IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველ მეფეთა ხელმოწერები, მეფეთა ხელმოწერები
შაკო
პოსტი Apr 28 2007, 11:10 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



მინდა გაჩვენოთ მეფეთა ხელმოწერები რომელიც რასაკვირველია ყველა თქვენგანისათვის საინტერესო იქნება. ეს მასალა შემეთხვევით ჩამივარდა ხელთ.

IPB Image

ალექსანდრე I

IPB Image

დავით აღმაშენებელი

IPB Image

დავით სოსლანი

IPB Image

თამარ მეფე

IPB Image

ლაშა გიორგი

IPB Image

ვახტანგ VI


IPB Image

გიორგი ბრწყინვალე

IPB Image

გიორგი VII

IPB Image

გიორგი VIII

IPB Image

ლუარსაბ I


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jul 22 2018, 10:59 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,404
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სოლომონ მეფის მიერ გაცემული საბუთები სილამაზით გამოირჩევა

IPB-ს სურათი


ქართველ მეფეთა ხელრთვანი

(დასაწყისი "კარიბჭე" #3)

"კარიბჭის" მეოთხე ნომერში დაიბეჭდა წერილი მეფეთა ხელრთვების საარქივო დოკუმენტების შესახებ. გთავაზობთ ამ პუბლიკაციის გაგრძელებას.

ვესაუბრებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის დოქტორს მაია შაორშაძეს

- ქალბატონო მაია, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წმინდა კეთილმსახური მეფეების - დავით IV აღმაშენებლისა და თამარის ხელრთვებზე. ეს მეფეები ქართველ ხალხს ყოველთვის გამორჩეულად უყვარდათ სამშობლოსადმი მათი მართლაც ფასდაუდებელი დამსახურებისა და ღვაწლისათვის. ისტორიამ შემოგვინახა შედარებით ნაკლებპოპულარული კიდევ ორი წმინდა მეფის, ლუარსაბისა და სოლომონის ხელრთვები. კარგი იქნებოდა, გაგვეხსენებინა მათი ცხოვრება.

- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია წმინდა მეფე ლუარსაბ II-ის მიერ გაცემული არაერთი საბუთი, რომელთაც ახლავს მეფის ხელრთვა-დამტკიცებანი.

ქართლის მეფე ლუარსაბ II (1606-1615) იყო მეფე გიორგი X-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მა (1587-1629) ტახტზე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა. მისი გამეფებისთანავე ქართლ-კახეთში ოსმალთა ბატონობა ყიზილბაშთა ბატონობით შეიცვალა.

1609 წელს ოსმალეთის ჯარი ქართლში შემოიჭრა. ლუარსაბ მეფე ცხირეთის ციხეში იყო გამაგრებული. მტერმა ციხის გზის ჩვენება თევდორე მღვდელს უბრძანა. ყოველი წამი გადამწყვეტი იყო და მოძღვარმა გზა აურია მტერს, რისთვისაც ოსმალებმა ხმლებით აკუწეს. ბრძოლა მოხდა ტაშისკართან, სადაც ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

1610 წელს ლუარსაბი შაჰს ეახლა ირანში და თბილისის ციხის დაბრუნება სთხოვა. შაჰმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1611 წელს ლუარსაბმა ცოლად შეირთო აზნაურ გიორგი სააკაძის და, რომელსაც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა. ამის შემდეგ მას ცოლი აღარ შეურთავს.

მეფე შაჰის საწინააღმდეგო პოლიტიკას ეწეოდა. 1612 წელს აბასმა ლუარსაბ II და თეიმურაზ I ნადირობის საბაბით მაზანდარანს დაიბარა, მაგრამ ისინი არ ეახლნენ. 1613 წელს შაჰი საქართველოს დაესხა თავს. ქართლ-კახეთის მეფენი იმერეთში გადავიდნენ. 1614 წელს ქართლის გადასარჩენად მეფე ლუარსაბი შაჰს ეახლა. შაჰმა იგი დაატყვევა და ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. 1622 წელს აბასმა იგი გულაბ-ყალის ციხეში მშვილდის საბლით მოახრჩობინა. მისი წმინდა სხეული ციხის ეზოში დაკრძალეს. გარდაცვალების შემდეგ ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბ II წმინდანად შერაცხა.

ლუარსაბზე ბერი ეგნატაშვილი წერს: "არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო-საკაცობოთ ზნეობით გათავებული და უკლები".

იმერეთის მეფე სოლომონ II (1789-1810) წმინდანადაა შერაცხული. იგი იყო სოლომონ I-ის ძმის, არჩილისა და ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ასულის ელენეს ძე. დავითი (უფლისწულობაში ასე ერქვა) პაპის, ერეკლე II-ის კარზე იზრდებოდა.

სოლომონ II ერეკლე II-სა და სოლომონ I-ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა. მისი მეფობის დროს, 1790 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სვიმონ გურიელი ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამხედრო კავშირს ამყარებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, მხარს უჭერდნენ ერეკლე II-ს და მას ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობას. ხელშეკრულებას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა. რუსეთის დახმარების იმედი არც ამჯერად გამართლდა.

სოლომონ II პირველ რიგში ურჩ მთავართა და თავად-აზნაურთა თავგასულობას შეებრძოლა და წარმატებითაც, თუმცა 1803 წელს სამეგრელოს მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი მას იმერეთის სამეფოს გაუქმებისთვის ბრძოლაში გამოიყენებდა. სოლომონი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობდა და ამასთანავე ოსმალეთშიც გზავნიდა ელჩებს დახმარების სათხოვნელად. 1804 წელს რუსები იმერეთში შეიჭრნენ. სოლომონი იძულებული გახდა, რუსეთის ქვეშევრდომობა მიეღო, თუმცა მთელი სიცოცხლე გააფთრებით იბრძოდა რუსეთის ბატონობისაგან თავის დასაღწევად.

1810 წელს რუსთა ჯარი იმერეთში შევიდა. რუსებმა მოსალაპარაკებლად მისული მეფე დაატყვევეს და თბილისში ჩაიყვანეს, საიდანაც პეტერბურგში უპირებდნენ გაგზავნას, მაგრამ ერთგული მსახურის ტანსაცმელში გადაცმულმა მეფემ გაპარვა მოახერხა და 25 მხლებელთან ერთად ახალციხეში გადავიდა. დაიწყო აჯანყების მზადება რუსეთის წინააღმდეგ. იმერეთის გაერთიანებულ ჯართან საომრად რუსეთმა 3200 ჯარისკაცი გამოგზავნა. პირველი შეტაკება სოფ. საქარასთან მოხდა. ქართველებმა შეაჩერეს მტერი სოფ. კორტოხთან და ქუთაისის ციხეს ალყა შემოარტყეს. რუსებმა ახალი ძალები დაიმატეს და იმერეთის 5000-კაციანი ჯარი დაამარცხეს. მეფემ უკან დაიხია და რუსები ქუთაისში შევიდნენ. იმავე წელს გააუქმეს იმერეთის სამეფო და რუსული მმართველობა დაამყარეს.

სამშობლოდან გადახვეწილი მეფე არ წყვეტს ბრძოლას და დახმარებას ხან ნაპოლეონს, ხან ოსმალეთს და ირანს თხოვს, მაგრამ უშედეგოდ. 1812 წლის რუსეთ-თურქეთისა და 1813 წლის რუსეთ-ირანის ზავით, საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა.

1815 წლის 7 თებერვალს იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II ტრაპიზონში გარდაიცვალა და დაკრძალეს წმინდა გიორგის სახელობის ბერძნულ ეკლესიაში. 1990 წლის შემოდგომაზე მისი ნეშტი გადმოასვენეს გელათის მეფეთა საძვალეში.

სოლომონ მეფის მიერ გაცემული საბუთები გამოირჩევა სილამაზით. ერთ-ერთ მათგანს, მეფის ხელრთვის გარდა, ახლავს შესანიშნავი მინიატიურები. ეკლესია-მონასტრების მიმართ უხვ შეწირულობებს, სხვა მრავალი ქართველი მეფის მსგავსად, არც სოლომონ II იშურებდა. ქვეყნის ძლიერება მაშინ იყო მყარი, როცა მეფე და კათალიკოსი საერთო ეროვნულ საქმეს შეთანხმებულად აკეთებდნენ და ურთიერთდახმარებას ურთიერთსაჭიროება და პატივისცემა განაპირობებდა.

- მკითხველს ალბათ დააინტერესებს, რომელ წმინდა მეფეთა ფრესკული გამოსახულებებია ჩვენამდე მოღწეული?

- წმინდანი მეფეებიდან სხვადასხვა ტაძრის კედლებზე შემორჩენილია ტაო-კლარჯეთის მეფე აშოტ I დიდი კურაპალატის (მოკლეს 826 წ.) გამოსახულება ოპიზის ტაძარზე, დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) ცნობილი ფრესკა გელათიდან, საგალობლის - ,,შენ ხარ ვენახის" ავტორის, დავით IV-ის ძის, დემეტრე I-ის (1125-1156 წწ.) ფრესკა მაცხვარიშის ტაძრის კედელზე (სვანეთი), სადაც მისი მეფედ კურთხევის სცენაა გამოსახული, თამარ მეფის (1184-1213 წწ.) ცნობილი ფრესკები გელათში, ვარძიაში, ბეთანიაში, ყინწვისში.

- ქალბატონო მაია, ახლა იმ ქართველ მეფეთა ხელრთვებზე ვისაუბროთ, რომლებიც, ძირითადად, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

- ქართველ მეფეთა ხელრთვებიდან გამოირჩევა გიორგი II-ის (1072-1089 წწ.), გიორგი III-ის (1156-1184 წწ.), ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.), დავით ნარინის (1246-1293 წწ.), დავით VIII-ის (1293-1311 წწ.), გიორგი V ბრწყინვალეს (1299, 1318-1346 წწ.), ალექსანდრე I დიდის (1412-1442 წწ.), ლეონ კახთა მეფის (1518-1574 წწ.), ალექსანდრე II კახთა მეფის (1574-1605 წწ.), არჩილ II-ის (1664-1675 წწ. კახეთში, 1661-63, 1678-79, 1690-91, 1695-96 წწ. იმერეთში), ლუარსაბ I-ის (ქართლის მეფე 1527-1556 წწ.), სვიმონ I-ის (ქართლის მეფე 1556-1569; 1578-1599 წწ.), თეიმურაზ I-ის (1606-1648 წწ. კახეთში, 1625-1632 წწ. ქართლ-კახეთის მეფე), როსტომ-ხანის (ქართლის მეფე 1632-1658 წწ.), ერეკლე I-ის (ქართლის მეფე 1688-1703 წწ.), ვახტანგ VI-ის (1703-1714 წწ. ქართლის გამგებელი, 1716-1724 წწ. მეფე), ერეკლე II-ის (1744-1762 წწ. კახეთში, 1762-1798 წწ. ქართლ-კახეთში), სოლომონ I-ის (იმერეთის მეფე 1752-1784 წწ.).

- იქნებ, გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანის მეფობა და მათი ხელრთვა-ავტოგრაფიც გავაცნოთ მკითხველს.

- შიომღვიმის სიგელზე, რომელიც გაცემულია 1073 წელს, მოიპოვება ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი III-ის (1156-1184 წწ.) ხელრთვა, რომლის შინაარსიც ასეთია: ,,ქ. მტკიცე არს ნებითა ღ(მრ)თისაითა".

- რას გვეტყვით მეფე გიორგი III-ის მიერ 1177 წელს გაცემულ მეორე სიგელზე?

არ ვიცით, როგორია მეფის ხელრთვა, რომელიც 1177 წელს შედგენილ საბუთზე უნდა ყოფილიყო, რადგან მას ბოლო ნაწილი აკლია. ეს სიგელი დემნა ბატონიშვილისა და ივანე ორბელის აჯანყების ჩახშობისა და მათი დასჯის ამბავს ეხება, რომელიც მეტად ტრაგიკული ფურცელია საქართველოს ისტორიაში.

გიორგი III-ის მეფობა გამოირჩევა იმით, რომ მან დიდი ბრძოლები გადაიხადა დვინისა და ანისისათვის. დვინი მან 1162 წელს აიღო. 1167 წელს ქალაქები - შაბურანი და დარუბანდი აიღო და თავის ყმადნაფიც შარვანშაჰს დაუბრუნა.

როგორც ისტორიიდან ცნობილია, 1177-1178 წელს გიორგის წინააღმდეგ შეითქვნენ დიდგვაროვან ფეოდალთა ნაწილი ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით, რომელთაც სურდათ მეფე ტახტიდან ჩამოეგდოთ და დავით V-ის ძე დემეტრე (დემნა) ბატონიშვილი გაემეფებინათ. გიორგი III-მ ლორეს ციხეში გამაგრებულ მეამბოხეებს შეუტია, დაამარცხა და სასტიკად გაუსწორდა - დემნა ბატონიშვილს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ივანე ორბელს თვალები დასთხარეს, მისი გვარი ამოწყვიტეს, გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ.

მეფეს ვაჟი არ ჰყავდა და შემდგომი პოლიტიკური გართულებების თავიდან ასაცილებლად, 1178-1179 წლებში ასული, თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. მამა-შვილის ფრესკა შემორჩენილია ციხე-ქალაქ ვარძიის ეკლესიის, აგრეთვე ყინწვისისა და ბეთანიის ტაძრების ფრესკებზე.

საინტერესო ხელრთვაა რამდენიმე საბუთზე დავით რუსუდანის ძისა-ნარინისა (1246-1293 წწ.). აქედან ჩვენ გამოვყოფთ ერთ-ერთს, რომელიც გაცემულია მეფეების - დავით ნარინისა და ვახტანგ II-ის მიერ თულაისძეთადმი (1287წ.): ,,ქ. მტკიცეა ნებითა ღ(მრ)თისაითა." ვახტანგი დავით მეფის თანამოსაყდრე იყო. საბუთს ხელს აწერენ ასევე: დედოფალი მარიამი, მეფე ვახტანგ II, დედოფალი ხუარაშანი და მისი ძე ბაგრატი.

დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში მეფობდა ,,ორმეფობის" პერიოდში. აღმოსავლეთ საქართველოს მისი ბიძაშვილი, დავით ულუ (ლაშა-გიორგის ძე) განაგებდა. დავით ნარინი 1259 წელს მონღოლებს განუდგა და აუჯანყდა. მართალია, დამარცხდა და ამის შემდეგ გადავიდა ლიხთ-იმერეთში, მაგრამ არ შეუწყვეტია ბრძოლა მონღოლთა წინააღმდეგ. 1282 წელს დავითი ტრაპიზონის სამეფოში შეიჭრა. მას სურდა აქ საქართველოს გავლენა აღედგინა, მაგრამ ქალაქი ვერ აიღო.

/"კარიბჭე" N6, 2010, გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
shakuna_   ქართველ მეფეთა ხელმოწერები   Apr 28 2007, 11:10 PM
შოთა   ვაუ მაგარია ყოჩაღ ...   Apr 28 2007, 11:38 PM
shakuna_   ვაუ მაგარია ყოჩაღ ...   Apr 29 2007, 12:04 AM
Qeti   shakuna_ გაიხარე მართლ...   Apr 29 2007, 12:12 AM
shakuna_   shakuna_ გაიხარე მართლ...   Apr 29 2007, 12:19 AM
Qeti   მადლობა ... ეს ერთი დ...   Apr 29 2007, 12:33 AM
მნათე   საოცარია, როგორ მო...   Apr 29 2007, 12:56 AM
shakuna_   საოცარია, როგორ მო...   Apr 29 2007, 01:01 AM
მნათე   საოცარია.. აპლოდის...   Apr 29 2007, 01:03 AM
tinka   ინწერესნა   Apr 29 2007, 01:06 AM
nini egriseli   ძალიან ლამაზია მომ...   Apr 29 2007, 01:04 PM
shakuna_   ძალიან ლამაზია მო...   Apr 29 2007, 01:46 PM
მხევალი ნინო   საოცარია, განა მეფ...   Apr 29 2007, 03:48 PM
shakuna_   საოცარია, განა მეფ...   Apr 29 2007, 03:50 PM
მარიამი   საოცარია, განა მეფ...   May 3 2007, 11:22 AM
KAIROS   ეს თოფიქი ერთერთი ...   Apr 29 2007, 06:10 PM
shakuna_   ეს თოფიქი ერთერთი ...   Apr 29 2007, 07:03 PM
marine   shakuna_ გაგახაროს უფალ...   Apr 30 2007, 11:37 AM
Lenus   -------------   Apr 30 2007, 06:28 PM
shakuna_   მალადეც მეგობარო, ...   Apr 30 2007, 06:33 PM
ქავთარაძე   მნათე შენ ხომ კოსმ...   Apr 30 2007, 06:38 PM
iliadis   ძაან მაგარი ხელნაწ...   Apr 30 2007, 07:37 PM
makuna7474   მართლა ძაან საინტე...   Apr 30 2007, 08:01 PM
ზესქვი_უჩა   რა საინტერესოა. მა...   May 2 2007, 04:19 AM
Floyd   shakuna_ გაგვაძლიეროს :)...   May 3 2007, 10:26 AM
_Matasi_   shakuna_ გაიხარე :) გავოც...   May 6 2007, 10:00 PM
ninore   შაკუნა გაიხარე :)   May 6 2007, 10:23 PM
თათი87   shakuna_ აპლოდისმენტებ...   May 10 2007, 12:27 AM
შევრდომილი   რა კარგიააა   May 31 2007, 08:19 PM
ai gogoo   შაკუნა ბრავოოოოოო...   May 31 2007, 08:37 PM
ვეშაპო   shakuna_ აუ, ალექსანდრე I ...   Jun 17 2007, 01:14 PM
marine   გადავწყვიტე ამ თემ...   Jan 29 2008, 03:49 PM
gikotamo   მაგარიაააააააააა...   Nov 28 2009, 05:56 PM
marine   ქართველ მეფეთა ხელ...   Jul 13 2018, 07:45 PM
marine   სოლომონ მეფის მიერ...   Jul 22 2018, 10:59 PM
marine   "მეფეთა და კათოლი...   Oct 16 2018, 07:26 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2024 - 04:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი