წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 19 2018, 04:00 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღირსი ათანასეს დიდ ლავრაში ოდესღაც, როცა ის ჯერ კიდევ იდიორითმული იყო, ერთი მონაზონი ცხოვრობდა, ქრიზოსთომოსი, რომელსაც ჩანთიანს ეძახდნენ. იგი თითქმის ოცი წელი ჯორების მეხრის მორჩილებას ეწეოდა.
პირუტყვს საძოვარზე გარეკავდა, ტვირთს აჰკიდებდა და მოხსნიდა, მიჰქონდა მათთვის საკვები ბაგაში და როცა მონასტერში რომელიმე ძმას ჯორი სჭირდებოდა სადმე წასასვლელად, უკაზმავდა. იგი სამეურნეო ეზოში ცხოვრობდა. როცა ნამგზავრი მამები ჯორებს უბრუნებდნენ, ის მათ საპალნეს ხსნიდა, ჩვრით ცხოველებს ოფლს სწმენდდა. იგი ჯორებზე ზრუნავდა, უყვარდა ისინი. როგორც ბრძანებს წმინდა წერილი, მართალი კაცი ცხოველებსაც იწყალებს. როცა გარდაიცვალა, ტაძრის კარიბჭეში დაასვენეს, წესი აუგეს და მონასტრის სასაფლაოზე გადაასვენეს. სავანის კარებიდან გამოვიდნენ, ჩვეულებისაებრ საკაცე მიწაზე დაუშვეს, რათა მღვდლებს უფლის წინაშე ლოცვები აღევლინათ გარდაცვლილი ძმისათვის, როგორც ამას ტიპიკონი მოითხოვს. მაშინ, როგორც ამას ჰყვებოდა უბრალო ბერი ეფრემი, გამოჩნდა ჯორების რემა. როცა ლიტია დასრულდა და გარდაცვლილი სასაფლაოზე წაასვენეს, ჯორებიც მდუმარენი, დამწუხრებულნი სასაფლაომდე გაჰყვნენ სამგლოვიარო პროცესიას. მათაც სურდათ, ბოლო პატივი მიეგოთ გარდაცვლილი კეთილისმყოფელისთვის. მამები შევიდნენ სასაფლაოზე და ჯორებიც შეჰყვნენ. და რაც ყველაზე საოცარია, როცა განსვენებული საფლავში ჩაუშვეს, ამ უტყვმა არსებებმა იწყეს ღრიალი, ჩაიმუხლნენ უკანა ფეხებზე და წინა ფეხებს მკერდში იცემდნენ, თითქოს დაიტირებდნენ გარდაცვლილს. მაშინ იქ მყოფმა მამებმა, გაოცებულებმა, ადიდეს ღმერთი ამ დიდებული და უჩვეულო სანახაობისთვის. ჩანს, ამ ნიშ-სასწაულით უფალმა განადიდა გარდაცვლილი მამა ქრიზოსთომოსი მისი სათნოებისთვის და, განსაკუთრებით, სიყვარულის სათნოებისთვის. რამეთუ ამ მამას არა მარტო ადამიანები, თვით ცხოველებიც უყვარდა (სიყვარული, რომელსაც მამა ქრიზოსთომოსი იჩენდა ამ ცხოველების მიმართ, გონიერების საზღვრებს არ სცილდებოდა. ეს სიყვარული არ უნდა გავაიგივოთ იმ უზომო სიყვარულთან, რომელსაც მრავალი ევროპელი იჩენს, რომელთაც გაგიჟებით უყვართ ცხოველები და სძულთ ადამიანები. ისინი მხეცთმოყვარენი და კაცთმოძულენი არიან. კაცი, რა ცუდიც არ უნდა იყოს, ღვთის "ხატად" და "მსგავსად" არის შექმნილი, ხოლო პირუტყვნი - მისდა სამსახურად), რათა ყველა მიმხვდარიყო, რომ ის მათ არასოდეს სცემდა, არ უბრაზდებოდა და მშიერს არ ტოვებდა, და რათა გამოჩენილიყო მისი სიმშვიდე, სიყვარული, მისი უბოროტობა და ყველანაირი სათნოება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი