მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 9 2018, 06:44 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უძველესი გადმოცემა გვაუწყებს, რომ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომ რამდენიმე წლის განმავლობაში მოციქულები იერუსალიმში ცხოვრობდნენ და საქადაგებლად მხოლოდ ახლომახლო ადგილებში მიმოდიოდნენ. სხვა ქვეყნებში ისინი მაშინ წავიდნენ, როცა სახარება მთელ იუდეაში გაისმა.
წასვლის წინ მაცხოვრის მოწაფენი ერთად შეიკრიბნენ, ჯერ ილოცეს და შემდეგ წილი ყარეს, ვის სად ექადაგა. ზოგიერთი ძველი ავტორი იმასაც გვამცნობს, რომ ერთმანეთთან განშორების წინ მათ ღმრთაებრივი ზეშთაგონებით მრწამსის მოკლე სიმბოლო შეადგინეს, რომელიც რამდენიმე სიტყვით გადმოსცემდა საქადაგებელი მოძღვრების ძირითად არსს. ეს სიმბოლო, რომელიც ეკლესიის ისტორიაში მოციქულთა სიმბოლოს სახელწოდებითაა ცნობილი, 12 წევრისაგან შედგება: 1. მრწამს მამა ღმერთი ყოვლადძლიერი; 2. შემოქმედი ცისა და ქვეყანისა; 3. მრწამს იესო ქრისტე, მხოლოდშობილი ძე მისი, უფალი ჩვენი; 4. რომელიც სულიწმიდისაგან ჩაისახა და ქალწული მარიამისაგან იშვა; 5. პილატე პონტოელის დროს ევნო და ჯვარს ეცვა, მოკვდა და დაიფლა; 6. ჯოჯოხეთში ჩავიდა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა; 7. ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით ყოვლისშემძლე მამა ღმერთისა; 8. მრწამს სული წმიდა; 9. საყოველთაო წმინდა ეკლესია; 10. კავშირი წმინდანთა; 11. აღდგომა ხორცისა; 12. მარადიული ცხოვრება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი