მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 9 2018, 07:06 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქრისტეს მოძღვრება იქადაგა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მცირე აზიაში, შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებში საქართველოსა და სკვითიაში (დღევანდელ რუსეთში), რომელსაც, იმის გამო, რომ მისი მცხოვრებნი უხეშობითა და სისასტიკით გამოირჩეოდნენ, თვით ყველაზე გაბედული მოგზაურებიც კი ერიდებოდნენ.
ძველი მატიანენი გვაუწყებენ, რომ ანდრია პირველწოდებულმა ჭეშმარიტი სარწმუნოება ტავრიის ხერსონესში (დღევანდელი ყირიმის ნახევარკუნძული) იქადაგა, აქედან დნეპრს აუყვა და იმ ადგილამდე მიაღწია, სადაც დღეს კიევია. გადმოცემის მიხედვით, იქ მას მთაზე ჯვარი აღუმართავს და თავისი თანამგზავრებისთვის უთქვამს, რომ ამ ადგილას გაბრწყინდებოდა მადლი ღმრთისა, აღიმართებოდა წმინდა ტაძრები და ნათელი ჭეშმარიტი მთელ ქვეყანას მოეფინებოდა. მოციქულს ნოვგოროდამდეც მიუღწევია. როგორც ჩანს, სკვითები მას არ დევნიდნენ, მაგრამ არც ის ვიცით, ახალი სარწმუნოება მათგან ბევრმა ირწმუნა თუ ცოტამ. სამაგიეროდ, წმინდა ანდრიას დიდი ტანჯვა მიაყენეს ქალაქ სინოპის მცხოვრებლებმა. აქედან მოციქული ბიზანტიონში გადავიდა, სადაც ეკლესია დააარსა და ეპისკოპოსად სტაქე დააყენა, რომელსაც პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში იხსენიებს. ამის შემდეგ იგი საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჩავიდა, სადაც მოწამებრივი აღსასრულის ღირსი გახდა. წმინდა ანდრიამ პატრაში მრავალი მოაქცია, მათ შორის - ამ მხარის მმართველის ძმა და მისი ცოლი. ეს რომ შეიტყო, განრისხებულმა მმართველმა მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ ღმრთაებრივი სიტყვის მოსმენას მოწყურებული ადამიანები მოციქულს საპყრობილეშიც აკითხავდნენ. ისე რომ, ქრისტიანთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა. მაშინ შეფიქრიანებულმა მმართველმა წმინდა ანდრია თავისთან იხმო და ყოველი ღონე იხმარა, რათა მას ქრისტე უარეყო. "როგორ შეიძლება რწმენა ადამიანისა, რომელიც, ვითარცა ბოროტმოქმედი, ჯვარს აცვეს?" - გაოცებით კითხულობდა იგი. მოციქული უხსნიდა, რომ უფალი ჯვარზე არა უძლურების გამო, არამედ თავისი ნებით, ადამის მოდგმის სიყვარულისა და ეშმაკის ტყვეობიდან მისი დახსნისთვის ეწამა, მაგრამ მმართველისათვის სიყვარულის გამო გაღებული მსხვერპლი გაუგებარი აღმოჩნდა და წმინდა ანდრიას ჯვარზე გაკვრა მიუსაჯა. იგი ვერ მიხვდა, რომ წამების ეს სამარცხვინო იარაღი, მას შემდეგ, რაც მასზე ქრისტე აღესრულა, უკვე კურთხეული იყო. განაჩენი რომ მოისმინა, მოციქულმა ჯვრის სადიდებელი წარმოთქვა: "ო, ჯვარო, უკვე კარგა ხანია საყვარელო! ადამიანთაგან წამიყვანე და ჩემი თავი ჩემს მასწავლებელს გადაეცი. დაე, მან ვინც შენით მიხსნა, შენითვე მიმიღოს". წამება რომ გაეხანგრძლივებინა, მმართველმა წმინდა ანდრიას ჯვარზე არა მილურსმვა, არამედ მიკვრა ბრძანა. ხალხი ღელავდა, რადგან მოციქულის შეყვარება უკვე მოესწრო. მრავალი მათგანი ყვიროდა: "რისთვის იტანჯება ეს წმინდა კაცი, მეგობარი უფლისა?" ჯვარზე გაკრული წმინდა ანდრია კი ისევ ხალხს მოძღვრავდა და ერთმანეთის სიყვარულს, პატიებასა და შენდობას უქადაგებდა. "სიკვდილის არ ეშინია მას, ვინც სიმართლისთვის კვდება, რადგან მისი მეშვეობით სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებს. სიკვდილი მხოლოდ მათთვისაა საშიში, ვინც ამ ცხოვრებაში ცოდვის ტყვეობაში იმყოფება, რადგან მარადიული სასჯელი ელის. ძმებო, არ დაივიწყოთ, რასაც გასწავლიდით, გიყვარდეთ ჭეშმარიტი რწმენა და უფალი იესო ქრისტეს მცნებანი დაიცავით!" - მიმართავდა იგი ჯვრიდან მორწმუნეებს. წმინდა ანდრია ორი დღე-ღამის განმავლობაში ეკიდა ჯვარზე და თავისი მასწავლებლის მსგავსად მხოლოდ სიყვარულისა და შენდობის სიტყვებს წარმოთქვამდა. მესამე დღეს აღშფოთებულმა ხალხმა მისი ჩამოხსნა მოითხოვა. ხალხის მღელვარებით შეშინებული მმართველი თვითონ მივიდა ჯვართან და ჯარისკაცებს მოციქულის ჩამოხსნა უბრძანა, მაგრამ წმინდა ანდრია ცოცხალი აღარ იყო. მან ლოცვით მიაბარა სული უფალს. ანდრია პირველწოდებული დაახლოებით 70 წელს აღესრულა. წმინდა მოციქულს, რომლის წმინდა ნაწილებიც იტალიაში, ქალაქ ამალთეაში ბრძანდება, ეკლესია 30 ნოემბერს (ძვ. სტილით) იხსენიებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი