ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
marine |
Nov 2 2017, 10:48 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დღეს, როცა უზნეობა მძლავროს, როცა ცდილობენ ქალწულება დააკნინონ, ვფიქრობ, ამ თემის გახსნა დროულია (თუ უკვე დაგვიანებული არ არის)...
„ეგნატე ღმერთშემოსილი ფილადელფიელთა მიმართ ეპისტოლეში მელქისედეკის შესახებ წერს: „რადგანაც იგი იყო მეფეც და მღვდელმთავარიც, და მთელი ცხოვრების მანძილზე ქალწული, ამიტომ იყო ძე ღმრთისას, მეფისა და მღვდელმთავრის, ქალწულებისა და სისუფთავის წყაროს, ქალწულთა სასიძოს წინასახე“. "პატიოსნების დეფიციტია ქვეყანაში და არა იმდენად ლუკმა-პურისა!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 23 2018, 02:05 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთ დედათა მონასტერში იღუმენიასთან ერთად მისი ძმისშვილი ცხოვრობდა. სხეულითაც და ხასიათითაც მშვენიერი გოგონა იყო. უეცრად გარდაიცვალა და საზეიმოდ დაკრძალეს იმ იმედით, რომ მისი წმინდა სული სამოთხეში მოხვდებოდა.
იღუმენია ევედრებოდა ღმერთს, გაემხილა მისთვის, ქალწულთა დასს შეუერთდა თუ არა ქალიშვილი. ერთხელ, შუაღამისას, ლოცვისას, იღუმენიას ფეხქვეშ მიწა გაიხსნა და იქ ჯოჯოხეთის ცეცხლში თავისი ძმისშვილი დაინახა. - შენ აქ რა გინდა? - ჰკითხა დამწუხრებულმა იღუმენიამ, - მე შენ ქრისტეს უბიწო კრავებთან მყოფი მეგონე. - ვაი, მე უბედურს, თვითონვე ვარ დამნაშავე ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვედრისა. გარეგნულად ვჩანდი ქალწული, ხორციელი ცოდვით არ ვიბილწავდი სხეულს, მაგრამ სიძვის დაფარულმა ფიქრებმა და სურვილებმა ჯოჯოხეთის მკვიდრი გამხადა. ქალწულებრივი სხეული კი შემოვინახე, მაგრამ ფიქრებმა და გულისთქმამ შემიბილწა სული. გაუფრთხილებლობით ერთი ყმაწვილი მომეწონა და ფიქრებში მასთან გატარებულ დღეებს წარმოვიდგენდი, ვხვდებოდი, რომ ეს ცოდვა იყო, მაგრამ მოძღვრისთვის აღსარებაში გამხელისა მერიდებოდა. ჩემი გარდაცვალების ჟამს კი უფლის ანგელოზებმა პირი იბრუნეს ჩემგან და დემონებს გადამცეს!" ჩვენება გაქრა, იღუმენია კი მწარედ ჩაფიქრებული დატოვა." "სიწმინდე იწყება იმ მომენტიდან, როცა მთლიანად ვეძლევით ღმერთს" /მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი