ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
შაკო |
May 15 2007, 12:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
Jul 25 2018, 02:27 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დერტავი
"ეს მონასტერი ქართველ ქალთა სამოღვაწეო ადგილია იერუსალიმში. ადრე იგი ტაოში, ჭოროხის ხეობაში ან შავ მთაზე ეგულებოდათ. კორნელი კეკელიძემ გაარკვია, რომ ასეთი სახელის სავანე იერუსალიმში იყო. მასთან არის დაკავშირებული ერთი ძვირფასი კრებული საინტერესო ანდერძ-მინაწერებით. როგორც ირკვევა, ის გადაუწერიათ დერტაველი ქალების დაკვეთით. იგი წერს: "დელტაველთა დათა ყოველთავე შეუნდვენ უფალო! დაიწერა საფასითა(?) მათითა. მეცა მომიხსენეთ ცოდვილი ბასილი მჩხრეკელი". ერთი ძეგლის ბოლოს იკითხება: "სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა ცხოველსმყოფელისა საფლავისაითა მე, ცოდვილი და უღირსი ეკატერინე, ღირს ვიქმენ აღწერად წმიდისა ამის და სულთა განმანათლებლისა სვიმეონის ცხოვრებისა. აწ წმიდათა მენელსაცხებლეთა სწორნო დანო დელტაველნო. ქრისტეს სიყვარულისათვის, ვინცა ღირს იქმნეთ წარკითხვად წმიდისა ამის ცხოვრებისა სვიმეონისსა. თქუთ წმიდათა პირითა თქუენითა მოტევებაი ცოდვათა ჩემთაი" და იქვე: "დანო პატიოსანნო, გევედრები ბასილი საითური, უცბად ჩხრეკისათვის შემინდევით". დამოწმებულ ანდერძ-მინაწერებით ირკვევა, რომ დერტავში მოღვაწეობდნენ ქართველი მანდილოსნები, რომელთა წინამძღვარი ეკატერინე ყოფილა. მათი თაოსნობით მრავლდებოდა ხელნაწერები. ისინი, როგორც ჩანს, მწიგნობართა კადრებზეც ზრუნავდნენ. გადამწერელი ბასილი კი მათი აღმზრდელია." /"კარიბჭე" N6, 2010,გვ.45/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი