეშმაკმა კლდიდან გადმოაგდო, შეწევნისთვის თავის სულიერ ძმას, წმინდა გრიგოლ ხანძთელს მიმართა. მანაც ხისგან შეკრა ორი ჯვარი, აღმართა მისი სენაკის მახლობლად ორ მხარეს და უთხრა: ამ ორ ჯვარს შორის იყავი და არაფერი დაგემართებაო. წმინდა გრიგოლის ლოცვით პოვა მამა მიქაელმა სიმშვიდე, რადგან "არა სიმართლეთა თვისთა ესვიდა, არამედ ღმრთისა მხოლოისა მინდობითა მოიყვანა მოძღვარი თვისი და სულიერი ძმა გრიგოლ შემწედ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 23 2018, 05:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“როცა უფალი მობრძანდა, მოციქულებს უთხრა: "მშვიდობა თქვენთანა". უფალმა მათ ადამიანური მშვიდობა კი არ უსურვა, არამედ ღვთაებრივი. რატომ არ უსურვა ადამიანური მშვიდობა? რადგან კაცი ყოველთვის ცვალებადია. შეიძლება დღეს იყოს მასში მშვიდობა, ხვალ კი შფოთი წამოიწყოს. სიყვარულს სიძულვილი ენაცვლება. რა სძულს ადამიანს? ისევ ადამიანი. როცა პირიქით, უნდა უყვარდეს. ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა ყოველივე, რასაც ვხედავთ და მოვიხმართ. წყალში - თევზი, ცაში - ფრინველი, დედამიწაზე პირუტყვიც შენ გემორჩილება და გამოიყენე იგი შენს სასარგებლოდ, - ბრძანებს უფალი”.
/მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი