რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
marine |
Jan 4 2016, 05:06 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიტყვა "ისტორია" ლათინურია და ქართულად ქვეყნის ამბავს ნიშნავს". /"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 62/ "ყველა ადამიანისთვის აუცილებელია იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, რადგან წარსულის გარეშე აწმყო და მომავალი უსაფუძვლოა". /"კარიბჭე" N10, 2015, გვ. 26/ „ისტორია არის წინასწარმეტყველება წარსულში, შესაბამისად, მომავალშიც“. /მამა გიორგი (სხირტლაძე) „კარიბჭე“ N27, 2015, გვ.60/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 4 2018, 07:45 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განსაკუთრებით აღსანიშნავია [დავით] გურამიშვილის ალღო ისტორიის მიმართ. ისტორიულ მოვლენათა სწორი კვალიფიკაციით, ანალიზითა და განზოგადების ძალით "დავითიანი" ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია. სხვათა შორის, ისტორიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ თვით ფაქტების გადმოცემის სიზუსტეშიც გურამიშვილი მეტწილად ბევრად უფრო სანდო და ობიექტურ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე მისი თანამედროვე მემატიანეები.
გურამიშვილი პირუთვნელი მეისტორიეა, ჟამთააღმწერლის პრინციპის გამგრძელებელი, იმ პრინციპისა, რომ "ისტორია ჭეშმარიტების მეტყველება არს და არა თვალახმა ვისთვისმე". ესეც "შინაგანი სიმართლის" ხმითა და პატიოსნების ღრმა გრძნობით არის ნაკარნახევი. საქართველო კატასტროფის წინაშე დგას. სიმართლეს, რაგინდ მწარეც არ უნდა იყოს იგი, თვალებში უნდა შევხედოთ, რადგან სიმართლის ღალატი უფლის, ქვეყნისა და ხალხის ღალატია. თუმცა სიმართლის აღიარება საშიშია და გაბედულებას მოითხოვს" /"კარიბჭე" N15, 2011, გვ.17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი