შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ |
S!NDROM |
Feb 13 2007, 02:10 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 13-February 07 წევრი № 1,067 |
შუშანიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავი გასწირა საქართველოსთვის
|
marine |
Jul 7 2018, 09:06 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქმრისაგან ქრისტეს ღალატი ვერ აიტანა წმინდა შუშანიკმა და უარი თქვა მასთან სარეცლის გაზიარებაზე. განრისხებულმა ვარსქენმა მრავალგზის გვემა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა, ბოლოს კი ციხეში ჩააგდო.
6 წელი ციხეში ყოფნისას წმინდა შუშანიკი "წესიერებითა საღმრთოითა ყვაოდა": მარხვით, მარადის მღვიძარებით, ფეხზე დგომით, მეტანიათა აღსრულებით. დიდმარხვაში არც დღე და არც ღამე არ ჩამოჯდებოდა, არც იძინებდა, არც საჭმელს მიიღებდა. მხოლოდ კვირა დღეს, ზიარების შემდეგ, მცირე რამ მოხარშულ ბალახს შეჭამდა. აღდგომამდე პურს არ ეკარებოდა. ციხეში სასთუმლად აგური ჰქონდა, ქვეშაგებად - ძველი ჭილოფი. "საგვემელად სულისა" ტანთ ძაძა ემოსა, მაგრამ ამას კაცთაგან ფარავდა და ზევიდან ანტიოქიის პალეკარტი ეცვა. მისი სახელი მთელ ქართლში იყო განთქმული. მოდიოდნენ მასთან მამანი და დედანი, აღუთქვამდნენ შესაწირს და წმინდა შუშანიკის ლოცვით მიმადლებდა მათ კაცთმოყვარე ღმერთი: უშვილოს - შვილს, სნეულს - კურნებას, ბრმას - თვალთა ახილვას. წმინდა შუშანიკი დღედაღამ ფსალმუნებდა. ფეხზე დგომისა და გვემისგან გაჩენილ წყლულებში მატლნი ფუოდნენ. წმინდანი კი ამბობდა: თუ რაიმეს ღირსი ვარ უკანასკნელი ვენახის მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, იყავით თქვენცა ყოველნი კურთხეულნი უკანასკნელ ჟამამდე. მეშვიდე წელს გარდაიცვალა წმინდა შუშანიკი. მისი წმინდა ნაწილნი თბილისში, მეტეხის ტაძარშია დასვენებული." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი