რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 16 2018, 10:22 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფსალმუნი 20
9. "რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი" - წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ფსალმუნის ამ მუხლში წინასწარმეტყველებაა ისრაელის დაცემაზე, იერუსალიმის ცეცხლით განადგურებაზე იმის გამო, რომ მათ მაცხოვარი ჯვარს აცვეს. სწორედ ამის გამო მოიწიეს ეს სასჯელი და, როგორც წინა მუხლში ბრძანებს დავითი, უფლის მარჯვენას ვერსად დაემალებიან. მართლაც, ვერ დაემალნენ ებრაელები ღვთის მარჯვენას - მაცხოვრის ჯვარცმიდან სულ რამდენიმე წელიწადში მოეწიათ სასჯელი. იერუსალიმი სრულიად განადგურდა და ორ მილიონზე მეტი იუდეველი მოწყდა რომის იმპერიის მიერ. მათ შორის არც ერთი ქრისტიანი არ ყოფილა." "წმინდა მამებიც ბრძანებენ, რომ მეორედ მოსვლის ჟამს იუდეველთა ნაწილი მოექცევა ქრისტიანობაზე. როდესაც ანტიქრისტე გამეფდება, ისინი შეიცნობენ, რომ ის, ვისაც ელოდნენ - მესია, მხსნელი, საუკუნეების წინ მოვიდა, მათ კი ჯვარს აცვეს და არ მიიღეს." /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი