ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
ვალერი |
Jan 18 2007, 07:06 PM
პოსტი
#1
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ამ თემაში დავდოთ ის საინტერესო დოკუმენტები თუ ჩანაწერები რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, ისტორიას ეხება და არა მარტო ჩვენ ისტორიას, საერთოდ მსოფლიო ისტორიას.
”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემით ქართლი თავდაპირველად ეწოდებოდა ქართველთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის მიერ მცხეთის პირდაპირ მთაზე აშენებულ სიმაგრეს და რეზიდენციას. აქედან მისი სახელი ეწოდა ჯერ მთას და შემდეგ-მთელ ქვეყანას, რომლის ცენტრიც ეს ადგილი იყო: ”ერქვა მთასა მას ქართლი. და ამის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი”. მართლაც, ძველად ქართ-ი(ქართა) ეწოდებოდა შემოზღუდულ, გამაგრებულ ადგილს. მეგრულში და ზოგიერთ დასავლურ ქართულ დიალექტში(მაგ.: იმერულში, გურულში) დღესაც ქართა აღნიშნავს შემოფარგლულ ადგილს, რომელშიც ათავსებენ შინაურ ცხოველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე სიმაგრის, გამაგრებული ადგილის აღმნიშვნელმა ამ სიტყვამ მოგვიანებით მხოლოდ ცხოველთათვის შემოზღუდული ნაგებობის მნიშვნელობა შეინარჩუნა, ე.ი. ქვეყნის ცენტრს ერქვა ქართლი ანუ გამაგრებული ადგილი და შემდეგ ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ო.ჯაფარიძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.-საქართველოს ისტორია X კლასისათვის. გამომც. ”ცისარტყელა”. -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
marine |
Jul 9 2018, 04:58 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აშოტ კურაპალატის ძემ, ადარნასემ, სჯულიერი მეუღლე, ასული ბაგრატ შაროელისა ხელმწიფისა, მეძავი დედაკაცის შესმენით განიშორა და გაგზავნა უკან, აფხაზეთში. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ამხილა ადარნასე, მაგრამ მან ყურად არ იღო ეს მხილება და სხვა ცოლი მოიყვანა.
მაშინ წმინდა გრიგოლმა უწინასწარმეტყველა: ამ ცოდვის გამო დასნეულდები, ხოლო შენი შვილნი ეშმაკეულნი შეიქმნებიან. ვერ განიკურნოთ, სანამ იქ უსამართლოდ დასჯილი ღვთის მხევალი არ შეგინდობთ. თუმცა დედოფალი ამ დროს გარდაცვლილი იქნება, მაგრამ შენმა შვილებმა მის საფლავთან მიიღონ შენდობაო. მართლაც, ადარნასეს მალე ნიკრისის ქარი შეეყარა და იგვემებოდა ფრიად. მაშინ კი ინება და ცოლყოფილს მოციქული გაუგზავნა - "შენდობა გამომითხოვეო მისგან". მივიდა კუპრა (ასე ერქვა მოციქულს) ფერსათის მონასტერში და იხილა თავისი დედოფალი ბევრელი, რომლისთვისაც მონაზვნობაში ანასტასია უწოდებიათ. დედა ანასტასიას შეურაცხი ჩოხა ეცვა, ემოსა სქემა და ზურგზე შეშა ჰქონდა მოკიდებული. კუპრა შეევედრა მას: ქრისტეს ნების მყოფელო, შეუნდე ჩემს ბატონს და ნუ დაწყევლიო. დედა ანასტასიამ უპასუხა: - ქრისტეს გეფიცები, არასოდეს დამცდენია წყევლა ბაგეთაგან და არც ის დამიწყევლია. ღმერთმა შეუნდოს ცოდვანი ადარნასეს და განიკურნოს სულით და ხორცითო. იმწამსვე გამოჯანმრთელებულა ადარნასე. დედა ანასტასიამ დიდი მოთმინებით, თავმდაბლობით, მოღვაწეობით განვლო ცხოვრება, ხოლო მისი საფლავის მიწას, როგორც სიწმინდეს, მიიღებდნენ მორწმუნენი და იკურნებოდნენ. ადარნასეს სამი ვაჟი ეშმაკისგან იტანჯებოდა. გაგზავნა ისინი დედის საფლავთან, შეურაცხი სამოსლით მოსილნი და ურიცხვი შესაწირით. რაჟამს ილოცეს საფლავთან მეფის ვაჟებმა, მყის განიკურნენ." /"კარიბჭე" N13, 2006, გვ.11/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი