ა კ ა კ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ა კ ა კ ი |
marine |
Aug 22 2016, 09:52 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ა კ ა კ ი
აკაკის სახლი "აი, რა თქვა ერთხელ მოხუცმა ანიკო აბდუშელიშვილმა, აკაკის სახლის ძველმა მოამაგემ სხვიტორში: "ჩემო ბატონო, ამ სახლს ბალავარი არა აქვს, პირდაპირ კლდეზეა ამოშენებული. მიწისძვრის დროს ამ სოფელში ხის სახლებიც დაირღვა, აკაკის სახლს კი ერთი ბზარიც არ გასჩენია!" აკაკიც თავის სახლს ჰგავს. მისი შემოქმედება პირდაპირ ხალხის გულიდანაა აღმოცენებული, დროთა ცვლა ბზარს ვერ გაუჩენს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 25 2018, 02:29 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
აკაკის ნაკვესები
"ერთხელ ქუთაისში სვიმონ გუგუნავა, - "თამარიანის" გამლექსავი და აკაკი ღამით მიდიოდნენ და საუბრობდნენ. სხვათა შორის, აკაკიმ ერთი პატარა ლექსი თქვა, სადაც ეს სიტყვებიც ერია: "მადლობა ღმერთს, ჩემი ჯიბე ძლივს გავტენე ოქრო-ვერცხლითო". ერთი ვიღაც იმათ შორიახლოს მისდევდა და თურმე ყურს უგდებდა. მგზავრებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. გზაში სვიმონი გამოეთხოვა მეგობარს და თავის სახლში შევიდა. აკაკიმ გასწია ბალახვნის ქუჩისაკენ მარტოდმარტომ. ერთ ყრუ და ბნელ ქუჩაში რომ შეუხვია, უკან დადევნებულმა კაცმა გადაუსწრო დამარტოხელებულ მწერალს, გაუჩერდა წინ და მიაძახა: - გაჩერდი, თორემ გაგათავეო! - რას მერჩიო? - მიუგო შემკრთალმა მწერალმა. - მოიტა, რაც ფული გაქვსო! - ჰო, ეგ გინდა, სხვა არაფერიო? - დიაღ, ჩქარაო! - მაშ კარგი, რაღა გაეწყობა. მაგრამ ერთი პირობით კი: ნახევარს დამჯერდიო! - მე პირობისა არა ვიცი რა! მოიტა მალე სულო! - შენი ნებაა, მაგრამ ჩემი ხელით კი არ შემიძლია, რომ მოგცე და შენ თვითონ ამოიღეო! მოძალადე მივარდა მწერალს, ჩაუყო ჯიბეში ხელი, უცებ გაუსინჯა, მაგრამ ვერა უპოვა-რა და გულდაწყვეტით ჰკითხა: - სად არის, რომ ვერ მივაგენიო? - რა სულწასული ყოფილხარ, - მიუგო აკაკიმ, - ასე მალე მოგწყინდა ხელის ფათური? მე ჩემ სიცოცხლეში სულ მაგ ჯიბეებში ვიყოფ ხელს, ჯერაც ვერა მიპოვია-რა და შენ კი ერთ წუთს გინდა იპოვოო?! - რომ არა არის-რა, რა ვიპოვნოო? - ეგ მეც ვიცოდი და მიტომაც შემოგაძლიე ნახევარი, რომ გულიც ნახევრად დაგწყვეტოდაო. გაეცინა მოძალადეს და უთხრა: - წადი შენთვის და მეორედ აღარ გნახო უფულოდო! - მადლობელი ვარ! ღმერთმა გისმინოს, რომ უფულოდ მეც აღარ მენახოს ჩემი თავიო, - მიუგო აკაკიმ და დამშვიდებით გაუდგა გზას." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი