ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
marine |
Nov 2 2017, 10:48 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დღეს, როცა უზნეობა მძლავროს, როცა ცდილობენ ქალწულება დააკნინონ, ვფიქრობ, ამ თემის გახსნა დროულია (თუ უკვე დაგვიანებული არ არის)...
„ეგნატე ღმერთშემოსილი ფილადელფიელთა მიმართ ეპისტოლეში მელქისედეკის შესახებ წერს: „რადგანაც იგი იყო მეფეც და მღვდელმთავარიც, და მთელი ცხოვრების მანძილზე ქალწული, ამიტომ იყო ძე ღმრთისას, მეფისა და მღვდელმთავრის, ქალწულებისა და სისუფთავის წყაროს, ქალწულთა სასიძოს წინასახე“. "პატიოსნების დეფიციტია ქვეყანაში და არა იმდენად ლუკმა-პურისა!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 22 2018, 09:59 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბოლშევიკების საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილი არქიმანდრიტი პავლე (გრუზდევი) იგონებს: ჩვენთან ბანაკში ორასამდე გოგონა შემოყარეს. მათ "ბენდერებს" ვეძახდით. მათ შორის ერთი მართლაც მზეთუნახავი იყო, ნაწნავიანი, 16 წლის, რაღაცაზე მწარედ ტიროდა. ვიკითხე, ასე რად იკლავს თავს-მეთქი. ერთმა მითხრა: - სამი დღე უსმელ-უჭმელნი მოვყავდით. აქ რომ მოვედით, პური დაგვირიგეს. მაგან თავისი წილი შეინახა, რადგან მარხვის დღე ჰქონდა. ვიღაცამ წაართვა. ჩვენც არაფერი გვაქვს, რომ მივცეთო.
მაშინვე შევირბინე ბარაკში და დღიური ნორმა - 800 გრამი პური გამოვიტანე, რომელსაც როგორც მუშას, მაძლევდნენ. რა პურიც იქნებოდა, წარმოიდგინეთ. მივაწოდე გოგონას (მამა პავლეს, ბუნებრივია, ბანაკში ერისკაცულად ეცვა). უკან დამიბრუნა: - არ შევჭამ! ჩემს პატიოსნებას პურზე არ გავცვლიო. პურიც კი არ აიღო! ჰოი, უფალო! განა რა პატიოსნება უნდა იყოს ისეთი, რომლისთვისაც კაცი მზად არის მოკვდეს? მანამდე არ ვიცოდი და იმ დღეს შევიტყვე, რომ ამას ქალწულის პატიოსნება ჰქვია!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი