მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 9 2018, 07:34 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა მოციქულმა ფილიპემ (იგი არ უნდა გავაიგივოთ დიაკვან ფილიპესთან, რომელმაც იესოს მოძღვრება ეთიოპიელებს გააცნო) სახარება ჯერ გალილეაში, ხოლო შემდეგ საბერძნეთში იქადაგა, სადაც მრავალი სასწაული ჩაიდინა და მრავალი წარმართიც მოაქცია.
საბერძნეთში მცხოვრები ებრაელები მოსაკლავად დაედევნენ, მაგრამ უფალი შეეწია: მის წინააღმდეგ ამხედრებული ებრაელები უეცრად დაბრმავდნენ და მხედველობა მხოლოდ მოციქულის ლოცვის მეოხებით დაუბრუნდათ. საბერძნეთის დატოვების შემდეგ ფილიპემ ქადაგებით შორეული ქვეყნები - არაბეთი, ეთიოპია და პართია მოიარა. ბოლოს იგი დასთან, ქალწულ მარიამნასთან ერთად მცირე აზიას ეწვია, სადაც მოციქულებს - იოანე ღმრთისმეტყველსა და ბართლომეს შეხვდა. წმინდა მოციქულები ფილიპე და ბართლომე ფრიგიის ქალაქ იერაპოლისში ჩავიდნენ, სადაც მათ მრავალი წარმართი მოაქციეს და კერპთმსახურ ქურუმთა რისხვა დაიმსახურეს. ქურუმები იმან გააცოფა, რომ ახალი რელიგიური მოძღვრების გავრცელებამ მოსახლეობაზე მათი გავლენა საგრძნობლად შეასუსტა და, შესაბამისად, შემოსავლის წყაროც შეუმცირა. მათ ფილიპეს, ბართლომესა და მარიამნას ქალაქის მმართველთან უჩივლეს... შესმენილი მოციქულები კერპის ბომონის მახლობლად ჯვარზე გააკრეს, ამასთან, ფილიპე - თავდაყირა. უცებ მოხდა საშინელი მიწისძვრა, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეშინებულმა მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ ეს სტიქიური უბედურება მართალთა დასჯით განრისხებულმა ღმერთებმა დაატეხეს თავს და წამებულთა ჯვრებიდან ჩამოხსნა მოითხოვეს. ფილიპე, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უფალს თავის მტანჯველებს ავედრებდა, უკვე მკვდარი იყო. ბართლომემ წმინდა მოციქულის ნეშტი მიწას მიაბარა და თვითონ მოგზაურობა განაგრძო. მან ინდოეთამდე მიაღწია, სადაც კარგა ხნის შემდეგ მის მიერ დატოვებული სახარება აღმოაჩინეს. წმინდა ბართლომემ სომხეთში მეფის ასული განკურნა, რის საფასურადაც ხელმწიფემ დიდძალი ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ მოციქულმა არ მიიღო და შეუთვალა, რომ მას საჩუქრები კი არა, ადამიანთა სულები სჭირდებოდა, რათა ისინი ქრისტესათვის შეეძინა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი